რა არის Ethereum-ის ვირტუალური მანქანა (EVM)?

icon ETH
icon FOR
ფოტო - რა არის Ethereum-ის ვირტუალური მანქანა (EVM)?
EVM (Ethereum-ის ვირტუალური მანქანა) — არის სმარტ კონტარქტების შესრულების გარემო, რომელიც Solidity-ის პროგრამულ ენაზეა დაწერილი და რომელიც დეცენტრალიზებული პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. EVM არის Ethereum-ის ეკოსისტემის მნშივნელოვანი კომპონენტი, რომელიც დეველოპერებს რთული და ინოვაციური აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას აძლევს ფუნქციათა ფართო სპექტრის შესასრულებლად.

როგორ მუშაობს EVM? ⚙️

Ethereum-ის ვირტუალური მანქანა ასრულებს პროგრამულ კოდს (ბაიტ-კოდს), რომელიც მანქანით წაკითხვადი ინსრუქციების კრებულს წარმოადგენს. ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი  Ethereum-ის ქსელში სმარტ კონტარქტთან ურთიერთქმედებს, ის აგზავნის ტრანზაქციას, რომელიც საჭირო შემავალ პარამეტრებს შეიცავს და ბმულს სმარტ კონტარქტის ბაიტკოდზე. EVM ტრანზაქციას ამუშავებს და ამ კოდს ქსელის ყველა კვანძზე ასრულებს, რაც უზრუნველყოფს იდენტურ შედეგს ყველა მანქანაზე.
EVM-ის მუშაობის სქემა წყარო: ethereum.org

EVM-ის მუშაობის სქემა წყარო: ethereum.org

თავისებურებები და უპირატესობები

1. EVM-ის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება მისი „ქვიშის მოედანია“. თითოეული კონტრაქტის შესრულება მის ვირტუალურ გარემოში ხდება, რომელიც ბლოკჩეინზე მომუშავე სხვა კონტრაქტებისგან იზოლირებულია. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს იმას, რომ  სხვადასხვა კონტრაქტებს შორის  დაბრკოლებები არ შეიქმნება, ნებისმიერი არასასურველი ურთიერთქმედება ან უსაფრთხოების პოტენციური დარღვევა თავიდან იქნება აცილებული.

2. EVM-ის კიდევ ერთი უპირატესობაა გაზის გამოყენების სისტემა (საწვავი ტრანზაქციებისთვის ან უბრალოდ საკომისიო), რომელიც Ethereum-ის ქსელში გამოთვლითი რესურსების გამოყენების რეგულირებას უწყობს ხელს. სმარტ კონტრაქტის ყოველი შესრულება მოითხოვს გაზის გარკვეულ რაოდენობას, რაც  ქსელზე დატვირთვის სიდიდეზეა დამოკიდებული. ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ Ethereum ბლოკჩეინი არ შეწყვეტს მუშაობას ტრანზაქციების დიდი რაოდენობის გამო.

3. ასევე, EVM-ის მთავარი პლუსი მისი უნივერსალობაა. EVM საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ Ethereum-ისთვის დაწერილი დეცენტრალიზებული აპლიკაციები EVM-თან თავსებად სხვა ქსელებში პროგრამული კოდის შეცვლის გარეშე. და ასეთი ქსელები საკმაოდ ბევრია. მათ შორისაა: Avalanche, Fantom, Aurora, BNB Smart Chain, Polygon, Arbitrum, Optimism და სხვა.