რა არის პროქსი და რისთვის გამოიყენება?

icon FOR
ფოტო - რა არის პროქსი და რისთვის გამოიყენება?
პროქსი გამოიყენება პროვაიდერის და მომხმარებლის პირადი ადგილმდებარეობის დაშიფვრისთვის. მაგრამ პროქსის ტიპის მიხედვით, სხვა მიზნების მიღწევაც შესაძლებელია. რა „შეუძლია“ პროქსის და როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი?

ანონიმურობის შენარჩუნება: რა „შეუძლია“ პროქსის და რისთვის იყენებენ მას

პროქსი არის დამატებითი რგოლი ინტერნეტსა და მომხმარებელს შორის IP მისამართის ანონიმურობის შესანარჩუნებლად. პროქსის საშუალებით, ყველა მოთხოვნა, რომელიც ინტერნეტში იგზავნება, ჯერ თქვენს კომპიუტერში გადის, შემდეგ ის თქვენს IP მისამართს ცვლის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მოთხოვნის შესრულება. ამგვარადაა დაშიფრული, თქვენი პროვაიდერის და თქვენი პირადი ადგილსამყოფელი.

კრიპტო წრეებში პროქსი გამოიყენება პროექტების ანტიფროდის (ბოტებისგან დაცვის) სისტემის გვერდის ავლით, ბოროტად გამოყენებისა და ამ ქმედებებიდან ფინანსური სარგებლის მისაღებად.

აბიუზი (ინგლ. Abuse -  ბოროტად გამოყენება)  არის ხარვეზების, შეცდომების გამოყენება ან გარკვეული წესების გვერდის ავლა. ამ ტერმინით კრიპტოში აღნიშნავენ ინსტრუმენტს დამატებითი რეფერალების შესაქმნელად  და რეფერალური პროგრამებიდან, კრიპტობირჟების აქციებიდან ან კრიპტოპროექტებიდან ჯილდოს მისაღებად, რეალური და აქტიური მომხმარებლების მიზიდვის გარეშე.

სათანადო გამოყენების შემთხვევაში, აბიუზი  საშუალებას გაძლევთ გვერდი აუაროთ პრომოაქციების წესებს და ჯილდოს მისაღებად  ერთი და იგივე  პირისთვის რამდენიმე ანგარიში შექმნათ.

რა ტიპის პროქსი უნდა აირჩიოთ?

IP მისამართის ტიპის მიხედვით, პროქსი იყოფა:

  1. ჩვეულებრივი – სტატიკური IP-მისამართი.
  2.  დინამიური - IP-მისამართი მუდმივად იცვლება.

დინამიკური პროქსი უფრო ძვირია, მაგრამ უნივერსალურია გამოყენებისთვის.

სხვადასხვა პროქსი განსხვავდება ხარისხითაც:

  •  საერთო - იყენებს ერთსა და იმავე მისამართის მქონე მომხმარებელთა დიდ რაოდენობას, ეს პროქსი შეიძლება გაიცემოდეს უფასოდ ფუნქციონალის ტესტირებისთვის ან კაპიკებად.

  • კერძო  - გაიცემა  1-2 მომხმარებლისთვის, ბევრად ძვირი ღირს, მაგრამ ერთი და იგივე მიზნით გამოყენების ალბათობა ძალიან მცირეა.

  • უნიკალური - მხოლოდ 1 მომხმარებელს ეძლევა, ისინი ძვირია, მაგრამ გამოყენებისას ბანის  ალბათობა 0-ს უტოლდება. 

პროქსის თითოეულ ტიპს აქვს საკუთარი დანიშნულება. საერთო -  ძირითადად გამოიყენება სოციალური მედიის აქტივობის გასაზრდელად. კერძო და უნიკალური - ყველაზე ხშირად ფულადი აქციებისთვის, სადაც გჭირდებათ დეპოზიტის განთავსება, სავაჭრო ბრუნვის ჩატარება.

პროქსის ფასები


პროქსის ღირებულება დამოკიდებულია მის ხარისხზე, მიზნებსა და შესაძლო IP მისამართების რაოდენობაზე.

  • საერთო  -  თვეში 0.02$. ძირითადად იყიდება პაკეტებით 100-1000 ცალობით.
  • კერძო და უნიკალური -  თვეში  5-10$.

* მოცემულია საშუალო ფასი უცხოური ბაზრების მიხედვით.

არსებობს უამრავი საიტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ფუნქციების  მქონე   პროქსი. ასეთი მარკეტების უმეტესობა უცხოურია, რადგან მომხმარებლების აუდიტორია იქ გაცილებით დიდია. პროქსის ოპტიმალური  ვარიანტის შესარჩევად, განსაზღვრეთ რა ამოცანები უნდა შეასრულოთ და გათვალეთ ბიუჯეტი.