რა არის MaskNetwork (MASK)? პროექტის მიმოხილვა

ფოტო - რა არის MaskNetwork (MASK)? პროექტის მიმოხილვა
MaskNetwork (MASK) არის Mask Network-ის პროტოკოლის მმართველობითი ტოკენი. კრიპტოვალუტების რეიტინგში, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ის 105-ე ადგილს იკავებს და მფლობელებს MaskDAO-ს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

პროექტის მისია

MaskNetwork არის უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ღია საწყისი კოდით. პროტოკოლი 2019 წელს ამოქმედდა და Web2 სოციალურ ქსელებში (მაგალითად, Twitter ან Facebook) დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად, კრიპტოვალუტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვისაა განკუთვნილი.
Mask Network - პორტალი Web2-დან Web3-ში. წყარო: Mask Network-ის Twitter-ის ანგარიში

Mask Network - პორტალი Web2-დან Web3-ში. წყარო: Mask Network-ის Twitter-ის ანგარიში

MaskNetwork აერთიანებს Web2 და Web3 პლატფორმებს, რაც პროტოკოლს ერთგვარ პორტალად აქცევს და თქვენი მონაცემებისა და ვირტუალური სივრცის ფლობის საშუალებას გაძლევთ.
სოციალურ ქსელებში ბევრი პრობლემა გაჩნდა. აქ ძლივს ახორციელებს ტრანსსასაზღვრო გადახდებს, მათ არ ჰყოფნის ადგილი ფაილების მუდმივად შესანახად, არ აქვს რეალურად უსაფრთხო დაშიფვრა. მათი მონეტიზაცია ჩვენი მონაცემებისა და შრომის საფუძველზე ხდება და ამის შეჩერების მცირე შანსი გვაქვს. არის რამე, რაც ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებს? უპირატესობას გვაძლევს ერთრანგიანი ქსელების ბლოკჩეინის, დეცენტრალიზებული საცავების ზრდა, რომლებსაც ერთობლიობაში Web 3 ეწოდება. ჩვენ გვინდა, გავაერთიანოთ ისინი და მივცეთ რიგით მომხმარებლებს სრულიად ახალი ინტერნეტი არსებულის შიგნით
, - ნათქვამია პლატფორმის ბლოგში medium.com-ზე.
MaskNetwork-ის დამფუძნებელი არის სუჯი იანი. მანამდე მან დააარსა Dimension.im - პროექტი, რომელიც კიბერსივრცის ეპოქაში სოციალური თავისუფლების დამცავ პროდუქტებს მოიცავს. იანის სპეციალიზაციაა ღია საწყისი კოდი, დაშიფვრა და კონფიდენციალურობის დაცვა.

MaskNetwork-ს გააჩნია საკუთარი გაფართოებები ბრაუზერებისთვის Chrome და Firefox, აპლიკაციები iOS-სა და Android-ისთვის. პროტოკოლის შემდგომი ინტეგრაციისთვის, პლატფორმა სოციალური ქსელების გარე კლიენტებს ეძებს.

რა უნდა ვიცოდეთ ტოკენ MaskNetwork-ის (MASK) შესახებ

ტოკენი MaskNetwork (MASK). წყარო: https://mask.io/

ტოკენი MaskNetwork (MASK). წყარო: https://mask.io/

დანიშნულება

MaskNetwork (MASK) არის MaskNetwork-ის პროტოკოლის ნატიური ტოკენი. ის ეკოსისტემის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის, MaskDAO-ს მმართველობით ტოკენს წარმოადგენს. MASK-ის მფლობელებს ხმის მიცემაში მონაწილეობა შეუძლიათ: ერთი ტოკენი ერთ ხმის ეკვივალენტურია.

ინიციატივების დასაფინანსებლად, რომლებსაც MaskNetwork-ის ეკოსისტემაში წვლილი შეაქვთ, ან მასში ინტეგრირდებიან, პროექტის შემქმნელები საგრანტო პროგრამის ამოქმედებასაც გეგმავენ.

ემისია, განაწილება


ITO-ს (Initial Twitter Offering) მეშვეობით, 2021 წლის თებერვალში  100 000 000 ტოკენი MaskNetwork (MASK) გამოიცა. სტატიის მომზადების მომენტში, მიმოქცევაში 74 162 500 MASK-ია. 

1 მილიონი ტოკენ MaskNetwork-იდან 7% საზოგადოებისთვის საჯარო მიწოდებისთვისაა განკუთვნილი, 14,25% - ადრეული ინვესტორებისთვის, 23% - გუნდის წევრებისთვის და 39,55% - სარეზერვო ფონდისთვის.

შესაძლებელია ტოკენ MaskNetwork-ის (MASK) შეძენა ზოგიერთ ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (Coinbase, Binance, Gate.io) ან ჯილდოს სახით მიღება, QuickSwap-ში ლიკვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.

აქტუალური ვითარება ბაზარზე

Gagarin.news-ის მონაცემებით, სტატიის მომზადების მომენტში MaskNetwork (MASK) ვირტუალური ვალუტების რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით 105-ე ადგილს იკავებს. მონეტა $4,7-ად ივაჭრება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია $348 719 000-ს აღწევს, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი $9 947 974-ს შეადგენს.