რა სფეროებშია მიზანშეწონილი ბლოკჩეინის გამოყენება
ბლოკჩეინის გამოყენება ბევრ სფეროშია შესაძლებელი, რომელიც ვირტუალურ აქტივებს, ან ტრეიდინგს არ ეხება. რა გადაწყვეტილებებში, მიმართულებებში, ან ინდუსტრიებშია მიზანშეწონილი ბლოკჩეინის გამოყენება?
რა არის ბლოჩეინი მარტივი სიტყვებით
ბლოკჩეინი გარკვეულ ქსელში ინფორმაციის ჩასაწერად და შესანახად განკუთვნილი განაწილებული რეესტრი, დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზაა. ეს საცავი მხოლოდ ციფრული აქტივების, მაგალითად კრიპტოვალუტის, ან ტოკენების ტრანზაქციების, ან ოპერაციებისთვის განკუთვნილი როდია. ბლოკჩეინის გამოყენება სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა მიზნებისთვის არის შესაძლებელი.
ისინი საჯარო და ღია, კერძო და დახურული არსებობს. ამ უკანასკნელ ვარიანტში, ბლოკჩეინს ერთი მფლობელი აკონტროლებს და ის, ზოგადად, რომელიმე კომპანიის, ან ორგანიზაციის კორპორაციული მონაცემთა ბაზისგან არაფრით განსხვავდება. ასევე ჰიბრიდული ბლოკჩეინის ფორმატიც არსებობს, რომელიც მხოლოდ კონკრეტული დარგის, ინდუსტრიის, ან მომსახურების სექტორის წევრებისთვის არის ხელმისაწვდომი. მას „ბლოკჩეინ-კონსორციუმი“ ეწოდება.
სიტყვასიტყვით, ბლოკჩეინი ითარგმნება, როგორიც "ბლოკების ჯაჭვი" და ეს მხოლოდ სიტყვების თამაში არ არია. ტექნოლოგია ბლოკებში (ფუთებში) ბევრი ჩანაწერის შექმნას ეფუძნება. ისინი უწყვეტ ჯაჭვს ქმნის, სადაც ყოველ ჩამოყალიბებულ ბლოკს წინასთან უწყვეტი კავშირი აქვს და მის შესახებ მთელ ინფორმაციას ინახავს (დუბლირებს). ამგვარად, ნებისმიერი ბლოკჩეინის ფუნქციონირების უნიკალური თვისება მიიღწევა - მათში შენახული მონაცემების უცვლელობის, უსაფრთხოების, მთლიანობისა და სანდოობის უზრუნველყოფა.
ნებისმიერ ბლოკში ახალი მონაცემების არასანქციონირებული შეტანის, ან უკვე არსებულის ცვლილება უაზრო ხდება, რადგან ისინი, მეზობელი ბლოკების ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველ ფორმამდე მყისიერად, ავტომატურად იქნება დაკორექტირებული. შესაბამისად, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე აგებული გადაწყვეტილებები ინფორმაციის სანდოობას, უცვლელობასა და მთლიანობას უზრუნველყოფს, ასევე ნებისმიერი რაოდენობის მონაწილესა და დაინტერესებულ მხარეს (სტეიკჰოლდერი) შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ბლოკების ფორმირების პრინციპი
როგორც ადრე აღინიშნა, ბლოკჩეინის გამოყენება სხვადასხვა სფეროში, ინდუსტრიასა და მიმართულებაშია შესაძლებელი, რომლებიც კრიპტოვალუტის ბაზართან საერთოდ არ არის დაკავშირებული. მოდით, ვნახოთ, ციფრული აქტივების ინდუსტრიის მიღმა, სად არის ბლოკჩეინის გამოყენება მიზანშეწონილი.
ბლოკჩეინის გამოყენების სფეროები
არსებობს ათობით, ალბათ, ასობით სფეროც კი, სადაც ბლოკჩეინის გამოყენება მონაცემთა შენახვის არსებულ სისტემას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა და ბოროტმოქმედების, ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან მოდიფიკაციის ნებისმიერი მცდელობისადმი მდგრადობას უზრუნველყოფდა.
