ბლოკჩეინის რა დონეები არსებობს?
ბლოკჩეინის ტექნოლოგია არის ტექნოლოგიების უნიკალური კომბინაცია, რომელიც მუშაობს ტანდემში, რათა უზრუნველყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება. ბლოკჩეინის ოპერაციების განხორციელებისთვის საჭიროა მათემატიკური გამოთვლების, კრიპტოგრაფიის, ერთრანგიანი ქსელების და გადამოწმების პროტოკოლების ერთობლივი მუშაობა.
ბლოკჩეინები იყენებენ ტრანზაქციის ავთენტიფიკაციის უნიკალურ მეთოდს მათი მრავალდონიანი არქიტექტურის წყალობით. არსებობს ოთხი დონე, რომელთაგან თითოეულს ფუნქციების საკუთარი ნაკრები გააჩნია.
დონე-0
ბლოკჩეინის ნულოვანი დონე შედგება კომპონენტებისგან, რომლებიც ბლოკჩეინს "ხორცის შესხმაში" ეხმარებიან. ესენია – ინტერნეტი, აპარატურული უზრუნველყოფა და მრავალი სხვა კავშირი. ნულოვანი დონის ბლოკჩეინი არის ბლოკჩეინის საწყისი ეტაპი, რომელიც ფუნქციონირების საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქსელებს, მაგალითად Bitcoin-ს, Ethereum-ს და მრავალ სხვას. ბლოკჩეინის დონე 0 საბაზისო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
ნულოვანი დონის ბლოკჩეინები: Polkadot, Avalanche და Cosmos.
დონე 1
პირველი დონის ბლოკჩეინები არის ბლოკჩეინები, რომლებიც ამუშავებენ და აღრიცხავენ ტრანზაქციებს შესაბამის ეკოსისტემებში. ისინი მოიცავენ ნატიურ კრიპტოვალუტას, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება საკომისიოს გადასახდელად და დამატებითი ფუნქციების უზრუნველსაყოფად. ამ სისტემას დამოუკიდებლად მუშაობა და ტრანზაქციების განხორციელება გარე დახმარების გარეშე შეუძლია.
პირველი დონის ბლოკჩეინის მაგალითებია Bitcoin, Ethereum, Cardano, Solana.
დონე 2
მეორე დონის ბლოკჩეინები არის ქსელები, რომლებიც საბაზისო დონის თავზეა განლაგებული. პირველი დონისგან განსხვავებით, რომელიც დეცენტრალიზებულ ეკოსისტემას წარმოადგენს, ბლოკჩეინის მეორე დონე გარე ინტეგრაციაა, რომელიც პირველ დონესთან კვანძების რაოდენობის და შედეგად, სისტემის გამოთვლითი შესაძლებლობების გაზრდისთვის მუშაობს. Bitcoin-ისა და Ethereum-ის მსგავს ბლოკჩეინებს, ეს ყოველწამიერად ათასობით ტრანზაქციის დამუშავებაში ეხმარება.
მსგავსი გარე ინტეგრაციისთვის გამოიყენება შემდეგი ტექნიკური გადაწყვეტილებები:
- მდგომარეობის არხები (State Channels) - ტრანზაქციების გაცვლა ბლოკჩეინის მიღმა, რის შემდეგაც შედეგი იწერება თავად ბლოკჩეინში (ჩვეულებრივ, ხორციელდება მულტიხელმოწერიანი სმარტ კონტრაქტის მეშვეობით).
- ჩადგმული ბლოკჩეინები (Nested Blockchains) - L2 ბლოკჩეინის მუშაობა (უფრო მასშტაბირებადის, მაგალითად, კონსენსუსის ნაკლებად უსაფრთხო მექანიზმის მეშვეობით) L1-ის თავზე.
- როლაპები (Roll-ups) - რამდენიმე ტრანზაქციის გაერთიანება და მათი დამუშავება L1 ქსელში.
- საიდჩეინები (Sidechains) - ჩადგმული ბლოკჩეინისა და მდგომარეობის არხის ჰიბრიდი, რომელიც დიდი რაოდენობის ტრანზაქციის დასამუშავებლად გამოიყენება.
მეორე დონის ბლოკჩეინის მაგალითებია Polygon და Optimism.
დონე 3
მესამე დონის ბლოკჩეინს ასევე "აპლიკაციის დონეს" უწოდებენ. ამ დონის ძირითადი ამოცანა DAapp-ებისა და მრავალი სხვა პროტოკოლის განლაგებაა, რომლებიც სხვა პროგრამების გამოყენების საშუალებას იძლევა. აქ ბლოკჩეინის პროტოკოლი იყოფა ორ მნიშვნელოვან ქვედონედ - გამოყენება და შესრულება. ეს ყველაზე მძლავრი გადაწყვეტილება შექმნილია კროს-ჯაჭვების შესაძლებლობების მქონე ბლოკჩეინების გასაყოფად, რომლის მიზანი ურთიერთქმედების მიღწევაა.
მესამე დონის ბლოკჩეინის მაგალითები:
• დეცენტრალიზებული კრიპტობირჟები (როგორიცაა PancakeSwap და Uniswap).
• ლიკვიდობის მართვის პროტოკოლები (მაგ. Compound და Aave).
• გადახდის მექანიზმები (Tornado Cash და ა.შ.).
განსხვავება დონეებს შორის
რა არის ბლოკჩეინის მასშტაბირება
მასშტაბირება არის ქსელის უნარი, მხარი დაუჭიროს ტრანზაქციებისა და კვანძების გაზრდილ დატვირთვას გარკვეულ ქსელში. არსებობს სისტემის ვერტიკალური (აპარატული უზრუნველყოფის გაუმჯობესების ხარჯზე) და ჰორიზონტალური (მცირე სეგმენტებზე დატვირთვის თანაბარი განაწილების ხარჯზე) მასშტაბირება. პირველი ხორციელდება ცენტრალური კვანძების სიმძლავრის გაზრდის ხარჯზე, მეორე - პროგრამული მეთოდების მეშვეობით.
ბლოკჩეინის მასშტაბირების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენს სტატიაში წაიკითხეთ.
ბლოკჩეინის სფეროში ყველაფერი სწრაფად ვითარდება. უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია აქცევს ყურადღებას ბლოკჩეინს და ნერგავს მას სხვადასხვა სფეროში, რადგან სწორედ მას შეუძლია, განსაზღვროს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მომავალი.