ონჩეინ-ანალიზი აქტივის შესასწავლად განკუთვნილი შედარებით ახალგაზრდა მეთოდიკაა, რომელიც კრიპტოვალუტებთან ერთად გამოჩნდა. ონჩეინ-ანალიზი მონეტის ბლოკჩეინზე ჩაწერილი მონაცემების გამოყენებით, მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ ანალიზს შეუძლია, აქტივის ფასის მომავალი მოძრაობის პროგნოზირებას დაეხმაროს, გამოცდილმა ტრეიდერებმა იციან, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მონეტის ონჩეინ-მაჩვენებლების ნახვა ურიგო არ იქნება. ესაა:
● ინფორმაცია დასრულებული ტრანზაქციების შესახებ;
● გადარიცხული სახსრების ოდენობა;
● საფულეების მისამართები;
● საკომისიოს ოდენობა;
● თანხის ოდენობა და მათი განაწილება მისამართებზე.
ვინაიდან ბლოკჩეინზე ინფორმაციის შეცვლა, ან წაშლა შეუძლებელია, მასში განხორციელებული ყველა ტრანზაქცია რეესტრში სამუდამოდ რჩება.
ვინაიდან ბლოკჩეინზე ინფორმაციის შეცვლა, ან წაშლა შეუძლებელია, მასში განხორციელებული ყველა ტრანზაქცია რეესტრში სამუდამოდ რჩება.
ოფჩეინ-მონაცემები ტრანზაქციებია, რომლებიც ქსელის გარეთ ხდება. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბლოკჩეინზე ჩაწერილი არ არის. ოფჩეინ მეთოდი მონაცემთა შენახვას ტრადიციულ სერვერებზე მოიცავს. ოფჩეინ-მონაცემები მესამე მხარის მიერ მუშავდება, ამიტომ ამ ინფორმაციის მოპოვება უფრო რთულია, რადგან ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ონჩეინ-ანალიზი ტრანზაქციის ისტორიის, ჰეშრეიტისა და ბლოკჩეინის სხვა დეტალების შესწავლის გზით, კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესი არის. ის ასევე ბაზრის განწყობის ანალიზსა და მსხვილი მოთამაშეების ქმედებების მონიტორინგს მოიცავს.
ონჩეინ-ანალიზის რამდენიმე ინსტრუმენტი განვიხილოთ, რომლებიც ფასის შემდგომი მოძრაობის უფრო ზუსტად პროგნოზირებაში დაგეხმარებათ.
1. აქტიური მისამართების რაოდენობა
მისამართი აქტიური ხდება, როგორც კი ის წარმატებულ ტრანზაქციაში გამგზავნის, ან მიმღების სახით იღებს მონაწილეობას. აქტიური მისამართების რაოდენობა კარგი ინდიკატორია, რომელიც ქსელის აქტიური მომხმარებლების რაოდენობას აჩვენებს.
ეს პროექტის ფუნქციონირებაზე მდგრადი მოთხოვნისა და ასევე იმის მაჩვენებელია, რამდენად ხშირად იყენებენ ადამიანები ამ კრიპტოვალუტას.
2. MVRV ინდიკატორი
ეს ინდიკატორი აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციის მის რეალიზებულ კაპიტალიზაციასთან თანაფარდობას აჩვენებს. მას ბაზრის მიმდინარე სიტუაციის დასადგენად იყენებენ. MVRV-ს დახმარებით შესაძლებელია ინვესტორების საშუალო მოგების, ან ზარალი განსაზღვრა, რომლებმაც აქტივში სახსრები ჩადეს.
თუ MVRV 3.7-ის ნიშნულზე, ან უფრო მაღლა არის, ბაზარი, დიდი ალბათობით, ფასის პიკთან ახლოს იმყოფება. 1-ზე დაბალი მაჩვენებელი იმაზე მიანიშნებს, რომ აქტივი ფსკერზე ივაჭრება.
3. ჰეშრეიტი
ჰაშრეიტი მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრეა, რომელიც მაინინგისა და PoW ბლოკჩეინებზე ტრანზაქციების დასადასტურებლად გამოიყენება.
ჰეშრეიტი მნიშვნელოვანი მეტრიკაა, რომელიც ბლოკჩეინის უსაფრთხოებისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა. ჰეშრეიტი იზრდება იმ პერიოდში, როდესაც ქსელს მაინერების დიდი რაოდენობა უერთდება. რაც უფრო დიდია ჰეშრეიტი, მით უფრო რთულია ქსელზე შეტევა. ამრიგად, მაღალი ჰეშრეიტი ჰაკერებისგან საიმედო დაცვის მაჩვენებელია.
მეორეს მხრივ, შემცირების ტენდენციის მქონე ჰეშრეიტი ნიშნავს, რომ მაინერები საკუთარ სიმძლავრეებს თიშავენ. ეს ქსელს ასუსტებს და მას უფრო მოწყვლადს ხდის.
სერვისები ონჩეინ-ანალიზისთვის
ბაზარზე ბევრი პოპულარული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს სისტემატიზებულ ონჩეინ-მონაცემებზე წვდომას სთავაზობს.
