რა არის MetisDao? პროექტის მიმოხილვა
MetisDao არის პლატფორმა სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის, რომელიც ბლოკჩეინ Ethereum-ის Layer 2-ს წარმოადგენს.
Metis ბლოკჩეინის ტრილემის უკომპრომისო გადაწყვეტას გთავაზობთ: უსაფრთხოება, მასშტაბირება და დეცენტრალიზაცია მაქსიმალურად, რომელიმე სექტორის პრიორიტეტულობის გარეშეა უზრუნველყოფილი.
MetisDAO-ს მთავარი აქცენტი ღიაობა და სიმარტივეა. მომხმარებლის უნივერსალური ინტერფეისის, ფრეიმვორქის, შემუშავებისა და ამოქმედებისთვის განკუთვნილი, ჩაშენებული ინსტრუმენტების გამოყენებით, საკუთარი ბლოკჩეინ პროექტის შექმნა აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შექმნის ისტორია
MetisDAO-ს განვითარების შესახებ ქსელში მცირე ინფორმაცია არსებობს. Crunchbase-ის მონაცემებიდან გამომდინარე, პროექტის შემქმნელები ელენა სინელნიკოვა, იუან სუ და კევინ ლიუ არიან. ინტერვიუში ელენა სინელნიკოვამ განაცხადა, რომ Metis-ის მიზანი დეცენტრალიზებული აპლიკაციების სამყაროსა და ბლოკჩეინში ბიზნესის გაშლის კუთხით რევოლუციის მოხდენაა.
ტოკენებით ვაჭრობა 2021 წლის 18 მაისს დაიწყო. მაშინ მონეტა ქსელში Ethereum იყო განთავსებული. ძირითადი ქსელი Andromeda 8 თვის შემდეგ, 2021 წლის 18 ნოემბერს ამოქმედდა.
Layer 2 Metis-ის პირველი ბლოკის მონაცემები
დაფინანსების რაუნდები
MetisDAO-მ დაფინანსების 2 რაუნდი ჩახურა. პირველი 2021 წლის 3 თებერვალს შედგა. მაშინ $1-ის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდეს 5 ინვესტორისგან - Waterdrip Capital, Cryptomedia Capital, AC Capital, Kernel Capital, Chain Capital. ამ კომპანიებმა Seed-რაუნდი ჩახურა.
13 მაისს, ვაჭრობის დაწყებამდე 5 დღით ადრე, რიგი კერძო ინვესტორებისგან დამატებით $3 შეგროვდა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ადგილების გათამაშება კი ლატარიის ფორმატში გაიმართა. კიდევ 50 000 მონეტა ბირჟა Gate-ის მომხმარებლებს გადაეცა.
მონაცემები MetisDAO-ს ინვესტორების შესახებ (Crunchbase)
ბლოჩეინის სტრუქტურა
Layer 2 Metis-ის მიზანია, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ბლოკჩეინი ხელმისაწვდომი და მარტივი გახადოს. Ethereum-ის ვირტუალურ მანქანასთან თავსებადი ღია პროტოკოლი სწრაფ ტრანზაქციებსა და დაბალ საკომისიოებს უზრუნველყოფს.
ოფიციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი ფუნქცია ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. დეველოპერებს შაბლონებით აპლიკაციებისა და სმარტ კონტრაქტების შექმნა, დომენებისა და საკუთარი dApps-ის მართვა შეუძლიათ. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ბლოკჩეინის ყველა სექცია შეისწავლონ, ტოკენები ხიდის მეშვეობით გადარიცხონ, ქსელში აქტიურობით საკუთარი რეპუტაციის დონე გაზარდონ, საკუთარი კომპანია, ან DAO აამოქმედონ.
ცოტა ხნის წინ მეტავერსი Metisverse-იც ამოქმედდა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთარი საზოგადოების ეკოსისტემა მართოს, მარკეტინგული მხარდაჭერა და პროექტის განვითარების მიზნით გრანტი მიიღოს.
MetisDAO-ს თავისებურებები (metis.io)
უპირატესობები Ethereum-თან შედარებით
Layer 2 MetisDAO Layer 1 Ethereum-ის რიგ პრობლემებს წყვეტს, რომელთა შორისაა ცენზურის მაღალი დონე, ცენტრალიზაცია, მაღალი საკომისიო და ტრანზაქციის სიჩქარე.
Metis-მა ასევე მომხმარებელთა გამოყენებადობის გაზრდასა და მასშტაბირების გაიოლებაზე იზრუნა. დამატებითი აქცენტი მონაცემთა შენახვის ხელმისაწვდომობასა და DAO-ს ამოქმედების სიჩქარეზე გაკეთდა.
MetisDAO-ს უპირატესობები Ethereum-თან შედარებით (Metis.io)
ტოკენი METIS и ეკოსისტემა
ტოკენი METIS ქსელებში Ethereum, BSC და Metis არის გაშლილი. მონეტამ მაქსიმალურ ღირებულებას 2022 წლის 17 იანვარს მიაღწია - $314. ამგვარად, ინვესტორებმა თავიანთი ინვესტიციების გაზრდა 50-ჯერ შეძლეს.
მონეტის ამჟამინდელი ფასი $16-ია, პროექტის კაპიტალიზაცია $75 მლნ. ტოკენი ბირჟებზე KuCoin, Gate, Coinbase, OKX, Crypto com და რიგ სხვა პლატფორმებზე ივაჭრება. მათი სრული სია Coingecko-ს ვებგვერდზე, ბაზრების განყოფილებაშია ხელმისაწვდომი.
ტოკენ METIS-ის ღირებულების დინამიკა (Coinmarketcap)
MetisDAO-ის ეკოსისტემა მუდმივად ფართოვდება იმის ხარჯზე, რომ თავად მომხმარებლები აქ თავიანთ აპლიკაციებს უშვებენ: ქროსჩეინ ხიდებს, NFT-ებს, DEFI-პროექტებს, დეცენტრალიზებული ბირჟებს, GameFi-ს, სოციალურ ქსელებს, საფულეებსა და ა.შ. დეტალური ინფორმაცია ყველა აპლიკაციის შესახებ Metis-ის ვებგვერდის განყოფილებაში "Ecosystem" არის მოცემული.
MetisDAO-ს ეკოსისტემა