Ethereum. ბლოკჩეინის და სმარტ-კონტრაქტების ტექნოლოგიის მიმოხილვა

icon ETH
icon FOR
ფოტო - Ethereum. ბლოკჩეინის და სმარტ-კონტრაქტების ტექნოლოგიის მიმოხილვა
Ethereum — სმარტ-კონტრქტების ბაზაზე აგებული ყველაზე დიდი და ძველი ბლოკჩეინ-პლატფორმაა დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის.
Bitcoin-სგან Ethereum-ს სმარტ-კონტრაქტების არსებობა გამოარჩევს, რაც ტრანზაქციების ავტომატიზაციის და მათი უსაფრთხოების დაცვის საშუალებას იძლევა. კონტრაქტებს შეიძლება ჰქონდეს რთული ლოგიკა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციების მქონე აპლიკაციების შექმნის საშუალებას იძლევა. Ethereum-ი გახდა პირველი კრიპტოვალუტა, რომელშიც პროგრამირების ენა Solidity იქნა გამოყენებული. სწორედ ეს ენა უდევს საფუძვლად EVM-ის(Ethereum Virtual Machine) ბაზაზე შექმნილი კრიპტოვალუტური ქსელების უმრავლესობას.

ამ სტატიაში ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ ბლოკჩეინს Ethereum, რათა შევისწავლოთ მისი თავისებურებები და გავლენა, რომელიც მან მთლიანობაში მოახდინა კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაზე.

შექმნის ისტორია

2013 წელს, ახალგაზრდა კანადადელ კრიპტოგრაფს, ვიტალიკ ბუტერინს მოუვიდა იდეა შეექმნა პლატფორმა, რომელიც Bitcoin-ზე უფრო მოქნილი და მასშტაბირებადი იქნებოდა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული სხვადასხვა აპლიკაციის შექმნის საშუალებას უზრუნველყოფდა.

2014 წლის იანვარში ვიტალიკმა გამოაქვეყნა "Whitepaper" - დოკუმენტი, რომელიც აღწერდა Ethereum-ის ტექნიკურ დეტალებსა და ფილოსოფიას. პარალელურად ვიტალიკი აგროვებდა დეველოპერთა გუნდს და  პროექტის დასაწყებად დაფინანსების წყაროებს ეძებდა.
ვიტალიკ ბუტერინი (Vitalik Buterin) Ethereum-ის კრიპტოვალუტის შემქმნელი

ვიტალიკ ბუტერინი (Vitalik Buterin) Ethereum-ის კრიპტოვალუტის შემქმნელი

Mainnet Ethereum 2015 წელს ამოქმედდა. სწორედ მაშინ პლატფორმაზე განხორციელდა პირველი სმარტ-კონტრაქტები და დეველოპერებმა  სხვადასხვა აპლიკაციის შესაქმნელად Ethereum-ის აქტიური გამოყენება დაიწყეს.

პროექტის დაფინანსება

2014 წელს Ethereum-ი ფინანსდებოდა Initial Coin Offering (ICO)-ს მეშვეობით. თვის განმავლობაში, 12 ივლისიდან 15 აგვისტომდე, Ethereum-ის პლატფორმამ მოიზიდა სახსრები რამდენიმე ინვესტორისგან. საერთო ჯამში, ICO პროცესის დროს შეგროვდა 31,5 ათასი ბიტკოინი. იმ დროისთვის ის დაახლოებით 18 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა. შეგროვებულმა თანხებმა საშუალება მისცა Ethereum-ის გუნდს განეხორციელებინა პროექტი და დაეწყო მისი შემუშავება.

Ethereum-ის დაფინანსების სხვა წყაროები მოიცავს სასპონსორო შენატანებს სხვადასხვა კომპანიებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც პლატფორმას თავიანთი აპლიკაციებისა და სმარტ-კონტრაქტების შესამუშავებლად იყენებენ. ასევე 2020 წელს, Ethereum-მა აამოქმედა Ethereum Foundation Grants Program, რომელიც გრანტებს აძლევს იმ დეველოპერებსა და პროექტებს, რომლებიც Ethereum-ის პლატფორმას იყენებენ.
Ethereum Foundation-ის საინვესტიციო აქტივობის დეტალები  (Crunchbase)

Ethereum Foundation-ის საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)

