Tinder-ი NFT-ებისთვის? ახალი Web3 პლატფორმა HeartX

ფოტო - Tinder-ი NFT-ებისთვის? ახალი Web3 პლატფორმა HeartX
Heartx არის Web3 პლატფორმა, რომელიც შექმნილია მხატვრებისა და კოლექციონერებისთვის. ის მნიშვნელოვნად ზოგავს კაპიტალს ნამუშევრების ჩვენებაზე, ამასთან სამართლიანი შეფასებებისა და მეორადი გაყიდვიდან ჰონორარების მიღების საშუალებას იძლევა.
HeartX-ის გუნდი არა მხოლოდ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს, არამედ ცდილობს, შექმნას ცოცხალი საზოგადოება, რომელიც გატაცებულია შემოქმედებით, სწავლითა და კოლექციონირებით. ჯერჯერობით, ვებგვერდი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს, მხატვრების დაშვებას HeartX-ის გუნდი ახორციელებს, მაგრამ მომავალში ამას მხოლოდ საზოგადოება გადაწყვეტს.
ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნების ფასეულობა შეიძლება თავიდან განისაზღვროს საზოგადოების კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ხელოვნება არ უნდა იყოს მიუწვდომელი, ამიტომ ხალხს ჩვენს პლატფორმას ვთავაზობთ
, - © HeartX-ის დამფუძნებელი.

HeartX-ის კენჭისყრის სისტემა

მომხმარებლები კოლექციაში არსებული ყველა ნამუშევრის შეფასებასა და  მხატვრების მხარდაჭერას შეძლებენ. კენჭისყრის ორი ვარიანტი არსებობს:  Tinder-ის ანალოგი, ან ვალიდატორის რეჟიმი, სადაც ორი ნამუშევრიდან ერთი უნდა შეირჩეს. მთელი სისტემა ემყარება კონსენსუსის დეცენტრალიზებულ მექანიზმსა და წახალისებას HNX ტოკენების სახით, რათა შეუქმნას ხელოვნების მოყვარულებს ხმის მიცემის მოტივაცია. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეფასება პოზიტიური იქნება თუ არა.

საბოლოო შედეგების გარდა, ჯილდო დამოკიდებულია კიდევ ორ რამეზე:

1. საკრედიტო რეიტინგი

ეს არის მომხმარებლის ფარული შეფასება თაღლითების გამოსავლენად. ნორმაზე ქვემოთ მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში ტოკენების გამომუშავება არ ხდება. ქულების დაკლება შეიძლება მოხდეს ერთი IP-დან ხშირი შესვლის, NFT-ს სწრაფი ყიდვა-გაყიდვის, ან მასობრივი ცალმხრივი კენჭისყრის გამო. პროგრამის ჩვეულებრივი გამოყენებისას, რეიტინგი ავტომატურად იზრდება.

2. HeartX-ის ენერგია

მისი დარიცხვა მარტივი დავალებების შესრულებისას ხდება (ელ.ფოსტის, Twitter-ის ანგარიშის მიბმა, მართვის ტოკენის სტეიკინგში გაშვება). რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო დიდია ჯილდო.

HeartX ტოკენები

პლატფორმას ორი ტოკენი აქვს: HNX (უკვე გამოშვებული utility-ტოკენი) და HTX (მართვის ტოკენი, რომელიც მალე ამოქმედდება). 

HNX-ის მიწოდება შეუზღუდავია, მაგრამ ფასის ინფლაციისა და ვოლატილობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულია დაჯილდოების პული, რომელიც საზოგადოების კენჭისყრის შედეგებს ეყრდნობა. მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოიმუშაონ ტოკენები Vote2Earn-ის სისტემის მიხედვით, ან მიიღონ მონაწილეობა მათ დაწვაში შემდეგი გზებით:

1. Boost2Earn: საშუალებას გაძლევთ, გაზარდოთ თქვენი საყვარელი ნაწარმოების რეიტინგი, ხელი შეუწყოთ მის წინსვლას HeartX-ის ლიდერთა ცხრილში და მიიღოთ HTX.

2.  NFT-ების პერსონალიზებული ანასახი: აძლევს მომხმარებელს საბაზისო NFT ნივთებს.

მართვის ტოკენი HTX საშუალებას მოგცემთ, Heartx-ის ცხოვრებაში უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა და პლატფორმის განვითარებაზე გავლენა მოახდინოთ. მაგალითად, მხატვრების დაშვებაზე, ან სახაზინო სახსრების განაწილებაზე. საზოგადოებისთვის გამოიყოფა ტოკენების 45%. რაც უფრო მეტი HTX არის სტეიკინგში, მით უფრო ძლიერია ხმის მიცემის უფლება.

NFT-ებით ვაჭრობა ასევე მოგიტანთ HTX ტოკენების გარკვეულ  რაოდენობას, მაგრამ ეს ფუნქცია გაცილებით გვიან ამოქმედდება. მანამდე კი გუნდი მოუწოდებს მხატვრებს, გააკეთონ განაცხადები კოლექციაში თავიანთი ნამუშევრების განთავსებაზე, დანარჩენებს კი - მიიღონ  მონაწილეობა ყველა სამომავლო აქტივობაში.