რა არის სკალპინგი?

ფოტო - რა არის სკალპინგი?
სკალპინგი სავაჭრო სტრატეგიის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმალური მოგების მიღების საშუალებას იძლევა. მაგრამ ელვისებური რეაქციისა და ცივი გონების გარეშე სკალპერები ვერაფერს გახდებიან!
სკალპინგი (სკალპ-ვაჭრობა, პიპსინგი, მაღალსიჩქარიანი ვაჭრობა) შიდადღიური ტრეიდინგის ნაირსახეობაა, რომელიც ფასის უმნიშვნელო რყევების მუდმივი მოგების მიღების საშუალებას იძლევა. სკალპერების პრიორიტეტი ბევრი მოკლევადიანი გარიგებაა, რომელთაგან თითოეულს მცირე თანხა მოაქვს. 

ზოგიერთი ტრეიდერი სკალპინგს ეფექტურ სავაჭრო სტრატეგიას უწოდებს, ზოგი კი სულაც მხოლოდ აზარტულ თამაშად მიიჩნევს. გამოგადგებათ თუ არა ის თქვენ? ამის გარკვევა ვცადოთ.

სკალპინგის პრინციპები

სკალპ-ტრეიდერები პოზიციებს დიდი ხნის განმავლობაში არ  ინარჩუნებენ. ისინი მცირე და შედარებით ადვილად მისაწვდომი თანხების რეგულარულ სკალპინგს ცდილობენ. ვაჭრობის ასეთ სტილს უნივერსალური ვერ დაერქმევა. მას დამახასიათებელი თავისებურებები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ სკალპერები ამისთვის მზად იყვნენ.

გარიგებების დიდი რაოდენობა

მოგება ტრანზაქციის რაოდენობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული. თითოეულ ოპერაციას მინიმალური თანხა მოაქვს, მაგრამ მათი რაოდენობის ხარჯზე ტრეიდერს არც თუ ცუდი მოგების მიღება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია. 

ეს დამწყებებში სკალპინგს უკიდურესად პოპულარულს ხდის. ერთი შეხედვით, შემოსავლის მიღება ბაზრის სირთულეებში ჩაღრმავების გარეშეა შესაძლებელი! თუმცა გარანტირებული წარმატებისთვის  კრიპტოვალუტების და ტექნიკური ანალიზის შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება მაინც აუცილებელია. 

აქტივების მაღალი ვოლატილობა

თუ სკალპინგს აირჩევთ, მდორე აქტივები, რომელთა ღირებულების მერყეობა დღე-ღამეში 1-2%-ს შეადგენს, ნამდვილად არ არის ის, რაც გჭირდებათ. დინამიკური ტოკენები კი, რომელთა საბაზრო ფასი დღის განმავლობაში 7-10%-ის, ან მეტის ფარგლებში იცვლება, პერსპექტიული ვარიანტი იქნება.

მოკლე თაიმფრეიმები

სკალპინგი მხოლოდ შიდადღიური ვაჭრობა არ არის. ამ შემთხვევაში, სავაჭრო პერიოდები საათებსა და წუთებამდე მცირდება. ყველაზე სასოწარკვეთილი სკალპერები ექსპერიმენტებს ერთ წუთზე ნაკლები თაიმფრეიმებითაც კი ატარებენ.  

ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენება

"სკალპინგში მთავარია სიჩქარე და არა ცოდნა."

ეს მოსაზრება გავრცელებულია, მაგრამ მცდარი. ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები, არჩეული სტრატეგიის მიუხედავად,  ყველა ტრეიდერის ერთგული მეგობარია. რა თქმა უნდა, სკალპინგის პროცესში ბაზრის საფუძვლიანი ანალიზისთვის საკმარისი დრო არ არის. თუმცა RSI-ის, მოძრავი საშუალოების, ბოლინჯერის ველებისა და სხვა უფრო რთული ინსტრუმენტების გამოყენება რისკების მინიმუმამდე დაყვანას შეუწყობს ხელს.

სწრაფი რეაქცია

სკალპ-ტრეიდინგი სტილია, რომელიც კონცენტრაციის, ბაზრის სწრაფად გაანალიზების, პროგნოზების გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს მოითხოვს. მუშაობის ასეთი  ფორმატი ყველა ტრეიდერს არ ადგება. სკალპირება გინდათ? ადრენალინური ციებ-ცხელებისა და შესაძლო სტრესებისთვის მზად იყავით.   

ზარალი

გარიგების დადებისას დროისა და ინფორმაციის ნაკლებობის კანონზომიერი შედეგი. თუმცა წარმატებული და წარუმატებელი გარიგებების ერთნაირი თანაფარდობის შემთხვევაშიც კი, სკალპერებს გამომუშავება შეუძლიათ, თუ მათ მაღალი ვოლატილობის მქონე აქტივი და სწორი ტაქტიკა აქვთ არჩეული.

სკალპერების სახეობები

ვაჭრობის მეთოდიდან გამომდინარე, როგორც წესი, სკალპ-ტრეიდერების ორი სახეობის გამოყოფა ხდება:

  • დისკრეციული. ისინი კლასიკურ პიპსინგს - ყველაზე მაღალსიჩქარიან სკალპინგს ირჩევენ. ამ ტიპის ტრეიდერები გადაწყვეტილებებს დროის კონკრეტულ მომენტში ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იღებენ. მათ მკაფიო მოთხოვნები და სავაჭრო პრინციპები არ აქვთ, თაიმფრეიმი კი ხუთ წუთს არ აღემატება. როგორც წესი, დისკრეციული ტრეიდერები ანალიზსა და გაანგარიშებებს არ აწარმოებენ. მათი ძირითადი ინსტრუმენტი ინტუიციაა;

  • სისტემური. ასეთი ტრეიდერები სკალპინგს მკაფიოდ  შემუშავებული სქემის მიხედვით ახორციელებენ, რომელშიც შესვლისა და გასვლის პირობებია გაწერილი. ისინი ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტებს იცნობენ და მათ ბაზრის მდგომარეობის ზედაპირული შეფასებისთვის იყენებენ. ამის წყალობით, სისტემური სკალპინგისას დანაკარგების ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პიპსინგის დროს.

სკალპინგი და ლევერეჯი

სკალპერები ხშირად ფინანსურ ლევერეჯს იყენებენ. მინიმალური პროცენტების ხარჯზე პოზიციის ზომის გაზრდის ასეთი მეთოდი ძალიან მომგებიანია. 

უმეტეს შემთხვევაში, სკალპერებისთვის ლევერეჯის მისაღები ზომა 1:200-1:500 არის. თუმცა, არც თუ იშვიათად, მისი მნიშვნელობები 1:1000-1:3000-ს აღწევს. ასეთ რისკებზე წასვლამდე  მოცურებისგან დაცვაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. 

სკალპინგის უპირატესობა და ნაკლი

მოვახდინოთ სკალპინგი თუ არა? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ტრეიდერის პრეფერენციებზეა დამოკიდებული. სტრატეგიის პლუსებისა და მინუსების შეფასების შემდეგ, შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ, გამოგადგებათ თუ არა ის თქვენ.

დასკვნა

სკალპინგი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, რაოდენობამ ხარისხს აჯობოს. ის დამწყებთათვის შესანიშნავი სტარტი იქნება, გამოცდილ მოთამაშეებს კი, რომლებიც ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტებს იყენებენ,  კარგი ფულის გამომუშავებაში დაეხმარება.