რა არის დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები?

icon DESO
icon DATA
ფოტო - რა არის დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები?
თუ თქვენ დაიღალეთ უსასრულო რეკლამით, მომხმარებლის მონაცემების გაყიდვით, სიტყვის თავისუფლების ნაკლებობით, ცენზურით, პოლიტიკური ჩართულობით, დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები უნდა მოგეწონოთ.
ალტერნატიული სოციალური ქსელები  განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის საფუძველზეა აგებული, მუშაობს დამოუკიდებელ სერვერებზე და აქვს ღია საწყისი კოდი. ეს მათ დეცენტრალიზებულს ხდის. Web3 სოციალური ქსელების პოლიტიკა არ რეგულირდება კონკრეტული კომპანიის ან ცალკეული პირების მიერ, მომხმარებლები თავად ადგენენ წესებს. ასეთი პლატფორმების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიის მეთოდებით.

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის დასტურია DeSo ბლოკჩეინის გამოჩენა. ეს არის ახალი ქსელი Layer1, რომელიც სპეციალურად ახალი თაობის სოციალური ქსელების შესაქმნელადაა შემუშავებული.

ყველაზე პოპულარული დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები

Steemit

ერთ-ერთი პირველი დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, რომელიც გამოვიდა ბლოკჩეინზე Steem 2016 წელს. Steemit-ში მომხმარებლები  პლატფორმაზე აქტივობისთვის   STEEM-ის ტოკენებით ჯილდოვდებიან. პლატფორმის მონეტები ყოველდღიურად იბეჭდება და საზოგადოების სპეციალურ პულს ემატება. გარკვეულ  დროში   ისინი გადაირიცხება მომხმარებლების ანგარიშებზე იმის მიხედვით თუ რამდენი ხმა მიიღო მათმა კონტენტმა.

Mastodon

სოციალური ქსელის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელსაც Twitter-ის ანალოგად  მიიჩნევენ. მისი ცენტრალიზებული პარტნიორისგან განსხვავებით, ეს არ არის ცალკე აპლიკაცია, არამედ ათასობით სერვერის ქსელია. ისინი სხვადასხვა სოციალური ქსელის როლს ასრულებენ, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ ერთ სივრცეში, რომელსაც „ფედივერსსს“ უწოდებენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს საკუთარი Mastodon სოციალური ქსელი და დააკავშიროს ის  სხვებს, ან უბრალოდ შეუერთდეს არსებულ ვარიანტებს, მაგალითად Mastodon Social-ს.

 მას შემდეგ რაც ილონ მასკმა შეიძინა Twitter-ი ნახევარი მილიონი მომხმარებელი  დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე Mastodon-ზე  გადავიდა.

Minds 

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი  ცნობილ და გავლენიან სოციალურ ქსელებს ჰგავს, მაგრამ თავს ანტი- Facebook-ად  პოზიციონირებს. ამ პლატფორმას  აქვს  საკუთარი ტოკენი MINDS. მომხმარებლები იღებენ მას, როგორც ჯილდოს საინტერესო პოსტების გენერირების, სოციალური ქსელის მართვის და სხვა აქტივობების დახმარებისათვის, რომლებიც სასარგებლოა Minds- ისთვის.

Web3 სოციალური ქსელების უპირატესობები და ნაკლოვანებები

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები საშუალებას აძლევს ადამიანს უკეთესი კონტროლი ჰქონდეს იმაზე, რასაც ხედავს და აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ისინი დიდ უზრუნველყოფენ ავტონომიას  მოდერატორების გარეშე. თუმცა, ამგვარი პლატფორმის დამფუძნებლებს, მომხმარებლებთან ერთად, შეუძლიათ დაადგინონ წესები, რომლებიც უნდა დაიცვან სხვა მონაწილეებმა.

დადებითი ასპექტები მოიცავს ცენზურის დაბალ დონეს და მათი მონაცემების სრულ მფლობელობას. თავად მომხმარებლის გარდა არავის შეუძლია წაშალოს მისი კონტენტი. გარდა ამისა, ალტერნატიულ სოციალურ ქსელებში  შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომერზე მიბმულობის გარეშე.

ასევე უპირატესობაა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთმანეთთან, სოციალური ქსელების ფედერაციული სამყაროს Feedverse-ის წყალობით, რომელიც გაერთიანებულია ActivityPub-ის პროტოკოლით. მაგალითად, Mastodon-ის ერთ-ერთ სერვერზე ანგარიშის  არსებობით, შეგიძლიათ შეტყობინებების გაგზავნა და კონტენტის გაზიარება  სხვა განაწილებული სოციალური ქსელის მომხმარებელთან, რომელიც დაკავშირებულია Feedverse-ის ეკოსისტემასთან.

გარკვეულ პირობებში ზოგიერთი უპირატესობა ნაკლოვანებად იქცევა. მოდერატორების არარსებობის გამო, მომხმარებლებს შეუძლიათ დეზინფორმაციის ან კანონდარღვევის შემცველი კონტენტის გამოქვეყნება, რომლის წაშლაც  შეუძლებელია.  როგორც ბლოკჩეინის გამოყენების  სხვა  სფეროებში,  არსებობს  51%-იანი  შეტევის რისკი, რომლის დროსაც ჰაკერებს შეუძლიათ ქსელის სიმძლავრის 50%-ზე მეტს დაეუფლონ და შეცვალონ ინფორმაცია როგორც მოესურვებათ.

მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებული სოციალური ქსელებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, მათ ბევრი ტრანსფორმაცია მოუწევთ იმისთვის, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიქციონ, რომელთათვისაც  ცენტრალიზებული  გიგანტები უკვე ჩვეულია.