რა არის კრიპტოვალუტის ოფციონები?
ოფციონები დერივატული ინსტრუმენტებია, რომლებიც მფლობელს წინასწარ განსაზღვრულ ფასად აქტივ ყიდვის, ან გაყიდვის უფლებას აძლევს.
ოფციონი კონტრაქტია, ამიტომ მასთან ურთიერთქმედებისას ტრეიდერი რეალური აქტივით არ ვაჭრობს. ეს გარკვეულ უპირატესობას იძლევა: შემოსავლის მიღება კრიპტოვალუტის ღირებულების ცვლილებაზე, მისი ყიდვის გარეშე არის შესაძლებელი.
კრიპტოვალუტის ოფციონები საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან სასარგებლო ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ღია პოზიციების ჰეჯირების, ან ფასის რყევებზე ფულის შოვნის საშუალებას იძლევა.
განსხვავება ოფციონებსა და ფიუჩერსებს შორის
ოფციონი აქტივის ყიდვის, ან გაყიდვის უფლებაა და არა ვალდებულება, როგორც ეს ფიუჩერსებით ვაჭრობაში ხდება. ოფციონის ყიდვისას, ტრეიდერს შეუძლია, ან გაააქტიუროს ის, ან არა. ეს ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და რენტაბელურობაზეა დამოკიდებული.
ასეთი ოფციონის მისაღებად ოფციონის მყიდველმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს, რომელსაც პრემია ეწოდება. პრემიის ოდენობა ფარდობითია და აქტივზე, ვადის გასვლის თარიღზე, ფასსა და ბაზარზე არსებულ ვოლატილობაზეა დამოკიდებული. ფიუჩერსები დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს.
ოფციონის სტრუქტურა და სახეობები
თითოეულ ოფციონს მიმართულება, სტრაიკ-ფასი (საბაზო აქტივის ღირებულება), ვადის გასვლის თარიღი და პრემია აქვს.
არსებობს ოფციონის ორი ძირითადი ტიპი - ამერიკული და ევროპული. პირველს დაფარვის ვადა არ აქვს და მისი დახურვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მეორე მხოლოდ ვადის ამოწურვის დროს სრულდება. აღსანიშნავია, რომ სახელები შემთხვევით წარმოიშვა და ამ ქვეყნებთან დაკავშირებული არაა.
აქტივის პროგნოზირებადი ქცევიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, Put ან Call ოფციონები შეიძინოთ:
● Call ოფციონი საშუალებას გაძლევთ, კონტრაქტის ვადის გასვლამდე, აქტივი გარკვეულ ფასად იყიდოთ. ეს მომგებიანია, როდესაც ბაზარი იზრდება, მაგრამ არამომგებიანია, როდესაც ის ეცემა;
● Put ოფციონი იძლევა შესაძლებლობას, კონტრაქტის ვადის ამოწურვის მომენტში აქტივი შეთანხმებულ ფასად გაყიდოთ. ასეთი კონტრაქტი drawdown-ის დროს ფულის ეკონომიას ახდენს, რაც საშუალებას გაძლევთ, აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად გაყიდოთ, მაშინაც კი, თუ საბაზრო ფასი უკვე ძალიან დაბალია.
ოფციონების მუშაობის პრინციპი
ოფციონების დეტალურად გასაანალიზებლად, უმჯობესია მათი გამოყენება პრაქტიკაში გაჩვენოთ.
■ დავუშვათ, რომ ტრეიდერი $10 000-ად BTC-ს Call ოფციონს ყიდულობს, რომლის ვადა 90 დღე არის, პრემიის ოდენობა კი $1000. BTC $15 000-მდე ძვირდება და ტრეიდერი კონტრაქტს ასრულებს, ოღონდ მხოლოდ პრემიის ოდენობას იხდის. წმინდა მოგებამ $4000 შეადგინა. თუ ბიტკოინის ფასი $5000-მდე დაეცემა, ტრეიდერი მხოლოდ $1000-იან პრემიას დაკარგავს.