ბლოკჩეინის გამოყენების იუზქეისები
უძრავი ქონების, მიწის და ა.შ. მესაკუთრეთა სახელმწიფო რეესტრი
ბლოკჩეინს სახელმწიფო რეესტრებში, ან მონაცემთა ბაზაში მონაცემების შენახვის გაუმჯობესების საშუალება აქვს. დარღვევების დიდი რაოდენობა თაღლითების, ან ბოროტმოქმედებების მცდელობებს უკავშირდება, რომლებიც სხვისი ქონების მითვისების მიზნით ასეთ რეესტრებში ცვლილებების შეტანა სურთ. ამისთვის კერძო ნოტარიუსების, ან სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა გამოიყენება, რომლებსაც ანაზღაურების სანაცვლოდ ცვლილებები შეაქვთ, რითაც კანონს არღვევენ და დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან. ამ სფეროში დანერგილი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები ასეთ დარღვევას შეუძლებელს გახდიდა.
ლოგისტიკა
კომპანიების დიდი რაოდენობა, რომელიც ტვირთების საჰაერო, წყლით, ან სახმელეთო ტრანსპორტირებითაა დაკავებული, თავისი ლოგისტიკის მართვის სისტემების გაუმჯობესებითაა დაინტერესებული. ეს სფერო ტვირთგადამზიდი და საფოსტო კომპანიებისთვის, ოფლაინ- და ონლაინ-რითეილერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა დაინტერესებულია იმით, რომ საქონელი “ა” წერტილიდან “ბ” წერტილში რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით იყოს მიწოდებული. არსებული სისტემები, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, მონაცემთა უტყუარობისა და მეთოდიკების ეფექტურობის გარანტიას ვერ იძლევა.
საბოლოო საქონლის ან ნედლეულის სასიცოცხლო ციკლი
მომხმარებლები, რომლებიც პროდუქციას, ან რაიმე საქონელს ირჩევენ, ცდილობენ გაიგონ, რა ნედლეული იყო გამოყენებული პროდუქტის შესაქმნელად, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ის, რისგან დამზადდა შეფუთვა და ა.შ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მონაცემები შეფუთვაზე მითითებს.
არჩევნების უზრუნველყოფის, ან ელექტრიული ხმის მიცემის სისტემები
საჯარო ბლოკჩეინს შეუძლია, სხვადასხვა დონეზე ნებისმიერ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის, ეროვნული გამოკითხვების, ან რეფერენდუმების შედეგების გარანტია უზრუნველყოს. ხმები დეცენტრალიზებულ რეესტრში მოდიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე ინახება. საჯარო ბლოკჩეინის წყალობით, პროცესისთვის რეალურ დროში თვალის დევნება ყველას შეუძლია: პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უცხოელ დამკვირვებლებს, ან ნებისმიერ მოქალაქეს. ამრიგად, კენჭისყრის შედეგების გაყალბება შეუძლებელი გახდება, ისეთი სახელმწიფო ორგანო კი, როგორიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, შესაძლოა, დაიშალოს, რადგან ხმების დათვლისა და მოქალაქეების კენჭისყრის შედეგების რეალურ დროში ინფორმირების ფუნქციები ბლოკჩეინს დაეკისრება.
ჯანდაცვის სფერო
დაავადებისა და მკურნალობის ისტორიის შენახვა ბლოკჩეინში შეიძლება. ლოკალური მონაცემთა ბაზების ნაცვლად, რომლებიც გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებს ავსებს, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების გამოყენება უფრო უპრიანი იქნებოდა. პანდემიის მოზღვავების გათვალისწინებით, ასეთი სისტემისადმი ნდობა უფრო დიდი იქნებოდა, საზღვრების კვეთა კი - უფრო ადვილი. მოქალაქეების ვაქცინაციის სერტიფიკატებისა და ექიმების ლიცენზიის შემოწმებას ნებისმიერი მსურველი შეძლებდა. ამასთან, ყველა დოკუმენტი გაყალბებისგან საიმედოდ იქნებოდა დაცული.
ამ სფეროების გარდა, ბლოკჩეინის გამოყენება ფინანსების, დაკრედიტების, დაზღვევის, ნივთების ინტერნეტის (IoT), ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო მომსახურების, ციფრული იდენტობის, სახელმწიფო მმართველობისა, ტენდერების ჩატარებისა და სხვა სფეროებში იქნებოდა უპრიანი. ამ ჩამონათვალიდან რომელიმეზე უფრო ვრცლად, შესაძლოა, ჩვენ მომდევნო სტატიაში ვისაუბროთ.
სხვათა შორის, მსოფლიოში ქრაუდფანდინგის ყველაზე ცნობილი პლატფორმა Kickstarter ბლოკჩეინზე გადასვლასა და ამ საკითხის დეტალურ შესწავლას გეგმავს.