კრიპტო– შემოსავალი: ონკანები და ეარდროპები

ფოტო - კრიპტო– შემოსავალი: ონკანები და ეარდროპები
კრიპტო ბაზრის სპეციფიკა ისეთია, რომ მცირე თანხებითაც კი შესაძლებელია ფულის გამომუშავება უახლოეს მომავალში. ამ რწმენაზე მუშაობს მონეტებისა და ტოკენების უფასო განაწილების სპეციალური აპლიკაციები.
სუპერმარკეტებში ახალი პროდუქტების დაგემოვნებას უკვე ყველა მიეჩვია. ეს არის ტრადიციული მარკეტინგის იაფი და ეფექტური ალტერნატივა. მწარმოებლები მომხმარებელთა დიდ რაოდენობას სთავაზობენ თავიანთი პროდუქციის გასინჯვას იმ იმედით, რომ მათ მოეწონებათ  და ისინი მომავალში მას შეიძენენ.

რატომ უნდა იყოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარად?

როგორ გაჩნდა კრიპტო–ონკანები

ციფრული ფულის მასობრივი მიღების პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ცოტა ადამიანს სურს ახალ ტექნოლოგიებში გარკვევა, თუ მათ  კომფორტი არ მოაქვთ  აქ და ახლა. კრიპტოვალუტა არ არის რობოტი მტვერსასრუტი და არც ვიბრომასაჟორი გათბობით. გარდა ამისა, ხშირად მის უკან არ დგას ისეთი დიდი კორპორაცია, როგორიც არის Apple  გიგანტური სარეკლამო ბიუჯეტით.

როდესაც ბიტკოინი გამოუშვეს, ის შეხვდა უმთავრეს გამოწვევას– ფულის უჩვეული  ფორმის მიუღებლობას. ის არ იყო  უბრალოდ უცნაური. ის სრულიად განსხვავდებოდა ტრადიციული „ფიატისგან“. და BTC-ის მიღების ერთადერთი გზა მაინერისთვის  ფულის გადარიცხვა იყო, რომელიც მზად იყო  გამომუშავებული  მონეტების ნაწილი გაეყიდა. ამიტომ, ენთუზიასტები ავრცელებდნენ ინფორმაციას ბიტკოინების პირდაპირი გადაცემის გზით პოტენციური მომხმარებლებისთვის პირდაპირ  ხელში მიცემით  (უფრო სწორად, ყველასთვის, ვინც დათანხმდებოდა რაღაც  „ახალი ფულის“ საჩუქრად მიღებას).

ასე დაიბადა ბიტკოინ–ონკანები.
 
გაგიკვირდებათ, მაგრამ 2010 წელს პირველი ონკანები იყო მარტივი საბაზისო  გვერდი კაპჩით სპამისგან დასაცავად. მომხმარებლებმა, რომლებიც ასრულებდნენ ანტი-ბოტის შემოწმებას, იღებდნენ  5 BTC–ის და „დიდი მადლობა ჩვენს აქციაში მონაწილეობისთვის“. არსებითად, ეს იყო ნებისმიერი მსურველისთვის  მცირე რაოდენობის BTC–ის  წვეთოვანი მიწოდების მექანიზმი. მისი არსებობის ერთი წლის განმავლობაში, პირველმა ბიტკოინ–ონკანმა დაარიგა 20000 BTC-ზე ცოტა ნაკლები.

  თუ ახლა  წარსულში ყოფნა მოგინდათ, დამშვიდდით. თქვენ მარტო არ ხართ. მაგრამ დაფიქრდით: დააწკაპუნებდით თუ არა დღეს შემთხვევით ბმულზე, რომელიც გპირდებათ ისეთი იდუმალი რამის მიღებას, რომლის შესახებაც არავის სმენია და არც იცი რაში გამოიყენო? ჩვენ დავდებთ 10-ს 1-ის წინააღმდეგ, რომ ამ შეთავაზებას გვერდს აუვლიდით. მაგრამ კრიპტო-ონკანები ჯერ კიდევ არსებობს და მათგან შეგიძლიათ მიიღოთ ციფრული ოქროს (BTC), ვერცხლის (LTC) წვეთი ან უფრო მარტივი ჰეშირებული ბიჟუტერია.

როგორ მუშაობს ონკანები

საიტის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია შექმნას საკუთარი ონკანი მზა სკრიპტის გამოყენებით. პლაგინი დაპროგრამებულია  სატოშის გადახდაზე  დროის გარკვეული ინტერვალებით მინიმალური გატანის ზღვრით.

მაგალითად, შეგიძლიათ მიიღოთ ჯილდო ყოველ 24 საათში და გაიტანოთ ის  1000 სატოშის (0.00001 BTC) დაგროვებისთანავე. ონკანების უმეტესობა საჭიროებს რეგისტრაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული დუბლიკატების შექმნა. ზოგი კი  თვალს ადევნებს  IP მისამართებს და ბლოკავს ყველაზე ხარბებს.

