კრიპტოთაღლითობა და Meta? ცუკერბერგი კვლავ უსიამოვნებაში მოხვდა

ფოტო - კრიპტოთაღლითობა და Meta? ცუკერბერგი კვლავ უსიამოვნებაში მოხვდა
მარკ ცუკერბერგი სკანდალებს და პრობლემებს უკვე მიეჩვია. პრობლემები არც მის კომპანიას, Meta - ს უვლის გვერდს.
Washington Post-ის ინფორმაციით, დემოკრატმა სენატორებმა რობერტ მენენდესმა, შეროდ ბრაუნმა, ელისაბედ უორენმა, დაიან ფაინშტეინმა, ბერნი სანდერსმა და კორი ბუკერმა მოითხოვეს ცუკერბერგისგან დამატებითი ზომების მიღება კრიპტოვალუტის თაღლითობის გამოსავლენად და სამართალდამცავებთან კოორდინაციაში მოქმედება, რათა დაეხმაროს თაღლითობის შედეგად დაზარალებულებს.

ისინი ასევე სთხოვენ მას დეტალურ მიმოხილვას  Meta - ს პოლიტიკის შესახებ კრიპტოვალუტის თაღლითობის საკითხებში.

„სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე და აპლიკაციებზე თაღლითობის ბოლოდროინდელი ცნობებიდან გამომდინარე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ Meta არის ნაყოფიერი ნიადაგი კრიპტოვალუტის თაღლითობისთვის, რომელიც მომხმარებლებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს“, - წერს სენატორტა ჯგუფი სენატორ რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით, (D.C., D.C. შტატი New Jersey) წერილში, რომელიც ექსკლუზიურად გადასცეს The Technology 202-ს.

მათ ასევე მოჰყავთ FTC ივნისის ანგარიში, რომელშიც აღწერილია სოციალური მედია, როგორც კრიპტოვალუტის თაღლითობის გამრავლების კერა. ამ ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს 1 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტის თაღლითობის დაახლოებით ნახევარი (რომელთა უმეტესობა ინვესტიციებთან იყო დაკავშირებული) სოციალური ქსელების პლატფორმებზე მოხდა:
სოციალური მედიის თაღლითობის შედეგად დაკარგული ყოველი ათი დოლარიდან თითქმის ოთხი მოდიოდა კრიპტოვალუტებზე, რაც ბევრად მეტია, ვიდრე გადახდის სხვა საშუალებებთან დაკავშირებით. ამ ანგარიშებში მითითებული ძირითადი პლატფორმები იყო Instagram (32%), Facebook (26%), WhatsApp (9%) და Telegram (7%)
წერია დოკუმენტში
სენატორები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით,  რომ Meta-მ თავისი მომხმარებლები გააფრთხილოს არა მარტო ინგლისურად, არამედ სხვა ენებზეც, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა აუდიტორიას ესმის პოტენციური რისკების შესახებ. კანონმდებლებმა ცუკერბერგს მოსთხოვეს პასუხი არაუგვიანეს 24 ოქტომბრისა.

მანამდე Gagarin News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Meta აპირებს საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვებას და მომხმარებელს მარკ ცუკერბერგის ვირტუალურ ტანსაცმელს სთავაზობს.