BlackRock–მა ბლოკჩეინ–კომპანიებისთვის საბირჟო ფონდი გახსნა

ფოტო - BlackRock–მა ბლოკჩეინ–კომპანიებისთვის  საბირჟო ფონდი გახსნა
მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო კორპორაციამ BlackRock საფირჟო ფონდი (ETF) სახელწოდებით iShares Blockchain Technology UCITS ETF ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის შექმნა. ლისტინგი Euronext–ის ბირჟაზე ჩატარდა.
ETF –ბლოკჩეინი  NYSE FactSet Global Blockchain Technologies –ის ინდექსს ემყარება, რომელიც  35 კომპანიის ციფრულ დინამიკაზეა დაფუძნებული. და ყიდვა–გაყიდვას აწარმოებს ტიკერით BLKC. 

ინდექსის შემდგენი ფირმების 75%   არის ბლოკჩეინ–კომპანიები, ხოლო  25%  მიეკუთვნება მათ, ვინც მხარს უჭერს ციფრული აქტივების დარგს, მათ შორის გადახდის პლატფორმები  და ნახევარგამტარის მწარმოებლები.  პირდაპირ ინვესტიციებს  კრიპტოვალუტებში ფონდი არ ახორციელებს.

«ჩვენი პროგნოზით, ფართო მასშტაბით მათი გამოყენების ვარიანტების განვითარების მიხედვით, კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი  კიდევ უფრო აქტუალური გახდება. ის ფაქტი, რომ ეს ტექნოლოგიები თავის პოპულარობას არ კარგავენ, მეტყველებს სხვადასხვა სფეროში მათი გამოყენების გრძელვადიან პოტენციალზე. iShares Blockchain Technology UCITS ETF  ჩვენს კლიენტებს შეთავაზებს ბლოკჩეინ–ეკოსისტემის გლობალურ ფირმებთან საუკეთესო ურთიერთქმედების შესაძლებლობას», — აღნიშნავს ომარ მუფტი, კორპორაციის პროდუქციის სტრატეგი, რომელიც საბირჟო ფონდებზეა პასუხისმგებელი.

ამგვარად, აქტივების მართვის გიგანტი  ცდილობს დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა კრიპტოვალუტის ინვესტიციებზე, რადგან დარგი ვითარდება და ფართოვდება, DeFi–ს სფეროში კიდევ უფრო მეტი  პროდუქტის შექმნით და ციფრული აქტივების საბაზრო კაპიტალიზაციის გაზრდით.  

კრიპტოვალუტის ყიდვა–გაყიდვის საშუალო დღიური მოცულობა  2017წლის ბოლოსთვის 10 მილიარდი დოლარიდან   2022წლის  31 აგვისტოს მდგომარეობით  53 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

BlackRock კრიპტოვალუტის სექტორში ინტეგრირდება

ETF–ბლოკჩეინის გამოშვებამდე   BlackRock  ბიტკოინ–ტრასტი შექმნა თავისი ამერიკელი პროინსტიტუციური კლიენტებისთვის. ეს არის პროდუქტი, რომელიც  თვალყურს ადევნებს კრიპტოვალუტის ფასის დინამიკას.

ცოტა ხნით ადრე, კომპანიამ პარტნიორობა გააფორმა Coinbase–ის კრიპტობირჟის მთავარ საბროკერო ქვეგანყოფილებასთან .  შეთანხმებით დასაშვებია, რომ ფირმებმა მხოლოდ ბიტკოინთან დავაშირებულ გარიგებებში ითანამშრომლონ : BlackRock –ის ინსტიტუციურ ინვესტორებს შეუძლიათ დაკავდნენ კრიპტოტრეიდინგით, აქტივების შენახვით, პრაიმ–ბროკერობით, და ანგარიშწარმოება  Coinbase Prime –ის მეშვეობით გააკეთონ . ასევე მომხმარებლებს შეუძლიათ მართონ თავისი  BTC   და გაანალიზონ რისკები BlackRock Aladdin–ის პროგრამების სპეციალური პაკეტის მეშვეობით.

2022 წლის აპრილში  BlackRock  საფინანსო–ტექნიკური კომპანია Circle   400 მილიონი დოლარით დააფინანსა.მას მერე საინვესტიციო გიგანტი Circle–ის მიერ გამოშვებული სტაბილური მონეტის USDC ფიატურ რეზერვებს მართავს.  . 

2021 წელს  BlackRock–მა ბიტკოინ–ფიუჩერსი  წარმოებული პროფუქციის ჩამონათვალს  დაამატა,  რომელიც ხელმისაწვდომია ინვესტირებისთვის მისი ორო ფონდისთვის.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის დირექტორმა ლარი ფინკმა ოპტიმისტური მოსაზრება გამოთქვა  BTC–თან დაკავშირებით. მან პირველი კრიპტოვალუტა  მოიწონა და გააზიარა მოსაზრება, რომ აქტივმა შეიძლება ოქრო ჩაანაცვლოს, თუმცა იმ მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით ,  რომელიც გავლენას ახდენს აშშ დოლარზე. .

აღვნიშნავთ, რომ ადრე ფინკი ბიტკოინს სპეკულაციურ ინსტრუმენტად და ფულის გატეთრების ხერხად მიიჩნევდა.