მონეტის მისაღებად, თქვენ უნდა შეასრულოთ რაიმე მარტივი დავალება, რომელიც წყვეტს  საიტის მფლობელის კომერციულ ამოცანებს:

 ● შეავსოთ მოკლე კითხვარი;
  ● მონაწილეობა მიიღოთ ვიქტორინაში;
  ● დააწკაპუნთ სარეკლამო ბანერზე;
  ● ნახოთ რეკლამა;
  ● დაატრიალოთ რულეტკა ონლაინ კაზინოში;
  ● ამოხსნათ მათემატიკური მაგალითი;
  ● დაწეროთ მიმოხილვა
 
ონკანების მფლობელები კრიპტოს არიგებენ  არა კეთილი  გულის გამო, არამედ კომერციული მიზნებისთვის. ისინი ფულს შოულობენ რეკლამის განმთავსებლებისგან და ამაში მათ  ისინი ეხმარებიან, ვისაც მონეტის მოპოვების სურვილი აქვთ. კოლექციონერები რეგისტრირდებიან ათეულობით რესურსზე და ყოველდღიურად შემოვლაზე დადიან , რათა მოაგროვონ  სატოში მათი მომავალი "ლამბოსთვის". ეს არც ისე მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. უკვე რამდენიმე დღეში  ენთუზიასტების უმეტესობა ნებდება, რადგან იღლება ერთი და იგივე ამოცანებით და  სარეკლამო ბანერების ბჟუტვით. ყველაზე ჯიუტები კი ბოტებს იყენებენ.

მაგრამ ვინ იცის, როგორი იქნება BTC-ის ფასი 10 წელიწადში? რა მოხდება, თუ ეს ნამცეცები მფლობელს მისცემს შესაძლებლობას  ლამაზი სახლი იყიდოს სადმე კუალა– ლუმპურის მახლობლად მდებარე კუნძულებზე?

ეარდროპი: დააგემოვნეთ ჩვენი ტოკენი

თუ მოგწონთ უფასო კრიპტოვალუტის გამომუშავების იდეა, მაშინ  შეგიძლიათ airdrops-ის წევრობაც სცადოთ.

კრიპტოვალუტის ბევრი პროექტი უშვებს საკუთარ ERC-20 ტოკენებს და მათ ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მათი შეძენა ETH-ით. ასეთი პროექტების წინაშე დგას საუკუნოვანი დილემა –ქათამი თუ კვერცხი: მათ სჭირდებათ ყურადღების მოზიდვა, მაგრამ მომხმარებლებს ამის ფინანსური სტიმული არ აქვთ, სანამ საზოგადოება არ ჩამოყალიბდება და ტოკენი ცნობილი  არ გახდება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად პროექტები შექმნილი კონტრაქტების ნაწილს უფასოდ არიგებენ, ზუსტად ისე, როგორც სუპერმარკეტებში დეგუსტაციისთვის ძეხვის ნაჭრებს არიგებენ. ისინი აგზავნიან ტოკენებს იმ მომხმარებლების საფულეებში, რომლებიც თანახმა არიან მიიღონ ისინი. უფრო ხშირად, პროგრამის დაწყებას წინ უძღვის ანონსი სოცქსელებში და კრიპტო მედიის გვერდებზე. მომხმარებლებს სთავაზობენ   პროექტის არხების გამოწერას, მის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, გადააზიარონ ტვიტი ან განათავსონ სარეკლამო შეტყობინება საკუთარ გვერდზე. ანუ, თქვენ უნდა დაეხმაროთ დეველოპერებს ახალი ტოკენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში: გაზარდოთ ტიკერის ცნობადობა, ისაუბროთ შესაძლებლობებსა და თვისებებზე.

ასეთ სარეკლამო კამპანიას "ბაუნტი–ეარდროპი" ეწოდება.
ჩვენი აზრით, ეს შემოსავლის უფრო პატიოსანი  ფორმაა, ვიდრე ონკანები. პირველ შემთხვევაში თქვენ ეხმარებით რეკლამის განმთავსებლების მოტყუებას, მეორე შემთხვევაში კი მონაწილეობთ მოტივირებული მფლობელების საზოგადოების შექმნაში. ამიტომ, CEX-ის ბირჟებიც კი არ თაკილობენ  ეარდროპებს. ისინი ზოგჯერ ხდებიან ტოკენების უფასო გავრცელების მამოძრავებელი ძალა და აგზავნიან მათ ტრეიდერების ანგარიშებზე. შემდეგ ატარებენ ლისტინგს პლატფორმაზე, რაც საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ ფული ხელახალი გაყიდვით.

ყველაზე ცნობილი მაგალითია Ethereum airdrop, რომელმაც Bounty– პროგრამის მონაწილეებს წელიწადში 200%-ზე მეტი შემოსავალი მოუტანა. ეს მოხდა Blockchain.com–ზე. XLM ტოკენის ან Huobi ბირჟაზე dYdX-ის შემთხვევაში. Uniswap–ისა და 1Inch–ის ტიპის  DEX– ბირჟები ასევე არ ჩამორჩებიან  ამ მოძრაობას, და  გასცემენ ERC-20 ტოკენებს (მაგალითად, UNI და DBX).

ახლა ყველა  Aptos–ისგან  ელოდება ეარდროპის დაწყებას. მაგრამ რა ფორმატში გაიმართება, ეს ჯერ უცნობია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ airdrop ყოველთვის უფასო აქციაა.

 როდესაც მომხმარებელთაგან გარკვეულ თანხებს ითხოვენ  ტოკენების სანაცვლოდ, ეს არის თაღლითობის უდავო ნიშანი. იგივე ეხება საფულის სიდ–ფრაზას ან პირადი გასაღების მოთხოვნას, ასევე საკომისიოს დაწესებას  ანგარიშში ტოკენის განბლოკვისთვის.

თუ ასეთ შემოთავაზებას წააწყდებით - თავისუფლად გაერიდეთ, არ შეცდებით.

Sidebar ad banner
Recommended