■ იმავე პარამეტრების მქონე Put ოფციონის შეძენით, როგორც ზემოთ მოცემულ მაგალითშია, ტრეიდერი იღებს შესაძლებლობას, 90 დღის განმავლობაში, საბაზრო ფასის მიუხედავად, BTC $10 000-ად გაყიდოს. თუ აქტივი გაძვირდება, ვთქვათ, $20 000-მდე, შეგიძლიათ, ოფციონი არ შეასრულოთ და $10 000-იანი ზარალი თავიდან აიცილოთ. ამის ნაცვლად, თქვენ ოფციონის ვადის ამოწურვას უნდა დაელოდოთ და $1 000-იანი პრემია გადაიხადოთ.
როგორ ყალიბდება პრემია
ზემოაღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოფციონის მყიდველი მხოლოდ იმ თანხას რისკავს, რომელსაც პრემიის სახით იხდის. თავად პრემიის ზომა კი მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე ფორმირდება:
● საბაზო აქტივის ფასები;
● შესრულების ფასის ზრდა;
● დროის შემცირება;
● ბაზარზე არსებული ვოლატილობა.
ამავდროულად, თითოეული ფაქტორი Put და Call ოფციონებზე გავლენას სხვადასხვანაირად ახდენს. ამის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ცხრილში იხილოთ.
პრემიის ფასზე ფაქტორების გავლენის ცხრილი
მყიდველებთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდით. რა ხდება გამყიდველების შემთხვევაში
კრიპტოვალუტის ოფციონის მყიდველებისგან განსხვავებით, მათი გამყიდველები (ემიტენტები, რომლებიც ოფციონს ქმნიან) ფულს პრემიებზე შოულობენ. ანუ მათთვის მომგებიანია, რომ პრემია იზრდებოდეს, რადგან მოგება მასზეა დამოკიდებული.
ემიტენტების უმეტესობას ოფციონის გაყიდვამდე აქტივის გარკვეულ რაოდენობის ფლობა მოეთხოვება. ეს რისკების მინიმიზაციის საშუალებას იძლევა, თუ კრიპტოვალუტის ფასი არასწორი მიმართულებით წავა.
უპირატესობა და ნაკლი
კრიპტოვალუტის ოფციონები რიგ სტრატეგიებში და სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება.
ოფციონის უპირატესობა:
● ჰეჯირების შესაძლებლობა. Put ოფციონის შეძენით, თუ საბაზო აქტივი გაქვთ, დიდი ვარდნის შემთხვევაში ზარალის მინიმიზაციაა შესაძლებელი;
● სპეკულაციები. მაგალითად, Call ოფციონის შეძენით, აქტივის ყიდვა ფასდაკლებითაა შესაძლებელი, მაშინაც კი, თუ მისი ფასი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა;
● ოფციონის გამოყენების მთელი რიგი კომბინაციების ხელმისაწვდომობა, განსხვავებული რისკებითა და ჯილდოებით;
● ოფციონების გამოყენება შესაძლებელია როგორც ხარულ, ასევე დათვურ ბაზრებზე;
● ერთ აქტივზე რამდენიმე ოფციონის გახსნაა შესაძლებელი.
ნაკლი:
● ინსტრუმენტის მუშაობის რთული მექანიზმი;
● მაღალი რისკები, განსაკუთრებით ოფციონის ემიტენტისთვის, რადგან მას კონტრაქტის შექმნა და მისი კონფიგურაცია სჭირდება, ხოლო მყიდველი, ფაქტობრივად, მხოლოდ „მომხმარებელია“;
● სავაჭრო სტრატეგიების სირთულე;
● დაბალი ლიკვიდურობა. ეს პირველი და მეორე ფაქტორებიდან გამომდინარეობს - ოფციონებს ცოტა ტრეიდერი იყენებს, კიდევ უფრო ნაკლები კი მათ ყიდის;
● ოფციონის პრემიის მაღალი ვოლატილობა.
რომელ ბირჟებზე არის ოფციონები
ამ კონტრაქტების ყველაზე დიდი მოცულობა ადრე FTX-ზე იყო წარმოდგენილი. ახლა ოფციონებით სარგებლობა კრიპტობირჟებზე Bybit, Deribit, OKX, Bitfinex და Binance არის შესაძლებელი.
ამრიგად, კრიპტოვალუტის ოფციონები სასარგებლო საბაზრო ინსტრუმენტია, რომელსაც დათვური ბაზრის დროს ზარალის მინიმიზაცია და ინსტრუმენტის არსის სწორი აღქმის შემთხვევაში, ტრეიდერისთვის სასურველი მოგების მოტანა შეუძლია.