სმარტ-კონტრაქტების ტექნოლოგია. DeFi-ის შექმნა

სმარტ-კონტრაქტები არის Ethereum-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ მხარეთა შორის დადებული შეთანხმების შესრულების ავტომატიზაცია. სმარტ-კონტრაქტები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სხვადასხვა სახის ფინანსური ოპერაციები, მათ შორის:

● კრიპტოვალუტის ან ტოკენების გადაცემა მესამე მხარის ჩარევის გარეშე;

●  ახალი ტოკენების პროგრამირება და შექმნა;

● დეცენტარლიზებული აპლიკაციების ამოქმედება, რომლებიც ავტომატიზირებული ალგორითმებით მუშაობს;

● ციფრული აქტივების მართვა.

სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით შეიქმნა DeFi, დეცენტრალიზებული ფინანსური ინფრასტრუქტურა. მანამდე სავაჭრო ოპერაციების განხორციელება მხოლოდ ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებზე (CEX) იყო შესაძლებელი. ეს მოითხოვდა წინასწარ რეგისტრაციას, ვერიფიკაციას და ანგარიშის შევსებას მესამე მხარის პლატფორმის საშუალებით. DeFi გთავაზობთ ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შუამავლების სახით ბანკების, ბირჟების ან სხვა ინსტიტუტების ჩართვის გარეშე.

ამის ნაცვლად DeFi-ს მთავარი ატრიბუტი გახდა დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX), სადაც ხდება კრიპტოვალუტებითა და ტოკენებით ვაჭრობა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პლატფორმები თქვენი საკუთარი საფულის მეშვეობით, ამისთვის, უბრალოდ, აპლიკაციასთან დაკავშირება დაგჭირდებათ. საკომისიოს გადასახდელად  თავად ბლოკჩეინის კრიპტოვალუტა გამოიყენება.
სავაჭრო მოცულობის მიხედვით უმსხვილესი დეცენტრალიზებული ბირჟები  (CoinMarketCap)

სავაჭრო მოცულობის მიხედვით უმსხვილესი დეცენტრალიზებული ბირჟები (CoinMarketCap)

ასევე ძალიან პოპულარული გახდა კრიპტოვალუტური დაკრედიტების პროტოკოლები (Lending and Borrowing protocols), სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისესხონ ან გაასესხონ კრიპტოვალუტა, ასევე ტოკენების სტეიკინგის და მაინინგის პროტოკოლები. 

Proof-of-Work-დან Proof-of-Stake-ზე გადასვლა

საჯარო რელიზის მომენტისთვის, Ethereum ბლოკჩეინი  Proof-of-Work კონსენსუსის ალგორითმზე ამოქმედდა. თუმცა, პლატფორმის ფუნქციონირების გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვიტალიკ ბუტერინი მივიდა დასკვნამდე, რომ PoW ძალზე ენერგოხარჯიანი, არაეკოლოგიური და მასშტაბირებისთვის რთული ალგორითმია.

ქსელის მომზადება PoS-ზე (Proof-of-Stake) გადასასვლელად  2020 წელს დაიწყო, ხოლო საბოლოო გადასვლა  2022 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა. განახლებას ერქვა The Merge (შერწყმა). ამ მომენტიდან ბლოკჩეინი ფუნქციონირებს ვალიდატორების წყალობით, ხოლო  პულში მინიმალური სტეიკის მოცულობა არის 32 ETH.

ETH მაინერები სხვა კრიპტოვალუტებზე გადავიდნენ, რომელთა მოპოვება ჯერ კიდევ შესაძლებელია ვიდეო ბარათებზე (BTC-ის მაინინგი ამ მოწყობილობებზე მოგებას არ მოიტანს). ამ მონეტებში შედის Dogecoin, Litecoin, Ethereum Classic და Ravencoin.

კრიპტოვალუტა ETH

ბლოკჩეინ Ethereum-ის მთავარი აქტივი არის მონეტა ETH. კრიპტოვალუტა გამოიყენება ქსელში საკომისიოს გადასახდელად  (მათ შორის მთელ DeFi სექტორში), სტეიკინგზე ფულის გამომუშავებისთვის და ტრანზაქციების ვალიდაციისთვის.

