WhiteBIT-ის CEO: ბლოკჩეინის მასობრივი ინტეგრაციის ზღვარზე ვართ

ფოტო - WhiteBIT-ის CEO: ბლოკჩეინის მასობრივი ინტეგრაციის ზღვარზე ვართ
მაისის ბოლოს, უკრაინის კრიპტოსამყაროს ყურადღება ერთდროულად ორმა მასშტაბურმა მოვლენამ მიიპყრო – ETHKyiv ჰაკათონის წინამორბედმა ღონისძიებამ DAYZERO და ეროვნული საგანმანათლებლო პლატფორმა „Дія.Освіта“-ს ვებინარების "კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სამყარო"-ს დაწყებამ.
ვოლოდიმირ ნოსოვი, კრიპტოვალუტური ბირჟის WhiteBIT-ის აღმასრულებელი დირექტორი, გახდა უკრაინული Web3 ინდუსტრიისთვის ამ მნიშვნელოვანი პროექტების მონაწილე. კრიპტოღონისძიებამ DAYZERO, რომელიც დაიგეგმა, როგორც ETHKyiv-ის პრელუდია, შეკრიბა ამ სფეროს ნოვატორები და ლიდერები. მომხსენებლებმა არა მხოლოდ გააზიარეს თავიანთი მოსაზრებები, არამედ დაეხმარნენ მონაწილეებს, რომლებიც არ იცნობდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს, გარკვეულიყვნენ მათ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებში.

ციფრული განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბორნიაკოვის თქმით, უკრაინას შეუძლია გახდეს კრიპტოკომპანიების მუშაობის და განვითარების შესაფერისი იურისდიქცია. WhiteBIT-ის CEO-მ, ვოლოდიმირ ნოსოვმა, რომელიც DAYZERO-ს გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, დამსწრეების ყურადღება მიიპყრო კვალიფიციური დეველოპერების ნაკლებობას, რაც საგანმანათლებლო პროგრამების და კვალიფიკაციის ამაღლების  კურსების არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული. ამავდროულად, WhiteBIT უკვე მუშაობს ამ პრობლემის გადაჭრაზე.
პირველ რიგში, დგას კადრების დეფიციტის საკითხი და კომპანიები ხარბად დაიქირავებენ ადამიანებს, რათა არ აღმოჩდნენ კონკურენტული ბრძოლის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენი საერთო საგანმანათლებლო პროექტი კიევ-მოჰილას აკადემიასთან არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბლოკჩეინის ინდუსტრიის მომავალი სპეციალისტების აღზრდის გზაზე, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას დაიკავოს მოწინავე პოზიცია მომავლის ამ სფეროში გლობალურ დონეზე
თვლის ვოლოდიმირ ნოსოვი
ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კრიპტობირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები  ეკონომიკისთვის შეიძლება სასარგებლო ინსტრუმენტები გახდეს.
ჩვენ ვიმყოფებით ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მასობრივი ინტეგრაციის ზღვარზე ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ბოლოს და ბოლოს, დეცენტრალიზებული ქსელი და შეზღუდული ემისია არის ის, რაც აღმოფხვრის პრიბლემებს, რომელიც დღეს აწუხებს ეკონომიკას. ხოლო ბიტკოინი, თავის მხრივ, შემდგომში გახდება ციფრული ოქრო მომავალი თაობისთვის, რომელიც აღარ აღიქვამს ფიატურ ვალუტას ან ძვირფას ლითონებს, როგორც ბაზას
დარწმუნებულია WhiteBIT-ის CEO
ასევე, ვოლოდიმირ ნოსოვი გახდა 22 მაისს გამართული  „Дія.Освіта“-ს პირველი ვებინარის, „კრიპტოვალუტები - ახალი რეალობა“ მომხსენებელი. ის ხსნის ვებინარების სერიას „კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სამყარო: რითი დავიწყოთ?“. თავის გამოსვლაში ვოლოდიმირმა ყურადღება გაამახვილა ბლოკჩეინის როლზე სტაგნაციურ ფინანსურ სისტემაში.
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის და კრიპტოვალუტების გაჩენა ფინანსური სისტემის განვითარების სტაგნაციის შედეგია. ეს ტექნოლოგიები ათანაბრებს ფინანსურ სექტორს და საშუალებას აძლევს მას არ ჩამორჩეს გარე სამყაროს
თქვა ნოსოვმა „Дія.Освіта“-ს პირველი ვებინარის დროს
ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მასობრივი დანერგვა უკვე ახლოსაა. ამას მოწმობს მათ მიმართ ინტერესის ზოგადი ზრდა და კრიპტოსაზოგადოების განვითარება მთელ მსოფლიოში და კერძოდ უკრაინაში.

GC
GN Crypto
ავტორი