რა არის dYdX? პლატფორმის მიმოხილვა

icon ETH
icon DYDX
ფოტო - რა არის dYdX? პლატფორმის მიმოხილვა
dYdX – დეცენტრალიზებული ბირჟაა ბლოკჩეინზე Ethereum, იმავე სახელის მქონე მართვის ტოკენით.
dYdX არ არის ჩვეულებრივი DEX–ბირჟა. პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ივაჭრონ დერივატივებით (ფიუჩერსებით) ნებისმიერ ხელმისაწვდომ კრიპტოვალუტაზე მარჟისა და ლევერიჯის  გამოყენებით. ამავდროულად, არ არის საჭირო KYC-ის გავლა, როგორც ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებზე. საკმარისია დააკავშიროთ საკუთარი საფულე (მაგალითად, Metamask ან Trust), გაიაროთ ავტორიზაცია ელექტრონული ფოსტით და დაიწყოთ ვაჭრობა.

dYdX-ის გაშვება 2021 წელს მოხდა. პროექტის ინვესტორები იყვნენ A16Z, Spartan, Polychain და სხვა ცნობილი საინვესტიციო ფონდები. საინტერესოა, რომ ლისტინგის დაწყებამდე პროექტმა დიდი რეტროდროპი დაურიგა ადრეულ მომხმარებლებს. ტრეიდერებმა, რომლებმაც dYdX-ზე საკომისიოზე დახარჯეს $200-300, მიიღეს $30-50K პროექტის ტოკენში 8 სექტემბერს ლისტინგის დროისთვის.
dYdX–ის დამფინანსებელი საინვესტიოციო ფონდები

dYdX–ის დამფინანსებელი საინვესტიოციო ფონდები

საფულის მიერთების შემდეგ აუცილებელია რამდენიმე ციფრული ხელმოწერის გაკეთება, რათა საცავი ბირჟასთან სინქრონიზდეს. ამის შემდეგ, თქვენ უნდა შეიტანოთ კრიპტოვალუტა ვაჭრობისთვის. ეს შეიძლება იყოს სტეიბლკოინები USDC, USDT, ან Ethereum, DAI, MATIC და UNI.

შიდა ფუნქციების ნაკრები  ბევრ კრიპტობირჟას წააგავს. აქ არის მონეტების სქემა, შეკვეთების წიგნი, სავაჭრო პოზიციების დეტალები და ტრეიდერის საკუთარი გარიგებები. შეკვეთებიდან ყველა ტიპის განაცხადია ხელმისაწვდომი, მაგალითად,როგორიცაა Limit, Stop Limit, Trailing-Stop და Take-Profit.

"პორტფოლიოს" სვეტში შეგიძლიათ გაეცნოთ ღია გარიგებებს და ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომ კრიპტოვალუტას. სიაში შემდეგია ჯილდოს ბლოკები, სამუშაო პროფილის პარამეტრები, შეჯიბრებები და ტურნირები, საიტის მართვა DAO-ს მეშვეობით და დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტაცია, სტატისტიკური გრაფიკები, სოციალური ქსელები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მხარდაჭერის სერვისი.
dYdX–ის სამუშაო ტერმინალი

dYdX–ის სამუშაო ტერმინალი

ბლოკჩეინს Ethereum ტრანზაქციებისთვის საკმაოდ მაღალი საკომისიოები აქვს. dYdX უნიკალური მექანიზმის  StarkWare ბაზაზე მუშაობს,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქსელის საკომისიოს გარეშე ვაჭრობა  (თავად ბირჟის ხარჯების გამოკლებით). 

ტექნიკურად, dYdX ბლოკჩეინის  Ethereum  Layer 2–ზე ფუნქციონირებს. StarkWare უზრუნველჰყოფს დაბალ,ხანდახან კი ნულოვან საკომისიოსაც კი, ისე,რომ ეს არ ხდება კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების  ხარჯზე. არ არის ყოველი ტრანზაქციისთვის მაინერებისთვის ფულის გადახდის საჭიროება,გარიგებები მომენტალურად სრულდება და ბლოკჩეინში „უკანა რიცხვით“ დასტურდება რამდენიმე საათის განმავლობაში.  
dYdX–ის  StarkWare–ზე  მუშაობის თავისებურება

dYdX–ის StarkWare–ზე მუშაობის თავისებურება

StarkWare მალე თავის ტოკენს  STARK გამოუშვებს,რომლის  ემისიის ნაწილსაც часть dYdX–ის მომხმარებლები მიიღებენ რეტროსპექტიული დროპის ფარგლებში.

მიუხედავად საკმაოდ კომფორტული მუშაობისა, dYdX–მა მაინც დაიწყო საკუთარი ბლოკჩეინის dYdX V4 შექმნა, პროტოკოლის Tendermint PoS ბაზაზე Cosmos SDK–ის გამოყენების შესაძლებლობით. ეს შესაძლებელს გახდის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორდერების წიგნისა და შედარების მექანიზმის შექმნას,რომლის მასშტაბირებაც იქნება შესაძლებელი ორდერების რაოდენობისა და გამტარუნარიანობის გასაზრდელად.

dYdX–ის ნატიური ტოკენი  ვაჭრობს ბირჟებზე Gate, WhiteBIT, FTX, Huobi და მრავალ სხვა დიდ პლატფორმაზე. მონეტების ჰოლდერები იღებენ შესაძლებლობას შემცირებული საკომისიოებით ივაჭრონ, მოახდინონ  dYdX–ის სტეიკინგი წლიური 13%–ით, და ასევე მართონ პროტოკოლი და მისცენ ხმა DAO–ს შემადგენლობაში ცვლილებებს. ყველაზე აქტიური ტრეიდერები რეგულარულად იყოფენ საპრიზო პულს,რომელიც გამოყოფილია ტოკენების ჰოლდერებისთვის დამატებითი წახალისების სახით.

dYdX–ის აქტუალური ღირებულებაა  $1,6. საბაზრო კაპიტალიზაცია – $220 მილიონი, რაც პროექტს კრიპტოვალუტებისა და ტოკენების რეიტინგში     161-ე ადგილს ანიჭებს  Coingecko–ს მიხედვით.
dYdX–ის ფასის დინამიკა (Coinmarketcap)

dYdX–ის ფასის დინამიკა (Coinmarketcap)