ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დაავალდებულეს ბიზნესი, წარმოედგინათ მონაცემები გარემოზე მათი გავლენის შესახებ. კრიპტოინდუსტრიას მოუწევს, ნახშირბადის კვალი აანაზღაუროს.
მდგრადი განვითარების შესახებ კორპორაციული ანგარიშგების შესახებ ევროკავშირის ახალი დირექტივის მიხედვით, ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნა ვრცელდება როგორც მსხვილ ევროპულ კომპანიებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე. არაევროპული კომპანიებისთვის ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ევროკავშირში ფილიალი აქვთ, ან ევროპასთან სავაჭრო ბრუნვა 150 მილიონ დოლარს აღემატება. ეკოლოგიაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები მომავალი წლის შედეგად უნდა იყოს წარმოდგენილი.
ამასთან, კრიპტოვალუტის კომპანიების ეკოანგარიშვალდებულებამ შეიძლება, მნიშვნელოვნად გააფუჭოს მონაცემები მათ მიერ მოხმარებული ენერგორესურსების შესახებ. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებაზე კრიპტოინდუსტრიის გავლენის საკითხები არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ინვესტორების შეშფოთებასაც იწვევს. ამიტომ მაინერები ცდილობენ, კრიპტომაინინგის პროცესები უფრო eco-friendly გახადონ. რიგი კრიპტოპროექტები თავს წარმოაჩენენ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა (და ბევრი თვალსაზრისით ასეთები არიან კიდეც).
ელექტროენერგიის მოხმარება: "მწვანე" კრიპტოვალუტა vs Visa
წყარო: CCRI
"მწვანე" კრიპტოვალუტა და მისი თავისებურებები
აქ შეგვიძლია, აღვნიშნოთ ბლოკჩეინ Ethereum-ის ბოლოდროინდელი პროტოკოლიდან Proof-of-Work (PoW, მუშაობის დადასტურება) Proof-of-Stake-ზე (PoS, წილის დადასტურება). სხვა ბენეფიტებს შორის, PoS-მა აღმოფხვრა ენერგომოცულობითი მაინინგის საჭიროება - მაინერები ვალიდატორებმა ჩაანაცვლეს. ისინი ადასტურებენ ახალ ტრანზაქციას „სტეიკინგის“ დახმარებით (მონეტები, რომლებიც "სტეიკერებისგან" დროებითაა ნაქირავები) და ამისთვის იღებენ ჯილდოს ETH მონეტებში (ანაწილებენ მას ყველა მომხმარებელს შორის, ვინც დაბლოკა თავისი მონეტები ვალიდატორის სასარგებლოდ). ინოვაციამ მაშინვე შეამცირა Ethereum ქსელის ენერგიის მოხმარება 99,9%-ით.
თავის მხრივ, პლატფორმამ Polygon განაცხადა, რომ ნახშირბადის ნეიტრალურობას მიაღწია. კომპანიამ ნებაყოფლობით გამოისყიდა $400 ათასის ოდენობის ნახშირბადის კრედიტები (ნახშირბადის კრედიტი არის ნებართვა ატმოსფეროში გამოყოფილ კვოტებზე უფრო მეტი გამონაბოლქვისთვის). ამრიგად, