რა არის FTX?
? Что такое FTX? რა მომსახურებას სთავაზობს კრიპტობირჟა თავის მომხმარებლებს და რა უნდა ვიცოდეთ ვაჭრობის პირობებზე? გადადით საიტზე, რათა გაიგოთ.
2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბირჟის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $10 მილიარდს აღწევს. მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს საიტის მომსახურებით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ხელმისაწვდომი აშშ-სა და ზოგიერთ სხვა რეგიონში. კომპანიის გენერალური დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდია, რომელმაც კომპანია 2018 წელს დააარსა.
2017 წლის დასაწყისში სემმა FTX-ის ამჟამინდელ CTO-თან გერი ვანთან ერთად შექმნა ფირმა Alameda Research, კრიპტოვალუტის ლიკვიდობის წამყვანი პროვაიდერი. მანამდე ბენკმენ-ფრიდი იყო ტრეიდერი Jane Street Capital–ში და საერთაშორისო ETF-ებით ვაჭრობდა. Alameda Research ახლა მჭიდროდ თანამშრომლობს FTX-თან, რომელიც პასუხისმგებელია პლატფორმის OTC სერვისებზე. ასევე ბირჟის პარტნიორები არიან True USD, Circle, FBG Capital. ისინი უზრუნველყოფენ მომხმარებლების დიდ სავაჭრო ოპერაციებს.
დაფინანსების სამი რაუნდის შედეგებით, პკატფორმამ 8 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო, 2020 წელს კი FTX–ის ინვესტორი კომპანია Liquid Value Capital გახდა.
რას სთავაზობს FTX ტრეიდერებს?
პროდუქციის დიდი არჩევანის წყალობით, FTX ეხმარება ტრეიდერებს კრიპტოვალუტის პორტფელის დივერსიფიკაციაში. განვიხილოთ ძირითადი სერვისები, რომლებმაც საშუალება მისცეს კრიპტობირჟას ბაზრის ლიდერებს შორის თავისი ადგილი დაეკავებინა.
ფიუჩერსები
ფინანსური ინსტრუმენტი იძლევა შესაძლებლობას იყიდოს და გაყიდოს აქტივები წინასწარ განსაზღვრულ ფასად მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პლატფორმას აქვს უვადო და კვარტალური მარგირებული ფიუჩერსები (მომხმარებლის სახსრები, რომლებსაც ბირჟა იყენებს გირაოს სახით ღია პოზიციის შესანარჩუნებლად). ფიუჩერსებით შეგიძლიათ გახსნათ როგორც გრძელი, ასევე მოკლე პოზიციები.
ტოკენები ლევერიჯით
ERC20 ტოკენებით ვაჭრობა შესაძლებელია ლევერიჯით მარჟის გარეშე. სავაჭრო პლატფორმაზე 100-ზე მეტი სავაჭრო წყვილია, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ სერვისის ფარგლებში.
ოფციონები BTC-ზე
BTC–ოპციონები FTX-ის უნიკალური პროდუქტია. ოფციონები იძლევა უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) აქტივის ყიდვის ან გაყიდვის. ამ დერივატივის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ სპეკულირება გააკეთონ კრიპტოვალუტის სამომავლო ფასზე და დააჰეჯირონ (დააზღვიონ) თავიანთი ღია პოზიციები.
Spot Markets
FTX გთავაზობთ 100-ზე მეტ კრიპტოვალუტის წყვილს ვაჭრობისთვის ტრადიციული საბირჟო მეთოდებისა და საბაზრო შეკვეთების გამოყენებით.
MOVE Contract
ეს სერვისი გაძლევთ საშუალებას დადოთ ფსონი კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებებზე, მიუხედავად იმისა, დაეცემა ის თუ გაიზრდება. ამრიგად, ის ჰგავს აზარტულ თამაშს, რომელიც დაფუძნებულია ვოლატილობაზე .
FTX ასევე გთავაზობთ საკომისიოს გარეშე OTC ვაჭრობას ტრეიდერებისთვის, რომლებსაც სურთ დიდი გარიგებების დადება. ამ ბაზარზე დღეში დაახლოებით 30 მილიონი დოლარი ტრიალებს.
