Fantom არის მაღალპროდუქტიული პლატფორმა სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის, რომელიც EVM-თან (Ethereum Virtual Machine) თავსებადია.
Fantom იყენებს DAG (Directed Acyclic Graph) ტექნოლოგიას. ეს კონცეფცია მასშტაბირებისა და ტრანზაქციის სიჩქარის გაზრდის საშუალებას იმის ხარჯზე იძლევა, რომ სხვადასხვა კვანძები (ნოდები) გადარიცხვებს ერთდროულად ამუშავებენ. ამასთან, Fantom-ზე დაფუძნებული სმარტ კონტრაქტები აგებულია პროგრამირების ენაზე Solidity, როგორც ეს Ethereum-ის, Polygon-ის, ან BSC-ის შემთხვევაშია.
შექმნის ისტორია
პროექტის დამფუძნებელი მობილური აპლიკაციების ცნობილი სამხრეთკორეელი დეველოპერი ან ბიუინგ იკი გახდა. 2018 წლის დასაწყისში მან დააარსა კომპანია Fantom Foundation Ltd, რომელიც სამხრეთ კორეაშია რეგისტრირებულია.
მოგვიანებით, კომპანიამ შეცვალა თავისი იურისდიქცია და კაიმანის კუნძულებზე გადავიდა, გუნდის შემადგენლობა კი ძალიან შეიცვალა. СЕО-ს ადგილი დაიკავა ავსტრალიელმა მაიკლ კონგმა, რომელიც ასევე ცნობილია IT ინდუსტრიაში. მთავარი დეველოპერი გახდა ანდრე კრონიე, რომელიც ადრე პროექტ Yearn Finance-ს ავითარებდა.
ქსელი Fantom შემუშავებულია ენებზე Rust, Golang და Java. სატესტო ქსელის ამოქმედება 2018 წლის დეკემბერში მოხდა, ხოლო მთავარი ქსელი კი 2019 წლის 27 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.
პროექტის დაფინანსება
Crunchbase-ის ცნობით, Fantom Foundation-მა დაფინანსების სამი რაუნდის ფარგლებში $40 მილიონი მოიზიდა. უმსხვილესი ვენჩურული ფონდები, რომლებმაც პროექტში ინვესტიცია ჩადეს, იყვნენ: Hyperchain Capital, Nirvana Venture Advisors, Obsidian Capital, Signum Capital, Arrington XRP Capital და სხვა.
დამატებითი ICO-ს ფარგლებში, 2018 წლის 1 აპრილს $100 000-ის ოდენობის FTM ტოკენები გაიყიდა. მთავარი ფონდები იყვნენ ORCAS და Block Crafters Capital.
Fantom Foundation-ის საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)
პლატფორმის მუშაობის მექანიზმი
სინამდვილეში, DAG ბლოკჩეინის ინდუსტრიაში ინოვაცია არ არის. ტექნოლოგიას უკვე იყენებენ ისეთი პროექტები, როგორიცაა Nano, Dero, Ioti, Coti და სხვა. მაგრამ Fantom-ი იყო პირველი, ვინც DAG და Solidity-ზე დაფუძნებული სმარტ კონტრაქტები თავსებადი გახადა.
Fantom-ის ქსელის კონსენსუსის ალგორითმი არის Lachesis aBFT (asynchronous Byzantine Fault Tolerance). მისი ძირითადი მახასიათებლებია:
● ასინქრონულობა, რომელიც იძლევა რამდენიმე კვანძზე ტრანზაქციების პარალელური დამუშავების საშუალებას;
● კვანძებსა და ვალიდატორებს შორის ლიდერობის იერარქიის არარსებობა;
● ბიზანტიური დაზიანებამედეგობა. ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს ბლოკჩეინს, იმუშაოს მაშინაც კი, თუ კვანძების მესამედი მავნე, ან გაუმართავია;
● ტრანზაქციის მაღალი სიჩქარე. გადარიცხვის დამუშავების საშუალო დრო 1 წამია.
ხაზოვან ბლოკჩეინებში კვანძები კონსენსუსის ძიებაში ერთმანეთს ინფორმაციის მქონე ბლოკებს უგზავნიან. Lachesis-ზე ვალიდატორები უბრალოდ ერთმანეთში ცვლიან ტრანზაქციებსა და მოვლენებს, რათა რამდენიმეწუთიანი ერთი ეპოქის ფარგლებში მათი სინქრონიზაცია მოახდინონ.
Fantom EVM-თან არის თავსებადი. ეს ამარტივებს კროსჩეინ ოპერაციებს და ასევე ხდის ქსელს მოქნილს სინქრონიზაციისთვის სხვა ბლოკჩეინებთან, როგორიცაა Polkadot, ან Cosmos SDK.
კრიპტოვალუტა FTM
FTM თავდაპირველად მხოლოდ საკუთარი ქსელის საფუძველზე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით განთავსდა ხიდი, რომელმაც ტოკენების ნაწილი გადაიყვანა Ethereum-სე, BSC-ზე, Harmony-სა და Moonriver-ზე.
მოვიყვანთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მონეტის შესახებ:
● საბაზრო კაპიტალიზაცია – $1.4 მლრდ;
● მაქსიმალური ემისია – 3.175 მლრდ;
● სულ მიმოქცევაშია – 2.77 მლრდ;
● ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა – $400 მლნ;
● მაქსიმალური ფასი – $3.29;
● მინიმალური ფასი – $0.0035.
● მინიმალური ფასი – $0.0035.
კრიპტოვალუტა გამოიყენება FTM ქსელში საკომისიოს გადასახდელად, ვალიდატორის ნოდების მუშაობის უზრუნველსაყოფად და სტეიკინგისთვის (Lachesis aBFT ხომ Proof-of-Stake ჰიბრიდული ალგორითმია). გუნდი აქტიურად ავითარებს DAO-ს, რათა მომავალში პროექტის მენეჯმენტი საზოგადოებასა და FTM-ის მფლობელებს გადასცეს.
FTM-ის შეძენა შესაძლებელია ბირჟებზე WhiteBIT, Kraken, Gate, OKX და ბევრ სხვა პლატფორმაზე, მათ შორის DEX-ზე, რადგან ტოკენი პარალელურად სხვა ქსელებშიც არის განთავსებული.
FTM-ის კურსის დინამიკა (CoinGecko)
Fantom-ის ეკოსისტემა
Fantom-ის ეკოსისტემის განვითარების აქტიური ფაზა 2021 წელზე მოდის, როდესაც ბლოკჩეინმა აამოქმედა კროსჩეინ ხიდები Ethereum-სა და BSC-თან ურთიერთქმედებისთვის, ასევე არაერთი საგრანტო პროგრამა დეველოპერებისთვის. Fantom-ზე ფუნქციონირებს ათობით DeFi პროტოკოლი, ხიდი, ლენდინგი, NFT, P2E პროექტი, საფულე, ლაუნჩპადი და სხვა dApps.
Fantom-ის ეკოსისტემა (Coin98 Analytics)
ანალიტიკური რესურსის, DeFi Lama-ს მონაცემების მიხედვით, Fantom-ის TVL $500 მილიონს აჭარბებს. დაბლოკილი ლიკვიდობის რაოდენობით ლიდერი დეცენტრალიზებული ბირჟა SpookySwap-ია, რომლის TVL $110 მილიონს შეადგენს.