რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?

ფოტო - რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?
ბლოკჩეინის ტრილემა არის კრიპტოვალუტის ქსელების ტექნიკური პარადოქსი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ თეორიულად შეუძლებელია, ერთნაირად უზრუნველყოფილი იყოს სამი მთავარი თვისება: დეცენტრალიზაცია, მასშტაბირება და უსაფრთხოება.
სტატისტიკურად, ბლოკჩეინისთვის რთულია, აკმაყოფილებდეს სამივე ფაქტორს ისე, რომ ამას რომელიმე არ შეეწიროს. ეს ტერმინი პირველად Ethereum-ის დამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა შემოიღო.

გადავწყვიტეთ დეტალურად გაგვეანალიზებინა ტრილემის ყველა კომპონენტი და მაგალითზე გვეჩვენებინა, თუ როგორ დევნის ერთი თვისება მეორეს და ასევე რეალურია თუ არა ამის გადაწყვეტა.

დეცენტრალიზაცია

ეს თვისება ახასიათებს ბლოკჩეინის განშტოებას და მესამე პირების  მიერ ქსელზე კონტროლის არარსებობას. ამის მაგალითია ბიტკოინი, რომლის ალგორითმი გულისხმობს, რომ მაინერები ერთმანეთში თანაბარნი არიან და ქსელში იერარქია არ არსებობს. მაშინაც კი, თუ პლანეტის ნახევარი უეცრად შეწყვეტს მაინინგს, BTC-ის ბლოკჩეინი არ გაჩერდება, ვინაიდან დანარჩენი მაინერები მუშაობას გააგრძელებენ.

გამოდის, რომ დეცენტრალიზაციას საუკეთესოდ უზრუნველყოფს  კონსენსუსის ალგორითმი Proof-of-Work (PoW). Proof-of-Stake გულისხმობს მონეტების კონცენტრაციას ვალიდატორთა ვიწრო წრის ხელში (ზოგჯერ მათი რაოდენობა 20 ცალს არ აღემატება), რასაც კონტროლის კონცენტრირება ერთ ხელში  შეუძლია. მაგრამ მაინინგის პროცესში ქსელის მონაწილეთა დაქსაქსვის გამო, ძალიან მოიკოჭლებს მასშტაბირება, ვინაიდან ბლოკჩეინს  ტრანზაქციების დიდი რაოდენობის დამუშავება არ შეუძლია.

მასშტაბირება

ბლოკჩეინის უნარი, გააფართოოს და გაზარდოს TPS (ტრანზაქცია წამში). მასშტაბირება საშუალებას გაძლევთ, გაზარდოთ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე, როდესაც ტრანზაქციების დამატება და ხელმოწერა ძალიან სწრაფად ხდება.

უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის გაზრდის მიზნით, ბლოკის დამუშავება უნდა განაწილდეს უფრო მეტ ნოდსა და ვალიდატორს შორის, რაზეც მეტი დრო და რესურსი იხარჯება. ეს ანელებს ქსელს და ამცირებს მასშტაბირებას. კონსენსუსის ალგორითმს Delegated Proof-of-Stake (DPoS) გადარიცხვების სწრაფად დამუშავება შეუძლია, მაგრამ მონეტების  ერთ ხელში კონცენტრაციის გამო, უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის დონე ეცემა.

უსაფრთხოება

ეს არის ქსელის თვისება, რომ იყოს მდგრადი გარე ან შიდა შეტევების მიმართ. ცენტრალიზებული ბლოკჩეინები ყველაზე უსაფრთხოა, რადგან ასეთი სისტემა რეალურად გარე გავლენისთვის დახურულია. მაგრამ დეცენტრალიზაციის პრობლემა არ წყდება.

Proof-of-Work ასევე კარგიად უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, რადგან მრავალი მონაწილე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოწმებს და ხელს აწერს  ტრანზაქციებს. მაგრამ ასეთი ბლოკჩეინის მასშტაბირება უსაფრთხოების დონესთან ერთად ექსპონენციურად მცირდება, რადგან რაც უფრო მეტი კვანძი ადასტურებს ტრანზაქციებს, მით უფრო მეტი დრო სჭირდება გადარიცხვების დამუშავებას.

ბლოკჩეინის ტრილემის გადაწყვეტა

გამოდის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იდეალური ბლოკჩეინის შექმნა, რომელშიც სამივე თვისება თანაბრად იქნება დაბალანსებული. მაგრამ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მეთოდი ჩნდება, რომლის დახმარებით ერთი ფაქტორის გაზრდა დანარჩენი ორისთვის ზიანის მიყენების გარეშეა შესაძლებელი:

● კონსენსუსის ახალ ალგორითმზე გადასვლა. ყველაზე ხშირად, ეს მეთოდი ქსელის აჩქარებას გულისხმობს. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ Ethereum-ის PoS-ზე გადასვლა, მაგრამ ახლა არსებობს ჰიბრიდული ალგორითმებიც (LPoS, DPoS, dBFT), რომლებიც ტრილემის გადაჭრას ცდილობს;

● შარგინდი. ეს ქსელის იმ მრავალ ჯაჭვად დაყოფის მეთოდია, რომლებიც სხვადასხვა ტრანზაქციას ერთდროულად ამუშავებს. ეს მეთოდი ზრდის მასშტაბირებას უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის დაზარალების გარეშე. თითოეულ ფრაგმენტს აქვს საკუთარი რეესტრი, საკუთარი ბლოკები და საკუთარი ვალიდატორები. შარდინგი რეალიზდა მთელ რიგ ბლოკჩეინებში, რომელთა შორისაა: Zilliqa, Near, Cardano;

Layer 2. პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, ზოგიერთი ქსელი დატვირთვის ნაწილს გადასცემს მეორე დონეს, რომელიც ფაქტობრივად არის ცალკე ბლოკჩეინი თავისი ეკოსისტემით. მაგალითად, Layer 2 Ethereum-ის ბლოკჩეინზე: Polygon, Optimism или Arbitrum. ეს გადაწყვეტილება მთავარი ქსელის (Layer 1) განტვირთვას ახდენს.

ასევე, ბლოკჩეინის ტრილემიდან გამოსავალი შეიძლება იყოს პროგრამირების ახალი ენები, კროსჩეინები, საიდჩეინები და სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციას, უსაფრთხოებასა და მასშტაბირებას მაქსიმალურ დონეზე.