რა არის Internet Computer (ICP)? პროექტის მიმოხილვა

icon ICP
ფოტო - რა არის Internet Computer (ICP)? პროექტის მიმოხილვა
Internet Computer ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებული ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტია, რომელიც DFINITY Foundation-მა შეიმუშავა.
DFINITY (Decentralize Infinity - „დეცენტრალიზებული უსასრულობა“) სისტემის კიდევ ერთი სახელწოდებაა, რომელიც შემქმნელმა, დომინიკ უილიამსმა მოიფიქრა.

თავად დამფუძნებლები პროექტს "ინტერნეტ-კომპიუტერს" უწოდებენ, რომელმაც ბლოკჩეინ Ethereum-ს უნდა გადაუსწროს და მისი რიგი პრობლემები გადაჭრას, ასევე ღრუბლოვანი სერვისების Microsoft Azure და Google Cloud კონკურენტი გახდეს. ამ გარემომ მრავალი კორპორაციული და პირადი აპლიკაცია, სოციალური ქსელები, მენეჯერები, საძიებო ბრაუზერები და ა.შ. უნდა უზრუნველყოს.

შექმნის ისტორია 

დომინიკ უილიამსი  ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულია, რომელიც პრაქტიკული განაწილებული გამოთვლებითაა დაკავებული. 2012 წელს მან იმ დროისთვის ინოვაციური, ჰორიზონტალური მასშტაბირების მქონე MMO თამაში    (Massively Multiplayer Online) შექმნა, რომელიც მილიონობით მომხმარებელში პოპულარული გახდა. 

2013 წელს უილიამსი ბლოკჩეინითა და „მსოფლიო კომპიუტერის“ შექმნით დაინტერესდა. DFINITY-ის საბაზისო არქიტექტურა 2015 წელს დაიწერა, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში, შვეიცარიაში  DFINITY Foundation დარეგისტრირდა, რომელიც ამჟამად მთელი მსოფლიოდან 280-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. მთავარი ოფისები პალო-ალტოში, სან-ფრანცისკოსა და ციურიხში მდებარეობს, თანამშრომელთა ნაწილი კი დიდი კომპანიებიდან - Alphabet, Uber, Google და Amazon - გადმოვიდა. 
კომპანია DFINITY Foundation-ის სასტარტო გვერდი

კომპანია DFINITY Foundation-ის სასტარტო გვერდი

დაფინანსების რაუნდები და ინვესტორები

ტოკენების პირველი ე.წ. ქრაუდსეილი 2017 წლის თებერვალში გაიმართა. შედეგად 3,9 მილიონი შვეიცარიული ფრანკი შეგროვდა. ერთი წლის შემდეგ, დამატებით $61 მილიონი ვენჩურული ფონდებიდან Andreessen Horowitz და Polychain Capita მოიზიდეს. 

2018 წლის აგვისტოში უმსხვილესი საინვესტიციო რაუნდი შედგა, რომლის შედეგადაც DFINITY Foundation-მა $102 მილიონი მოიზიდა. აღნიშნული მონაწილეების გარდა, ახალი ინვესტორები გახდნენ: ფონდები SV Angel, Aspect Ventures და Multicoin Capital. მონეტა ICP-ის საშუალო ფასმა $4.2 შეადგინა, 8 მილიონი ტოკენი კი ადრეულ მომხმარებლებსა და საზოგადოებაზე განაწილდა.
DFINITY Foundation-ის ინვესტიციიების ჯამური მოცულობა (Crunchbase)

DFINITY Foundation-ის ინვესტიციიების ჯამური მოცულობა (Crunchbase)

ბლოკჩეინის სტრუქტურა და თავისებურებები

Internet Computer-ს საფუძვლად პროგრამული უზრუნველყოფა SDK და პროგრამირების ახალი ენა Motoko უდევს. ეს ენა DFINITY-მ ვებგვერდების, კორპორაციული სისტემებისა და ინტერნეტ-სერვისების შექმნის სიმარტივის უზრუნველსაყოფად შექმნა. პროგრამირების ენები Rust და C ასევე მხარდაჭერილია, თუმცა დეველოპერების თქმით, ეს სეგმენტი, შესაძლოა, საჭიროებისამებრ გაფართოვდეს. 

Internet Computer-ის მთავარი ტექნოლოგია Open Internet Service არის. ეს კოდი ბლოკჩეინშია ჩაშენებული და სერვისს ავტონომიურად, მთავარ ქსელზე წვდომის გარეშე, მომხმარებლის მხარდაჭერაზე დაყრდნობით მუშაობის საშუალებას აძლევს.

