რა არის CoinGecko და მისი ეკოსისტემა

icon DATA
ფოტო - რა არის CoinGecko და მისი ეკოსისტემა
CoinGecko – მსოფლიოში კრიპტოვალუტების მონაცემთა უდიდესი დამოუკიდებელი აგრეგატორი.
CoinGecko — არის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, მსოფლიოში  კრიპტოვალუტების მონაცემთა ყველაზე დიდი და დამოუკიდებელი აგრეგატორი. კომპანია  მთელ მსოფლიოში თვალყურს 12000-ზე მეტ აქტივს და 600-ზე მეტ ბირჟას ადევნებს. კომპანია ასევე  კრიპტოვალუტის ბაზრის ფუნდამენტურ ანალიზს უზრუნველჰყოფს. ფასის, მოცულობის და საბაზრო კაპიტალიზაციის თვალყურის დევნების გარდა, CoinGecko ასახავს ვაჭრობის მოცულობას, ფასების რყევებს, კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციას და Ethereum–ის ქსელში საკომისიოს აქტუალურ ფასს (GWEI). გარდა ამისა, ხდება კრიპტო აქტივების  საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით რანჟირება.

CoinGecko-ზე თქვენ ასევე შეგიძლიათ იპოვოთ  კრიპტო აქტივებისთვის კონტრაქტების მისამართები. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ERC-20 ტოკენების  დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) შეძენისას, ისეთების, როგორიცაა Uniswap, რადგან თქვენ შეგიძლიათ  ახლად შეძენილი ტოკენების კონტრაქტის მისამართი  თქვენს MetaMask საფულეში სწრაფად იმპორტირება. ეს დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ  ნაკლებად ცნობილი ტოკენების შეძენისას კონტრაქტის სწორ მისამართს იყენებთ, და თავიდან აიცილებთ თაღლითობას.
წყარო:COINGECKO

წყარო:COINGECKO

ვებგვერდის მიმოხილვა

ბიტკოინი არის ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა. თუმცა, ჯერ კიდევ ათასობით მონეტა არსებობს. სწორი ინსტრუმენტების  გარეშე, პროექტის თვალყურის დევნება შეიძლება რთული იყოს. აქედან გამომდინარე, CoinGecko-მ მოახდინა ტოკენების სხვადასხვა მახასიათებლების კლასიფიცირება, რათა მომხმარებლებს  კრიპტობაზრების შესახებ დიდი რაოდენობით მონაცემები და ინფორმაცია ჰქონდეთ.
წყარო:COINGECKO.COM

წყარო:COINGECKO.COM

კრიპტოვალუტის ბირჟები

წყარო:COINGECKO.COM

წყარო:COINGECKO.COM

ამ განყოფილებაში ჩამოთვლილია ცენტრალიზებული ბირჟები, დეცენტრალიზებული ბირჟები და დერივატივები  საკუთარი Trust Score ალგორითმის მიხედვით. ნაჩვენებია მათი რეიტინგი, ვაჭრობის მოცულობა და ვიზიტების რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, CoinGecko აკონტროლებს 549-ზე მეტ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელთა საერთო  ვაჭრობის დღიური მოცულობა  60,9 მილიარდს შეადგენს.

NFT

წყარო:COINGECKO.COM

წყარო:COINGECKO.COM

ეს განყოფილება  NFT ტექნოლოგიას ეძღვნება, აქ შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია ყველა NFT–კოლექციის შესახებ, ასევე შეგიძლიათ ნახოთ მათი ვაჭრობის მოცულობა, ფლორ პრაისი, საბაზრო კაპიტალიზაცია და მესაკუთრეთა  რაოდენობა.

გაიგოთ კრიპტოვალუტის შესახებ

წყარო:COINGECKO.COM

წყარო:COINGECKO.COM

ამ განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია  სასარგებლო შეიძლება იყოს ახალი კრიპტოპროექტის გაანალიზებისას. ასევე პლატფორმაზე შეგიძლიათ მოუსმინოთ პოდკასტებს, რომლებსაც უძღვებიან CoinGecko-ს დამფუძნებლები ბობი ონგი და ტმ. ლი. ეს არის ალტერნატიული ადგილი ინდუსტრიის ანალიზისა და ბლოკჩეინის განახლებისთვის, ისინი ახდენენ  წარმატებული მეწარმეებისა და ინდუსტრიის ლიდერების ინტერვიუირებას.

CoinGecko–ს პროდუქტები

წყარო:COINGECKO.COM

წყარო:COINGECKO.COM

CoinGecko გთავაზობთ მრავალ განსხვავებულ მექანიზმს თქვენი პორტფოლიოს გასაანალიზებლად და მოგების გამოსათვლელად („პროდუქტების“ ჩანართი). ასევე აქ შეგიძლიათ მოძებნოთ საუკეთესო პირობები სტეიკინგისთვის და ა.შ.
 
პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ რეალურ დროში ნახოთ კრიპტოვალუტების ფასები, დააორგანიზოთ და დაახარისხოთ ისინი თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით.
გარდა ამისა,  CoinGecko შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ბაზრებისა და ბირჟების შესასწავლად. CoinGecko საშუალებას გაძლევთ ლიკვიდობის დონეები, ფასების განსხვავება და არბიტრაჟული კრიპტოაქტივების  შესაძლებლობები ერთ საიმედო სივრცეში ნახოთ. გარდა ამისა, ბირჟების სანდოობის  შეფასება ფანტასტიკური გზაა ახალი კრიპტო მომხმარებლების დასაცავად ვერაგი ბირჟებისგან, რომლებსაც  მათი ყველა თანხის მითვისება შეუძლიათ.