სად გაქრა კლიენტების სახსრების $1 მილიარდი FTX–იდან?

icon FTT
ფოტო - სად გაქრა კლიენტების სახსრების $1 მილიარდი FTX–იდან?
კლიენტების სახსრების მინიმუმ $1 მილიარდი გაქრა FTX-დან. ამის შესახებ ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, რომლებიც ადრე კრიპტობირჟაზე მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
პლატფორმის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტეს, Reuters-ს  გაკოტრებული პლატფორმის მდგომარეობის შესახებ აქტუალური ინფორმაცია  გაუზიარეს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობის  შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბირჟის რამდენიმე ტოპ მენეჯერი ესწრებოდა. შეხვედრის დროს სემ ბენკმან-ფრიდმა წარმოადგინა ფინანსური ანგარიშგება და დასახა ამოცანა განისაზღვროს გარე დაფინანსების ოდენობა FTX-ის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ფულადი სახსრების დეფიციტის.

გაირკვა,რომ $10 მილიარდის სამომხმარებლო აქტივები მან FTX–იდან კომპანია Alameda Research–ის , ბალანსზე გადარიცხა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები. წყაროს ცნობით, ამ მომენტამდე Бბენკმან–ფრიდს არ უცნობებია FTX–ის ტოპ მენეჯმენტისთვის არც Alameda Research–ის  ზარალზე , და არც სახსრების გადარიცხვაზე.  

SBF–ის მიერ  წარმოდგენილ ელექტრონულ ცხრილებში იყო ინფორმაცია კომპანიებს შორის აქტივების მოძრაობაზე და ალამედას ხარჯთაღრიცხვა. მაგრამ ამავდროულად  $1–დან  2 მილიარდამდე «ჰაერში იყო გამოკიდული»: Alameda Research–ის   ბალანსზე ეს ფული არაა,ისევე როგორც არაა ცნობები იმაზე,თუ რა ბედი ეწია მათ მომავალში. 

წყაროები მიიჩნევენ, რომ არც ისე პატარა თანხის იდუმალი გაქრობა FTX–ის  ბუღალტერიაში უკანა კარის მუშაობის შედეგია. ეს ერთადერთი ახსნაა იმის,თუ როგორ შეიძლებოდა ფულს თავისუფლად გაევლო სისტემა,რომელიც სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს და ნებისმიერ დარღვევაზე « ალმის» ჩვენებით რეაგირებს.  

თავად ბენკმან–ფრიდი оუარჰყოფს უკანა კარის არსებობას,კლიენტების აქტივების გადარიცხვაზე კი შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

«ჩახლართული შიდა მარკირება გვქონდა და არასწორად წავიკითხეთ».

FTX–ის გაკოტრება ყველაზე გახმაურებულ თემად იქცა,რომელმაც შეძრა კრიპტოინდუსტრია ამ კვირას.  ვიდრე SEC, აშშ–ს იუსტიციის სამინისტრო (DoJ) და სავაჭრო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) ბირჟის საქმიანობას იძიებენ,  კრიპტობაზრის საკვანძო მოთამაშეები ცდილობენ უარი თქვან  ფინანსურ კავშირებზე  FTX–თან  და Alameda Research–თან.