რა არის NEAR Protocol (NEAR)? პროექტის მიმოხილვა

icon NEAR
icon FOR
ფოტო - რა არის NEAR Protocol (NEAR)? პროექტის მიმოხილვა
NEAR აპლიკაციების ბლოკჩეინ-პლატფორმა NEAR Protocol-ის utility-ტოკენია. ის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 40 ვირტუალურ აქტივში შედის.

პროექტის მისია

NEAR Protocol არის ღია საწყისი კოდის მქონე, პირველი დონის ბლოკჩეინი, რომლისათვის დამახასიათებელია გამოყენების სიმარტივე, უსაფრთხოება, მასშტაბირება და პროდუქტიულობა. ის წარმოადგენს ოპტიმალურ გარემოს დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის და სთავაზობს უნიკალურ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს როგორც დეველოპერებს, ასევე მომხმარებლებს.

პროექტი 2017 წელს ამოქმედდა. მისი დამფუძნებლები გახდნენ ალექსანდრ სკიდანოვი (იქმნიდა კარიერას Microsoft-ში, MemSQL) და ილია პოლოსუხინი (მუშაობდა Google-ში, ეწეოდა კვლევით საქმიანობას). ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული NEAR.ai-ს შემუშავებით დაიწყო, რომლის დახმარებით შემქმნელები პროგრამების სინთეზის შესწავლას გეგმავდნენ. ინვესტორებთან ანგარიშსწორებას ისინი Ethereum-ის მეშვეობით ახორციელებდნენ.

2018 წელს პროექტი უკვე საკუთარ ბლოკჩეინ NEAR Protocol-ს ფლობდა, რომელსაც dApps დეველოპერების ყველა მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. საკუთარი ეკოსისტემის განვითარების ფარგლებში 2019 წელს ამოქმედდა NEAR Foundation, ხოლო 2020 წლის აპრილში ძირითადი NEAR ქსელი, რომელსაც იმავე წლის ოქტომბრიდან საზოგადოების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ეკოსისტემა NEAR ამჟამად 125 DAO-სა და 750 დეცენტრალიზებულ აპლიკაციას  მოიცავს. კერძოდ, NEAR-ზე აიგო  AstroDAO პლატფორმა, რომელიც საქველმოქმედო კრიპტოფონდ  Unchain Fund-ის შექმნის საფუძველი გახდა. ის აგროვებს თანხებს ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად უკრაინელებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაზარალდნენ. 

NEAR Protocol ბლოკჩეინის თავისებურებები

NEAR Protocol კონსენსუსის ალგორითმზე Proof-of-Stake (PoS) ფუნქციონირებს და კროსჩეინ ფუნქციების მქონე სმარტ კონტრაქტებს იყენებს. ამ ბლოკჩეინის გამორჩეული თვისება, რომელიც მომხმარებლებს ეგრევე თვალში ხვდება, არის ანგარიშების გასაგები სახელები. დეველოპერებმა მოახერხეს, უარი ეთქვათ კლასიკურ კრიპტოგრაფიულ მისამართებზე გამარტივებული რეგისტრაციის ალგორითმის წყალობით, რომლის მიხედვითაც თითოეული ანგარიში ერთდროულად სმარტ კონტრაქტიცაა.

პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და მასშტაბირების უზრუნველსაყოფად, ბლოკჩეინის შემქმნელები იყენებენ შემდეგ ფუნქციებს:

  1. Nightshade. ეს ტექნოლოგია ითვალისწინებს ბლოკჩეინის დაყოფას რიგ ცალკეულ სეგმენტად (შარდებად), რათა გამოთვლები ერთდროულად სრულდებოდეს და  წამში დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდოს.
  2. Doomslug. მექანიზმის დანიშნულება ვალიდატორი ნოდების მიერ ბლოკების თანმიმდევრული შექმნაა. ეს პერიოდი 12 საათის განმავლობაში გრძელდება, ახალი ბლოკის შექმნა დაახლოებით ყოველ ერთ წამში ხდება.
  3. Rainbow Bridge. ამ კროსჩეინ ხიდის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ Ethereum და NEAR ბლოკჩეინებს შორის ERC-20 ტოკენები, სტეიბლკოინები, NFT-ები და wrapped-ტოკენები გადასცენ.
  4. Aurora. მეორე დონის გადაწყვეტილება მოიცავს Aurora Engine-სა (EVM თავსებადი NEAR პროტოკოლთან) და კროსჩეინ ხიდს Aurora Bridge. Aurora საშუალებას აძლევს დეველოპერებს გამოიყენონ Ethereum-ის ნაცნობი ინსტრუმენტები და განახორციელონ ათასობით ტრანზაქცია წამში დაბალი საკომისიოებით.

რა უნდა ვიცოდეთ NEAR Protocol (NEAR) ტოკენის შესახებ

დანიშნულება

NEAR არის NEAR-ის ეკოსისტემის ნატიური ტოკენი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად და სტეიკინგისთვის ვალიდატორი ნოდების, ან მფლობელების მიერ, რომლებმაც  თავიანთი აქტივების დელეგირება მოახდინეს. ასევე, მონეტების მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროდუქტებთან და ეკოსისტემის მუშაობასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში და შეიტანონ თავიანთი წინადადებები.

ემისია, განაწილება

2020 წლის 22 აპრილს მიმოქცევაში 1 მილიარდი NEAR ტოკენი გავიდა. ისინი გადაანაწილეს შემდეგნაირად:

  • 17.2% - საზოგადოების პროგრამები და გრანტები;
  • 11.4% - საოპერაციო გრანტები;
  • 10% - ფონდის შემოწირულებები;
  • 11,7% - ადრეული ეკოსისტემა;
  • 14% - ძირითადი მონაწილეები;
  • 17,6% - მხარდამჭერები;
  • 6,1% - მცირე მხარდამჭერები;
  • 12% - საზოგადოების სეილი.
წყარო: near.org

წყარო: near.org

ქსელის მხარდასაჭერად ყოველწლიურად დამატებითი 5%-იანი მიწოდება  განხორციელდება. 90% მოდის ვალიდატორებზე, 10% მიდის პროტოკოლის ხაზინაში. ტრანზაქციის საკომისიოს 30% უბრუნდება ჩართულ კონტრაქტებს, ხოლო 70% იწვება.

აქტუალური ვითარება ბაზარზე

Сoinmarketcap.com-ის მიხედვით, სტატიის მომზადების მომენტისთვის მიმოქცევაში იყო 858 729 597 NEAR (86%). აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია აღწევს $2 177 079 843, ხოლო ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა - $207 259 562-ს.