რა არის ფინანსური ლევერიჯი კრიპტოვალუტაში?

ფოტო - რა არის ფინანსური ლევერიჯი კრიპტოვალუტაში?
ნებისმიერი ფინანსური მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი სტრატეგია. როგორც მინიმუმ, თქვენ უნდა იცოდეთ რა და როდის იყიდოთ ან გაყიდოთ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი საწყისი კაპიტალი.
ლოგიკა მარტივია - რაც უფრო დიდია გარიგების ზომა, მით მეტია მოგება. აქედან გამომდინარე, არსებობს ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი ინსტრუმენტი - ფინანსური ლვერიჯი. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენს მიერ  მართული ფინანსების საერთო ოდენობა.

ფინანსური ლევერიჯი არის ტრეიდერის საწყისი პოზიციის თანაფარდობა იმ სახსრების მთლიან რაოდენობასთან, რომლითაც ის ვაჭრობას გეგმავს სესხის მიღების შემდეგ. ფინანსური ლევერიჯით ვაჭრობა არის მარჟინალური ვაჭრობის სახეობა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დროებით გამოიყენოთ ბევრად მეტი კაპიტალი, ვიდრე იმ მომენტში გაქვთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საწყის თანხაზე და თავად ფინანსური ლევერიჯის ოდენობაზე.

ფინანსური ლევერიჯით ვაჭრობა საშუალებას გაძლევთ გახსნათ როგორც შორტ (მოკლე), ისე ლონგ  (გრძელი) კონტრაქტები. ლომგ პოზიცია გათვლილია მონეტის ზრდაზე, შორტი - მისი ფასის კლებაზე. სავაჭრო მოედნების  უმეტესობა გთავაზობთ ლევერიჯს  1:2-დან 1:500-მდე. ამ მაჩვენებელს ეწოდება ფინანსური ლევერიჯის სიდიდე. ის აჩვენებს რამდენჯერ იზრდება თქვენი საწყისი კაპიტალი. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ არ ხდებით ამ ფულის სრულუფლებიანი მფლობელი.

მაგალითად, გსურთ გახსნათ ლონგ პოზიცია 1000 დოლარზე. ამისათვის თქვენ უნდა შეიტანოთ $100 და გამოიყენოთ 1:10 ფინანსური ლევერიჯი. თქვენს მიერ ჩადებული თანხა არის გირავნობა (მარჟა) და გარიგების გაუქმების შემთხვევაში მას ბირჟა იტოვებს. გირაოს ოდენობა დამოკიდებულია ფინანსური ლევერიჯის ოდენობაზე და მთლიან თანხაზე, რომლის გამოყენებაც გსურთ. მოგება აღნიშნული ოპერაციიდან, საკომისიოს გამოკლებით,  თქვენ გრჩებათ.

ფინანსური ლევერიჯის ზომა გავლენას ახდენს როგორც მოგების ზრდაზე, ასევე ზარალის ოდენობაზე. მაღალი ფინანსური ლევერიჯის  შემთხვევაში, ტოკენის ფასის ცვლილებამ თუნდაც რამდენიმე პროცენტით შეიძლება დიდი ზარალი გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, ტრეიდერი იღებს მარჟის ქოლს (ზარს) - ეს არის შეტყობინება, რომ თქვენი პოზიცია ზარალს განიცდის. გარიგების გაუქმების თავიდან ასაცილებლად,  გირაოს ოდენობის გაზრდა მოგიწევთ.

მაგალითად, თუ თქვენ გსურთ მოიგოთ მონეტის ზრდაზე 100 დოლარის გადახდით და 1:100 ფინანსური ლევერიჯის გამოყენებით. თქვენ უკვე გაქვთ $10,000. თუ მონეტის ფასი 1%-ით დაეცემა (რაც არის გირაოს ოდენობა), ბირჟა გარიგებას გააუქმებს და მარჟას დაიტოვებს.

გამოცდილი ტრეიდერები არ ურჩევენ ახალბედებს დიდი ფინანსური ლევერიჯის გამოყენებას და ზოგიერთ ბირჟას აქვს ახალი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური ფინანსური ლევერიჯის  ლიმიტი.

ფინანსური ლევერუჯით ვაჭრობა შესანიშნავი ინსტრუმენტია კაპიტალის გაზრდისთვის, მაგრამ მხოლოდ მარჯვე ხელებში. აუცილებელია ბაზრის არასტაბილური ქცევის გათვალისწინება და გარიგების გასახსნელად სწორი პირობების შერჩევა. სწორი ფინანსური ლევერიჯის მქონე რამდენიმე ტრეიდსაც  კი შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი მოგება. მაგრამ არ დაივიწყოთ რისკის შესახებ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე თანხით იმისთვის, რომ „გაიწაფოთ“ და გარკვეული დროის შემდეგ  უფრო მაღალი მოცულობით ვაჭრობაზე გადახვიდეთ.