რა არის Layer 2 ბლოკჩეინში?
მასშტაბირების პრობლემა არის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური ბლოკჩეინებისთვის. მასთან გამკლავების საშუალებად Layer 2-ის ტექნოლოგია მოიაზრება.
Layer 2 — ეს არის პროტოკოლები, რომლებიც მუშაობენ საბაზო ქსელის ზემოდან, რაც ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. მეორე დონის ტექნოლოგია არის კრებითი ტერმინი ყველა პროექტისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ Layer 1 –ის ბლოკჩეინების შესაძლებლობების გაფართოებას (პირველ რიგში Ethereum-ის და Bitcoin-ის).
BTC-სთვის მეორე დონის პოპულარულ გადაწყვეტილებად ითვლება Lightning Network. Plasma, Polygon, Optimism და Arbitrum — ტექნოლოგიების მცირე ნაწილია, რომლებიც განეკუთვნებიან Ethereum-ზე დაფუძნებულ Layer 2-ის კონცეფციას.
როგორ მუშაობს მეორე დონის ტექნოლოგია?
Layer 2–ის პროტოკოლი შედგება 2 მდგენელისგან: ტრანზაქციების დასამუშავებელი ქსელისგან და ბლოკჩეინზე Layer 1 სმარტ–კონტრაქტისგან, რომელიც ეხმარება კონსენსუსის მიღწევას ორ ქსელს შორის, საბაზო ბლოკჩეინზე მეორე დონის დამუშავებული ტრანზაქციების დამატებით. ამგვარად, Layer 2 თავის თავზე იღებს სამუშაოს ნაწილს, რათა დატვირთვა შეამციროს ბლოკების ძირითად ჯაჭვზე.
L-2 –ის ყველა პროტოკოლის საერთო მახასიათებელი იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდა წარუდგინონ ძირითად ქსელს შეთავაზებული ტრანზაქციების სიზუსტის კრიპტოგრაფული „მტკიცებულება“, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს განაწილებულ რეესტრში.
გარდა ამისა, მეორე დონის ტექნოლოგიები იმით გამოირჩევა, რომ ისინი იმკვიდრებენ იმ ძირითადი ქსელის უსაფრთხოებას, რომელზეც არიან დაშენებულები. ამიტომ გადაცემული ინფორმაცია მოწმდება და დასტურდება საბაზო ბლოკჩეინით, და არა ცალკეული კვანძებით. კრიპტოვალუტების გადაყვანა Layer-2–სა და Layer-1–ს შორის ხდება კროსჩეინ-ხიდების მეშვეობით.
Layer-2–ის რომელი მთავარი სახეობებია შექმნილი Ethereum–სთვის?
მიმდინარე წლის სექტემბერში ბლოკჩეინი Ethereum წარმატებით გადავიდა Proof of Stake–ის კონსენსუსის მექანიზმზე. გადასვლის ერთ–ერთი მიზანი მასშტაბირების გაუმჯობესება იყო. თუმცა Layer2-გადაწყვეტილებები აქტუალური რჩება ამ ქსელისთვის.
Layer 2–ის ძირითად სახეობებს ეწოდება “Rollups”. ისინი გარიგებებს ქსელს მიღმა ამუშავებენ, შედეგად საჭიროებენ მათი აქტიურობის შემოწმებას და ტრანზაქციების დაუმუშავებული მონაცემების შენახვას ბლოკების ძირითადი ჯაჭვის მიერ. შემდეგ Rollups აერთიანებენ გარიგებების დიდ ოდენობას ერთ კომპაქტურ ბლოკში და გადასცემენ ბლოკჩეინში. ბლოკჩეინში ტრანზაქციის დასადასტურებლად L-1 როლაპებისთვის საკმარისია ერთი ვალიდატორი.
Rollups არის ორი ტიპის, რაც იმაზეა დამოკიდებული თუ რომელი ხერხით მტკიცდება და იწერება მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია Layer-1–ში.
Optimistic Rollups მუშაობენ პრინციპით „შეცდომის დადასტურება“. ამ მიდგომის თანახმად, Layer 2 პროტოკოლი ავტომატურად მიიჩნევს, რომ ყველა ტრანზაქცია სინამდვილეს შეესაბამება. თუ ქსელის მონაწილე თვლის, რომ ინფორმაცია არასწორადაა ჩაწერილი, მას შეუძლია გაასაჩივროს ის სმარტ–კონტრაქტისთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით. როდესაც „შეცდომის დადასტურება“ ქვეყნდება, ტრანზაქცია ხელახლა ხორციელდება და ხდება მისი შედარება პირველად ტრანზაქციასთან. თუ ახალი შესრულება განსხვავდება, საწყისი მონაცემები ითვლება ძალადაკარგულად და უქმდება. L2–ის ამ სახეობის პროექტებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ Optimism და Arbitrum.
Zk-Rollups ფუნქციონირებენ მოდელით „ უტყუარობის დადასტურება“. ბლოკების დადასტურება ხდება სპეციალური ვერიფიკატორებით, რომლებიც კრიპტოგრაფულად ამტკიცებენ ოპერაციის ვალიდურობას. ოპერაციის ეს პროცესი ზემოაღნიშნულის საპირისპიროა, მოცემულ შემთხვევაში ყველა გაანგარიშება და გარიგება უნდა შემოწმდეს და დადასტურდეს წინასწარ. ასეთ სახეობას განეკუთვნება ტექნოლოგია Polygon. სწორედ ეს L2-ბლოკჩეინი ითვლება უმთავრესად Ethereum–ის მასშტაბირებისთვის, ქსელის დამფუძნებლის ვიტალიკ ბუტურინის აზრით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ zk-Rollups ბლოკების შემოწმებას გაცილებით უფრო სწრაფად ასრულებენ, ვიდრე Layer-2–ის სხვა სახეობები.
Layer 2–ის ტექნოლოგიის უპირატესობები
პირველი ორი რამ, რის გამოც მეორე დონის ტექნოლოგია ყველაზე მეტად უყვართ, არის წამში ტრანზაქციების რიცხვის ზრდა (TPS) და შემცირებული საკომისიო gas-ზე. ისინი ასევე ეხმარებიან უსაფრთხოების გაუმჯობესებას იმის ხარჯზე, რომ განახლებები Layer-2–ში არ ცვლიან მონაცემებს ძირითად ბლოკჩეინში.
Layer 2 გახდნენ მასშტაბირების პრობლემის მოგვარების პოპულარული მეთოდი, და გავლენა იქონიეს კრიპტოვალუტის სფეროს განვითარებაზე. დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ახალი DeFi პროექტების დიდი რაოდენობის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა ამ პროტოკოლების გარეშე, რადგან L2–ის ტექნოლოგია ეხმარება დააკმაყოფილდეს კრიპტოვალუტებზე მომხმარებელთა მოთხოვნა, რომელიც გაჩნდა სწორედ რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ევოლუციის შედეგად.