რა არის დეცენტრალიზებული პროგრამები (DApps)

ფოტო - რა არის დეცენტრალიზებული პროგრამები (DApps)
დეცენტრალიზებული პროგრამები (DApps) - არის სმარტ კონტრაქტებზე აგებული ციფრული პროგრამები, რომლებიც მუშაობს ბლოკჩეინზე და არა ცენტრალიზებულ სერვერებზე. ისინი გამოიყურებიან და ფუნქციონირებენ როგორც ჩვეულებრივი მობილური აპლიკაციები და იქმნებიან სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის თამაშებისთვის, ფინანსებისთვის, სოციალური ქსელებისთვის და სხვა.
დეცენტრალიზებულ პროგრამებს შემდეგი მახასიათებლები გააჩნიათ:

  • ღია კოდი აქვთ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მათ არავინ აკონტროლებს.
  • მონაცემები და ჩანაწერები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
  • გამოიყენება კრიპტოგრაფიული ტოკენი საკუთარი ქსელის დასაცავად.

როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული პროგრამები?

დეცენტრალიზებულ პროგრამებს აქვთ საკუთარი შიდა კოდი და მუშაობენ დეცენტრალიზებულ ქსელში. როდესაც სმარტ კონტრაქტი განლაგდება ბლოკჩეინზე, ძნელია მისი შეცვლა ან განადგურება.

დეცენტრალიზებული პროგრამების უპირატესობები:


  • მთავარი უპირატესობა არის კონტროლი. ვინაიდან არცერთი ორგანიზაცია არ აკონტროლებს DApp-ს, არცერთ პირს ან კომპანიას არ შეუძლია გააკონტროლოს ან შეზღუდოს წვდომა ასეთ აპლიკაციებზე.

  • დეველოპერებს შეუძლიათ მოახდინონ კრიპტოვალუტების ინტეგრირება მათ ძირითად ფუნქციონალში სმარტ კონტრაქტების გამოყენებით. მაგალითად, DApps-ს Ethereum-ზე შეუძლია გადახდის სახით მიიღოს ETH, მესამე მხარის საგადახდო სისტემების ინტეგრირების გარეშე.

  • პლიკაციებს ღია საწყისი კოდი გააჩნიათ. ეს ხელს უწყობს ეკოსისტემის უფრო სწრაფ და უსაფრთხო განვითარებას.

დეცენტრალიზებული პროგრამების პრობლემები

დეცენტრალიზებული აპლიკაციები ჯერ კიდევ დიდწილად ექსპერიმენტულია და გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას.

  • მომსახურება – DApp-ების მხარდაჭერა შეიძლება უფრო რთული იყოს, რადგან ბლოკჩეინზე გამოქვეყნებული კოდის და მონაცემების შეცვლა უფრო რთულია. დეველოპერებს უჭირთ მათი პროგრამების (ან აპლიკაციებში შენახული ძირითადი მონაცემების) განახლება მათი განლაგების შემდეგ, მაშინაც კი, თუ ძველ ვერსიას აქვს შეცდომები ან უსაფრთხოების რისკები.

  • გატეხის მაღალი ალბათობა – დეცენტრალიზებული აპლიკაციები უფრო მგრძნობიარეა გატეხის მიმართ. ვინაიდან ბევრი მუშაობს ღია კოდის მქონე სმარტ კონტრაქტებზე, ჰაკერებს აქვთ შესაძლებლობა იპოვონ მოწყვლადობა.

  • უზარმაზარი დახარჯები წარმადობაზე-- წარმადობაზე და მასშტაბირებაზე გაწეული ხარჯები. უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და საიმედოობის დონის მისაღწევად, თითოეული კვანძი უშვებს და ინახავს თითოეულ ტრანზაქციას.

DApp-ების გამოყენების ვარიანტები

DApp-ების გამოყენების ზოგიერთი პოპულარული ვარიანტია -დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi), GameFi, ხმის მიცემა და მართვა.

ფინანსები:
პოპულარულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის   გამოყენება დეცენტრალიზებული დაფინანსებისთვის. ბლოკჩეინი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და გამჭვირვალობას, რაც ფინანსურ ინსტიტუტებს სჭირდებათ იმისთვის, რომ პროცესები უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.

GameFi:
ამ სფეროში უზარმაზარი პოტენციალია. ბლოკჩეინის ფუნქციონალობა თამაშებში საშუალებას აძლევს მოთამაშე საზოგადოებას იქონიოს სრული გამჭვირვალობა პროდუქტის გაყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, მოთამაშეებს შეუძლიათ შეაგროვონ სხვადასხვა ნივთი, რომლითაც შეუძლიათ ივაჭრონ ბირჟებზე. ზოგადად, რაც უფრო მეტს თამაშობენ, მით მეტი სათამაშო ჯილდოს მიღება შეუძლიათ.

ხმის მიცემა და მმართველობა:
ბლოკჩეინი უზრუნველყოფს უსაფრთხო და გამჭვირვალე ხმის მიცემის სისტემას. ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული ბუნება ნიშნავს, რომ ყველა მხარეს შეუძლია დარწმუნდეს, რომ არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს კენჭისყრის შედეგს. ეს არის რეალური შესაძლებლობა სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. მაგალითად, კომპანიის/ორგანიზაციის აქციონერთა წესდება შეიძლება სისტემაში კოდირებული სახით ჩაიწეროს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ვინ რა სიტუაციაში იღებს ძალაუფლებას და ვის რაზე შეუძლია ხმის მიცემა.
 
დეცენტრალიზებული პროგრამები აფართოებენ ინტერნეტის პრაქტიკულობას ჩვეულებრივი პროგრამების ბლოკჩეინთან კომბინაციით. DApps-ის გამოყენება წლების განმავლობაში იზრდება. 2021 წელს ყოველდღიურად 2.7 მილიონზე მეტი უნიკალური აქტიური საფულე ურთიერთქმედებდა აპლიკაციებთან, რაც 592%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. მიუხედავად დათვური ბაზრისა და მშფოთვარე გლობალური ეკონომიკისა, 2.38 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ურთიერთქმედებდა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან 2022 წლის პირველ კვარტალში და მომხმარებლის ინტერესი სტაბილურად იზრდება.

AI Crypto Expert