1. Glassnode
Glassnode სერვისია, რომელიც, სხვადასხვა ინდიკატორის გამოყენებით, ბაზრის მონიტორინგს ეხმარება. ის საზოგადოებაში კრიპტოვალუტის ანალიზის რეგულარული გამოქვეყნების წყალობითაა პოპულარული.
პლატფორმა მისამართის აქტივობის, ბალანსის, ზრდის, შემოთავაზებისა და გრძელვადიანი ჰოლდერების შესახებ ინფორმაციის ლაივ-რეჟიმში დათვალიერების საშუალებას იძლევა. Glassnode-ის გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი, მაგრამ პრემიუმ ფუნქციებზე წვდომისთვის თვეში $39-დან (სტანდარტული პაკეტისთვის) $799-მდე (პროფესიონალური პაკეტისთვის) ოდენობის გადახდა მოგიწევთ.
Glassnode-ის ფასები. წყარო: glassnode.com.
Glassnode-ის თავისებურებები:
● სხვადასხვა კრიპტოვალუტის ონჩეინ-ინდიკატორების დიდი რაოდენობა;
● სხვადასხვა კრიპტოვალუტის ონჩეინ-ინდიკატორების დიდი რაოდენობა;
● Tradingview-ის ინტეგრაცია;
● ინსტრუმენტების გასაგები ინტერფეისის მქონე პანელი, რომლის კონფიგურაციაა შესაძლებელი;
● ინსტრუმენტების გასაგები ინტერფეისის მქონე პანელი, რომლის კონფიგურაციაა შესაძლებელი;
● 200-ზე მეტი მეტრიკა და ინდიკატორი.
2. Nansen
Nansen ონჩეინ-ანალიზის პოპულარული პლატფორმაა, რომელიც ბლოკჩეინ Ethereum-ზეა ორიენტირებული. მისი გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი, მაგრამ გაფართოებულ ფუნქციონალზე წვდომა ტრეიდერს თვეში $100-დან (სტანდარტული პაკეტისთვის) $2000-მდე (Alpha პაკეტისთვის) დაუჯდება.
Nansen-ის ფასები. წყარო: nansen.ai
Nansen-ის თავისებურებები
● NFT-ის, DeFi-სა და DAO-ს ანალიზის შესაძლებლობების მქონე ინსტრუმენტების პანელები;
● რეგულარული ანგარიშები ბაზრის ტრენდების შესახებ;
● კრიპტოვალუტის გრაფიკებზე გრაფიკული პატერნების გამოვლენის ფუნქცია.
● NFT-ის, DeFi-სა და DAO-ს ანალიზის შესაძლებლობების მქონე ინსტრუმენტების პანელები;
● რეგულარული ანგარიშები ბაზრის ტრენდების შესახებ;
● კრიპტოვალუტის გრაფიკებზე გრაფიკული პატერნების გამოვლენის ფუნქცია.
3. Santiment
ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტია, რომელიც ტრეიდერებს მონაცემთა შეგროვების შრომატევად პროცესს უადვილებს. Santiment თავისი საინფორმაციო ბიულეტენებითაა ცნობილი, რომლებსაც ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლები იღებენ. ეს მიმდინარე სიტუაციის მიმოხილვები და ბაზარზე მსხვილი მოძრაობების შესახებ ანგარიშებია. Santiment-ის ტარიფები თვეში $49-დან $160-მდე დიაპაზონშია ხელმისაწვდომი.
Santiment-ის ფასები. წყარო: satiment.net
Santiment-ის თავისებურებები:
● სოციალურ ქსელებში არსებული ტრენდების ანალიზი;
● ანგარიშები ინვესტორთა ქცევის შესახებ;
● ინსტრუმენტების პერსონალიზებული პანელები;
● ონჩეინ-მეტრიკების დიდი რაოდენობა.
ონჩეინ-ანალიზი ტრეიდერებს უფრო სრული მონაცემების მიღების შესაძლებლობასა და მათზე დაყრდნობით აწონ-დაწონილი სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. ის პროექტის პერსპექტივების უკეთ შეფასებაში ეხმარება. ამიტომ, ონჩეინ-ანალიზის უნარი როგორც დეიტრეიდერებისთვის, ასევე გრძელვადიანი ინვესტორებისთვისაც სასარგებლოა.
● სოციალურ ქსელებში არსებული ტრენდების ანალიზი;
● ანგარიშები ინვესტორთა ქცევის შესახებ;
● ინსტრუმენტების პერსონალიზებული პანელები;
● ონჩეინ-მეტრიკების დიდი რაოდენობა.
ონჩეინ-ანალიზი ტრეიდერებს უფრო სრული მონაცემების მიღების შესაძლებლობასა და მათზე დაყრდნობით აწონ-დაწონილი სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. ის პროექტის პერსპექტივების უკეთ შეფასებაში ეხმარება. ამიტომ, ონჩეინ-ანალიზის უნარი როგორც დეიტრეიდერებისთვის, ასევე გრძელვადიანი ინვესტორებისთვისაც სასარგებლოა.