 ეს არის  ETH მონეტის ძირითადი მახასიათებლები:

■ საბაზრო კაპიტალიზაცია – $213 მლრდ;

■ მაქსიმალური ემისია - შეუზღუდავი;

■ სულ მიმოქცევაში  –  ETH-ის  122 373 866 მონეტა ;

■ დღე-ღამეში ვაჭრობის საშუალო მოცულობა  – $9.2 მლრდ;

■ მაქსიმალური ფასი  – $4640;

■ მინიმალური ფასი – $0.9.

Ethereum არის კაპიტალიზაციის მიხედვით  მეორე კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მონეტის ემისია შეზღუდული არ არის, 2021 წელს მოხდა EIP-1559 განახლების ინტეგრირება, რამაც შესაძლებელი გახადა თითოეულ  ტრანზაქციაზე საკომისიოს ნაწილის დაწვა.

ქსელში დიდი დატვირთვის დროს, ბლოკჩეინი უფრო მეტ ETH ტოკენს წვავს, ვიდრე აწარმოებს. ანალიტიკური რესურსის Ultrasound.money-ის მონაცემებით, Ethereum-ის დეფლაცია ახლა არის 0,45%-ის დონეზე წელიწადში, ხოლო ქსელი წუთში წვავს 2,2 ETH-ს.
Ethereum-ის დაწვის სტატისტიკა EIP-1559 განახლების შემდეგ (https://ultrasound.money/)

Ethereum-ის დაწვის სტატისტიკა EIP-1559 განახლების შემდეგ (https://ultrasound.money/)

თუ ბლოკჩეინი მომავალშიც პოპულარული იქნება მომხმარებლებს შორის, მიმოქცევაში არსებული ETH-ის რაოდენობა შეიძლება  დიდი სიჩქარით შემცირდეს, რაც მას ინფლაციურ აქტივად გადააქცევს. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მონეტების დეფიციტი და ფასის ზრდა.

ETH მონეტით ვაჭრობა  ბევრ კრიპტოვალუტურ ბირჟაზე ხდება. სავაჭრო პლატფორმების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის ვებსაიტებზე "ბაზრების" განყოფილებაში.

Ethereum-ის ნაკლოვანებები

ყველა უპირატესობის მიუხედავად, Ethereum-ის კრიპტოვალუტურ ქსელს მთელი რიგი ნაკლოვანება გააჩნია. მათ შორისაა:

● ტრანზაქციების დაბალი სიჩქარე (ზოგიერთ ახალ ბლოკჩეინთან შედარებით);

● ცენზურის მაღალი დონე. Ethereum-ის ოფიციალური ვალიდატორების მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქციის 60% მოწმდება აშშ-ის სასანქციო პოლიტიკის შესაბამისობაზე.

● ტრანზაქიციათა მაღალი ფასი.

ყველა ეს პრობლემა Ethereum-ის ხშირი განახლების მიზეზია, რადგანაც დეველოპერები მუდმივად აუმჯობესებენ სისტემას და ყველა ხარვეზის აღმოფხვრას ცდილობენ.

Ethereum-ის ბლოკჩეინის ეკოსისტემა

ანალიტიკური რესურსის DeFiLama-ს მონაცემების მიხედვით, Ethereum-ის ბლოკჩეინზე (TVL - Total Value Locked) დაბლოკილი სახსრების ჯამური ოდენობა 28 მილიარდი დოლარია. ეს არსებულ კრიპტოვალუტურ ქსელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყველაზე მეტი თანხა დაბლოკილია პროექტებში Lido ($10,15 მილიარდი), MakerDAO ($7,5 მილიარდი), AAVE (4,64 მილიარდი), Curve (4,27 მილიარდი).
Ethereum-ის ბლოკჩეინის  TVL  (DeFiLama)

Ethereum-ის ბლოკჩეინის TVL (DeFiLama)

საინტერესო ფაქტები

■ Ethereum-ის დამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა 17 წლის ასაკში მონრეალის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიგო, რათა საჯარო ბლოკჩეინების თეორიის კვლევა ჩაეტარებინა.

■ სწორედ Ethereum-ზე შემუშავდა და ამოქმედდა პირველი NFT სმარტ-კონტრაქტი.

■ 2021 წლის ივნისში  Ethereum-ის მთავარი შემმუშავებელი ვიტალიკ ბუტერინი  Ethereum-ის ფასის ზრდის წყალობით მულტიმილიარდერი გახდა.