გარდა ჩამოთვლილი სერვისებისა, ბირჟა მხარს უჭერს NFT ლისტინგს, FTT ტოკენის სტეიკინგს, კონკურსებს, IEO-ს (კრიპტოვალუტების საბირჟო განთავსებას), აკეთებს პროგნოზებს და ეწევა პრედიქტიურ ანალიტიკას. გარდა ამისა, საიტზე ხმის მიცემა ტარდება (მაგალითად, შემდეგი რომელი ბლოკჩეინის ნახვა სურთ მომხმარებლებს მხარდაჭერილთა სიაში).
FTX–ის ვაჭრობის პირობები
ფიატურ ვალუტაში 5000 დოლარზე მეტი თანხის გატანა უფასოდაა შესაძლებელი. ამ თანხაზე ნაკლების გამოტანა არ ექვემდებარება საკომისიოს, თუ ხორციელდება კვირაში ერთხელ. დეპოზიტის შესავსებად საკომისიო არ არის საჭირო. თუმცა, პლატფორმას აქვს მოსაკრებელი ფიუჩერსული და სპოტური გარიგებებისთვის, რაც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ლევერიჯით ტოკენებით ვაჭრობა ითვალისწინებს შესრულების და დაფარვისთვის 0.10% –ის საკომისიოს. ბირჟა ასევე იღებს საკომისიოს ასეთი ორდერების მართვისთვის - 0,03% დღეში.
0.01 BTC-ზე მეტი თანხის განაღდება უფასოა. 0,01 BTC-ზე ნაკლების გატანისას თანხის 0,1%–ის მოხსნა ხდება. ასევე არსებობს ბლოკჩეინის საკომისიო ETH–ისთვის და ERC20 ტოკენებისთვის, თუ კლიენტი არ არის FTT მფლობელი. NFT ლისტინგი $1 ღირს, 2% გადასახადით ურთიერთცვლადი ტოკენით ყოველი მომდევნო გარიგებისთვის.
FTX დეპოზიტების შესავსებად მხარს უჭერს 9 ფიატურ ვალუტას (აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი, ავსტრალიური დოლარი, ჰონგ კონგის დოლარი, სინგაპურის დოლარი, კანადური დოლარი, შვეიცარიული ფრანკი და ბრაზილიური რეალი). თანხის შეტანა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით ან საკრედიტო/სადებეტო ბარათებით. საიტი იყენებს Simplex-ს, როგორც კარიბჭეს ონლაინ–გადახდებისთვის. საბანკო გადარიცხვა იბეგრება დეპოზიტზე 1%-იანი საკომისიოთი. ბლოკჩეინის საშუალებით დეპოზიტზე თანხის გადარიცხვის საკომისიო არ არის დაწესებული. OTC ვაჭრობა მოითხოვს FTX–ის კრიპტოსაფულეს.
FTT ტოკენის როლი ბირჟის ეკოსისტემაში
FTT კრიპტობირჟის FTX ნატიური ტოკენია. ის პლატფორმის შიდა გადახდების გასამარტივებლადაა შექმნილი. FTT–ების გამოშვება 345 მილიონი ტოკენითაა შეზღუდული, ბრუნვაშია 95 მილიონი.
FTT–ს მფლობელებს სთავაზობენ საკომისიოზე ფასდაკლებებს,მათ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ცხრილში:
FTT ჰოლდერები იღებენ სოციალურ გადახდებს ბირჟის სადაზღვევო ფონდიდან და ყოველკვირეული საკომისიოს დაწვის შესაძლებლობებს. ტოკენი შეიძლება გამოდგეს ფიუჩერსების უზრუნველყოფისთვის. თუ სამსახურებრივი ტოკენის მფლობელი მას სტეიკინგზე დადებს, შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ტოკენის აირდროპებში, მიიღოს ბონუს ხმები გამოკითხვებისთვის და მიიღოს გათავისუფლება ბლოკჩეინის მოსაკრებლისგან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს,რომ ბირჟის კლიენტებმა შეინარჩუნონ თავიანთი FTT ტოკენები.
მთლიანობაში, FTX კრიპტოვაჭრობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო პლატფორმად ითვლება,მათ შორის ზოგიერთი პროდუქტის ექსკლუზიურობის გამო.