მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზი კრიპტოვალუტების მომავალზე

ფოტო - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზი კრიპტოვალუტების მომავალზე
კრიპტოტექნოლოგიები და ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურა თანამედროვე ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად დარჩება. მაგრამ შესაძლოა, ისინი უფრო ავტორიტეტული და პასუხისმგებელი მოთამაშეების ხელში გადავიდნენ.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) კრიპტოვალუტების მომავალი ბედი იწინასწარმეტყველა. პროგნოზი წარმოდგენილი იყო ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც დავოსში მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა.

კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი კვლავ ფინანსური სამყაროს ფავორიტებია

საბაზრო ღირებულების 2 ტრილიონი დოლარის დაკარგვის გამო, 2022 წელს კრიპტოვალუტისთვის საშინელი უწოდეს. მაგრამ კრიპტოინდუსტრიის ფინანსური ზარალი მთელი უბედურება ჯერ კიდევ არაა. მთავარი ზოგადად დარგისა და ტექნოლოგიების მიმართ ნდობის შემცირებაა. არადა მოსალოდნელი იყო, რომ კრიპტოვალუტა შეძლებდა სისტემური შეცდომების გამოსწორებას, რომლებმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი გამოიწვია.
 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მართალია სარკაზმით, ბაზარზე არსებულ ვითარებას, არა კრიპტოზამთარს, არამედ გამყინვარების პერიოდს უწოდებს. კრიპტოვალუტებით სპეკულაციების ეპოქა ყინულში სამუდამოდ არის ჩაფლული. მას პასუხისმგებლობიანი და ყოველთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ ფინანსების კამბრიული აფეთქება მოჰყვება.

ჩვენ გვირჩევენ, ყურადღებით დავაკვირდეთ, რას აკეთებენ (და არა ამბობენ) დიდი ბანკები და გლობალური ფინანსური ბაზრის მოწიფული მოთამაშეები. საუბარია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიითა და კრიპტოგრაფიით მათი ექსპერიმენტების გაგრძელებაზე. აქ გვახსენდება J.P.-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და СЕО ჯეიმი დაიმონი. თავიდან ის, როგორც ცნობილია, გათავისუფლებით ემუქრებოდა თანამშრომლებს, რომლებიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობდნენ. შემდეგ კი უცებ, J.P. Morgan კრიპტოვალუტის ბაზარზე შემოდის. ამასთან, არა მხოლოდ იწყებს ციფრული აქტივებით ვაჭრობას, არამედ უშვებს საკუთარ ტოკენს JPM Coin. J.P. Morgan სულაც არ არის ერთადერთი ფინანსური ზვიგენი, რომელიც Web3 ოკეანეს ითვისებს.
 
თავის დროზე, მსხვილი ბიზნესი ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი ხალისით არ დათანხმდა და მუშაობა კიბერუსაფრთხოებაზე დაიწყო. ნელ-ნელა, მაგრამ გარდაუვალად, „ფულის ტომრები“ კრიპტოტექნოლოგიის გამოყენებასაც მოჰკიდებენ ხელს.
კრიპტოტექნოლოგია გლობალურ ფინანსურ სამყაროში მთავარ მოქმედ პერსონაჟად რჩება
დარწმუნებულები არიან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში

გლობალისტები ბლოკჩეინზე პრეტენზიას აცხადებენ

ადამიანური სისულელე თუ კრიმინალური განზრახვა ეკონომიკის სწრაფად განვითარებად, ან დაურეგულირებელ დარგებს ყოველთვის თან ახლავს. ამასთან, ფინანსური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ყოველთვის იყო. გამომძალველი პროგრამების გლობალური თავდასხმების შემდეგ, რომლებიც e-mail-ით ხორციელდებოდა, არც ელექტრონული ფოსტა, არც ინტერნეტი ხომ არავის აუკრძალავს? 
 
აქ კი ფორუმი თხელ ყინულზე დგება და ამტკიცებს, რომ მოწინავე  ტექნოლოგიებისადმი მდგრადი მიდგომა მათი მავნე ზემოქმედების აღმოფხვრას გულისხმობს.
შესაძლოა, 2022 წელი კრიპტოტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ხელში გადაცემის სიმბოლო გახდეს
ფართოდ მიანიშნებენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში
სწორედ ასე მოხდა ".com"-ების შემთხვევაში 2000-იანი წლების დასაწყისში. მათ ინტერნეტი არ დახურეს. მათ უფრო მდგრადი კომპანიებისა და ბიზნეს მოდელების ეპოქა გახსნეს.
 
ხოლო ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებლობიან კონკურენციას უზრუნველყოფენ, 2023 წელს კრიპტობაზარზე შექმნის ვითარებას განსაზღვრავენ.

როგორ ხედავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებას?

1.  ფორუმი ცენტრალურ ბანკებს ბლოკჩეინის დანერგვის სახელმძღვანელოების შექმნაში, ტესტირებასა და მასშტაბირებაში დაეხმარა. აქცენტი ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტაზე კეთდება.
2.   ინიციატივა Redesigning Trust with Blockchain in the Supply Chain  -  მიწოდების ჯაჭვში ბლოკჩეინის დანერგვა.
3. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინანსურ სისტემებში ციფრული აქტივების გამოყენებასა და ტოკენიზაციას ტესტავს.
 
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური ორგანიზაციაა, რომლის შტაბ-ბინა შვეიცარიაში, ქალაქ კოლონიიში მდებარეობს. ის 1971 წელს გერმანელმა ინჟინერმა და ეკონომისტმა კლაუს შვაბმა დააარსა. ორგანიზაცია 5 მილიარდ დოლარზე მეტი ბრუნვის მქონე 1000 გლობალური საწარმოს შენატანებითა და სახელმწიფო სუბსიდიებით ფინანსდება. სხვათა შორის, ფორუმის საქმიანობა  შეთქმულების ბევრ თეორიას უდევს საფუძვლად. კერძოდ, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს გლობალური და დემოკრატიული ინსტიტუტების კორპორაციულ მიტაცებაში ადანაშაულებენ. ამის ნიშნებს ხედავენ ფორუმის ინიციატივებში "Great Reset" და "Global Redesign".