აქვს თუ არა კრიპტოვალუტის ბაზრებს სამუშაო საათები?

ფოტო - აქვს თუ არა კრიპტოვალუტის ბაზრებს სამუშაო საათები?
გავრცელებულია მოსაზრება, რომ კრიპტობაზრებს აქვს მუშაობის გარკვეული საათები, მაგრამ ტრადიციული საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტით ვაჭრობა ფიქსირებული განრიგით არ შემოიფარგლება.
თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო:  სავაჭრო მოედნებზე ბიტკოინის გამოშვების პირველ წლებში, მასთან ოპერაციების განხორციელება  კვირაში მხოლოდ 5 დღე იყო შესაძლებელი. რაც უფრო მეტმა ბირჟამ დაიწყო ბიტკოინისა და სხვა კრიპტოაქტივების შემოტანა მათი კოტირებების სიაში,  ამ აქტივებით ვაჭრობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გახდა შესაძლებელი.  კრიპტოვალუტურ გარიგებებზე სადღეღამისო წვდომის მიუხედავად, მაინც აზრი აქვს ვიცოდეთ მსოფლიოს მთავარი ბირჟების სავაჭრო სესიების საათები.

ძირითადი სავაჭრო სესიები

მსოფლიოს მთავარ ბირჟებზე სავაჭრო აქტივობის პერიოდები პირობითად სამ სესიად იყოფა: აზიური, ევროპული და ჩრდილოეთ ამერიკული. მათ ზოგჯერ უწოდებენ "ტოკიოს", "ლონდონის" და "ნიუ-იორკის" სესიებს, რადგანაც ეს სამი ქალაქი წარმოადგენს თითოეული რეგიონის ძირითად ფინანსურ ცენტრს.

როგორ მოქმედებს სავაჭრო სესიები ფასზე?

კრიპტოვალუტების ბაზარზე 24/7 წვდომა არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ოპტიმალური დღეები ან დრო მათზე ვაჭრობისთვის, ვინაიდან ტრეიდერების რაოდენობა და ლიკვიდურობის საერთო დონე (შეკვეთების რაოდენობა გაყიდვაზე ან ყიდვაზე) ბაზრებზე შეიძლება განსხვავებული იყოს.

კრიპტოვალუტის ბაზრები ყოველთვის ღიაა, მაგრამ მასზე ლიკვიდურობის ოდენობა სწორედ ტრეიდერების აქტივობით განისაზღვრება. რაც უფრო უკეთესია ლიკვიდურობა, მით ნაკლებია ბაზრის გარკვეული მონაწილეების მხრიდან  მანიპულირების შესაძლებლობა და ფასების მოცურება (როდესაც გარიგება არ სრულდება განაცხადში მითითებულზე უარეს ფასად).

როგორ უნდა გავიგოთ რომელი სავაჭრო სესიაა მოცემულ მომენტში?

ბევრი კერძო ტრეიდერისთვის ბაზრის ანალიზის მთავარი ინსტრუმენტია TradingView სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ინდიკატორს, რომელიც ასახავს ძირითადი სავაჭრო სესიების დროს.
გრაფიკი სავაჭრო სესიების ინდიკატორით (FX Session)

გრაფიკი სავაჭრო სესიების ინდიკატორით (FX Session)

რატომ არის უმჯობესი არ ივაჭროთ დასვენების დღეებში?

შაბათ-კვირას, საქმეში ერთვებიან ალგორითმული სავაჭრო რობოტები და მარკეტ-მეიკერები (ლიკვიდურობის პროვაიდერები). ბაზარი უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და მანიპულაციების ალბათობა იზრდება.

ამ დროს მსხვილი მოთამაშეები უბიძგებენ ბაზარს, რათა გამოიწვიონ ცრუ მოძრაობები, დონეების რღვევა და ა.შ. ამიტომაც ბევრი ტრეიდერი  დასვენების დღეებში ვაჭრობაზე უარს ამბობს. ძალიან ხშირად შეიძლება იმის შემჩნევა, რომ თუ კრიპტოაქტივის ფასი გაიზრდება დასვენების დღეებში, პირველ სამუშაო დღეს უნდა ველოდოთ  მათი პოზიციების ლიკვიდაციას და, შედეგად, დიდ ზარალს.

დასკვნა:

კრიპტოვალუტების ბაზრები ყოველთვის არის გახსნილი.

ძირითადი სავაჭრო სესიები ტოკიოს, ლონდონის და ნიუ-იორკის სესიებია.

ვაჭრობის დროის მიხედვით, ბაზარზე ლიკვიდურობა შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფასების მოცურებას და მანიპულაციებს.

დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე უმჯობესია გარიგებებისგან  თავი შევიკავოთ.