რას ნიშნავს „მიბმული“ კრიპტოვალუტა
მიბმული კრიპტოვალუტების ძირითადი თავისებურებები. მათი მახასიათებლები და სახეობები. სტეიბლკოინები და სად გამოიყენება ის.
ინგლისურიდან “peg” ითარგმნება როგორც მიბმა, აქედან გამომდინარეობს მნიშვნელობა "pegged cryptocurrency" - “მიბმული კრიპტოვალუტა ”. მაგრამ რასთან არის ის მიბმული? ამ შეკითხვას ჩვენ დღეს შევეცდებით პასუხი გავცეთ.
თუ ტერმინოლოგიას ჩავუღმავდებით, "pegged" კრიპტოვალუტა “floating” კრიპტოვალუტის საპირისპირო მხარესაა (ანუ იმ ვალუტის, რომელსაც ფიქსირებული ფასი არ გააჩნია და ის რაიმე აქტივთან მიბმული არ არის).
“Pegged” არის კრიპტოგრაფიით დაცული კრიპტოვალუტა, რომლის ფასი ნებისმიერ სხვა აქტივის ფასთან კორელაციაშია (მაგ. ოქროსთან ან რომელიმე ქვეყნის ნაციონალურ ვალუტასთან).
“Pegged” კრიპტოვალუტების უმეტესობა აშშ-ის დოლართან არის მიბმული. რადგანაც ის მსოფლიოს ძირითადი დომინანტი ვალუტაა. ყველა "pegged" კრიპტოვალუტას აქვს საერთო სახელი - stablecoins. მაგ. კომპანია Tether-ის სტეიბლკოინი USDT იგივე ფასს ინარჩუნებს, როგორც 1 აშშ დოლარი. მაღალი ვოლატილობის დროს მომხამრებლებს შეუძლიათ კრიპტობაზარზე საკუთარი “floating” -ტოკენები გაყიდონ (BTC, ETH, WBT) "pegged"- ტოკენებში (USDT, DAI, USTC), რომლებზეც ვოლატილობა თითქმის არ აისახება, რადგანაც მათი ფასი საბაზისო აქტივის ფასთან არის მიბმული.
სტეიბლკოინები ასევე საშუალებას აძლევს ბაზრის მონაწილეებს ინვესტიციები განახორციელონ off-chain აქტივებში (აქტივები, რომლებსაც არ აქვთ ბლოკჩეინი, მაგ. ოქრო) დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლის ფარგლებში. ასევე, სტეიბლკოინები საშუალებას აძლევს ტრეიდერებს გამოიყენონ აქტივები ერთი ბლოკჩეინის ქსელიდან მეორეში. მაგალითად, Wrapped Bitcoin (WBTC) არის ბიტკოინის სტეიბლკოინი, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ „სინთეზირებული ბიტკოინი“ უკვე Ethereum-ის ქსელში.
"Pegged" კრიპტოვალუტების ტოპ-სტეიბლკოინები. წყარო: Coinmarketcap
Pegged" კრიპტოვალუტების / სტეიბლკოინების სახეობები
- ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც ფულადი რეზერვებით არის უზრუნველყოფილი. ფიატური ვალუტები არის ეროვნული ვალუტა, რომელიც გამოშვებულია ცენტრალური ბანკების მიერ, როგორიცაა აშშ დოლარი, ბრიტანული ფუნტი და ევრო. 2022 წლის მდგომარეობით, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ფიატით მხარდაჭერილი უმსხვილესი სტეიბლკოინებია Tether, Binance USD Coin (BUSD) და USD Coin (USDC).
- კრიპტოვალუტით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
ასეთი ტოკენის ყველაზე პოპულარული ვარიანტია Wrapped Bitcoin (WBTC), ტოკენი, რომელიც წარმოადგენს ბიტკოინს Ethereum-ის ბლოკჩეინზე. შეფუთული ბიტკოინის რეზერვები ინახება საცავებში, რომლებსაც მართავს მეურვეები (დეპოზიტარი ბანკები, რომლებიც ინახავენ ფასიან ქაღალდებს და სხვა ფინანსურ აქტივებს). სხვა კრიპტო მხარდაჭერილი სტეიბლკოინები, როგორიცაა renBTC, ინახება საცავებში, რომლებიც სმარტ-კონტრაქტებით იმართება.
- სტეიბლკოინები, რომლებიც სხვა აქტივებით არის უზრუნველყოფილი
Fiat-ის ვალუტები არ არის ერთადერთი off-chain აქტივები, რომელთაც შეუძლიათ კრიპტოვალუტების მხარდაჭერა. სხვა აქტივებში შედის ოქრო (როგორიცაა Tether Gold და Paxos Gold) ან ტოკენიზებული აქციები (ტოკენები, რომლებიც მიმაგრებულია აქციებთან).
- ალგორითმული სტეიბლკოინები
ის მხარდაჭერილია სხვა კრიპტო აქტივებით, მაგრამ მათ რეზერვებთან დაკავშირებული არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, დაკავშირება განისაზღვრება სხვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პროგრამული კოდით და არა კრიპტოვალუტის საცავში პირდაპირი შენახვით. მაგალითად, სტეიბლკოინი DAI ინარჩუნებს მიმაგრებას აშშ დოლართან უზრუნველყოფილი კრედიტების ეთერიუმის, ბიტკოინის და „ფიატური“ სტეიბლკოინების (USDC, USDT და ა.შ.) სახით.
სტეიბლკოინი კრიპტოვალუტის ბაზარზე ძალზე სასარგებლო ინსტრუმენტია, მაგრამ აქაც არის გარკვეული რისკები. ალგორითმულმა ტოკენებმა შეიძლება ვერ შეინარჩუნონ თავიანთი მიმაგრება ბაზრის ჩამოშლის შემთხვევაში, ხოლო სტეიბლკოინები, რომლებსაც არ გაუვლიათ აუდიტის საკმარისი რაოდენობა, შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი მათი ემიტენტების მიერ გამოცხადებული რეზერვებით. პროექტის მინიმალურ ანალიზს შეუძლია დაგიცვათ დანაკარგებისგან, განსაკუთრებით 2022 წლის მაღალი ვოლატილობის პერიოდში