თავად ქსელს რამდენიმე ატრიბუტი აქვს, რომელიც ბლოკჩეინს მუშაობაში ეხმარება:

კანისტრები – გამოთვლითი ერთეულების დასახელება. შეიცავს ინფორმაციას ტრანზაქციებისა და მომხმარებლის ურთიერთქმედების შესახებ;

ციკლები - გამოთვლითი რესურსები, რომლებსაც კანისტრები მუშაობისთვის მოიხმარენ. ასახავს დეველოპერის ფიზიკური აღჭურვილობის, rack space-ის, ენერგიის, მეხსიერების  მოწყობილობისა და გამტარუნარიანობის ღირებულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ციკლები  Internet Computer-ის შიდა "ფული" და ენერგიაა.

ნეირონები - სისტემა Blockchain Nervous System-ის (BNS) ნაწილი, რომელიც DAO-ს პროტოტიპია. ნეირონების დახმარებით პროექტის მენეჯმენტი, ხმის მიცემა და კონტროლი მიმდინარეობს.

Internet Computer-ის კრიპტოვალუტა

ICP ბლოკჩეინ Internet Computer-ის ნატიური ტოკენია. მონეტა ქსელში საკომისიოების გადასახდელად გამოიყენება, ასევე ის სტეიკინგისთვის აუცილებელი საშუალება და DAO-ს შემადგენლობაში ხმის მიცემის ერთეულია. 

ძირითად ქსელში მონეტის ჩაშვება 2021 წლის 7 მაისს შედგა. ამ მომენტისთვის გენეზის-ბლოკი შეიქმნა და მონეტა ICP-ის გენერირება დაიწყო. ტოკენი კრიპტოვალუტის ყველა მოწინავე ბირჟაზე გავიდა, ლისტინგის მომენტში კი ფასმა $2000-ს გადააჭარბა, რის წყალობითაც ICP-მ საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კრიპტოპროექტების TOP-10-ში პოზიციები გაიუმჯობესა. 

მას შემდეგ, ინვესტორების ადრეული ანლოქებისა და ფასზე მათი ზეწოლის გამო, აქტივი 99%-ით დაეცა. ICP–ის ამჟამინდელი ღირებულება $4.4-ს შეადგენს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი - $1.2 მილიარდს.
მონეტა ICP-ის ფასის დინამიკა (Coinmarketcap)

მონეტა ICP-ის ფასის დინამიკა (Coinmarketcap)

მიმდინარე განვითარება და ეკოსისტემა

2021-2022 წლებში, Internet Computer-ზე ბევრი dApp აშენდა, მათ შორის დეცენტრალიზებული ბირჟები, ბლოკჩეინ BTC-თან სმარტ-კონტრაქტების სინქრონიზაციის მიზნით შექმნილი რამდენიმე გარემო, ათობით NFT- და GameFI-პროექტი, რიგი სოციალური ქსელები და ლაუნჩპადები. 

დეველოპერებსა და კრიპტოენთუზიასტებს შეუძლიათ, საგრანტო პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა და DFINITY-ს შიგნით საკუთარი პროექტის ამოქმედებისთვის დაფინანსება მოიპოვონ. საპრიზო ფონდი, პროექტის სირთულეზეა დამოკიდებული და  $5,000 - $250,000 დიაპაზონში მერყეობს. 
DFINITY-ის ეკოსისტემა (coin98 Analytics)

DFINITY-ის ეკოსისტემა (coin98 Analytics)

საინტერესო ფაქტები

▪  პროექტის Whitepaper 20 წელზეა გაწერილი;

Internet Computer-ზე “პარალელური ბლოკჩეინების” - საბნეტების შექმნაა შესაძლებელი. ამ ქსელებს სხვა ბლოკჩეინებთან ინტეგრაცია შეუძლია, რითაც საკუთარ წარმადობას ზრდის; 

დეველოპერების განცხადებით, ბლოკჩეინ Internet Computer-ს წამში 500 000 ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია; 

Internet Computer-ის სმარტ-კონტრაქტებში მონაცემების შენახვის ღირებულება წელიწადში ერთ გიგაბაიტზე $5-ს შეადგენს მაშინ, როდესაც Solana-ში ეს მაჩვენებელი $110 000-ს უტოლდება, Ethereum-ზე კი $70 მილიონს აჭარბებს (internetcomputer.org-ის მონაცემების მიხედვით).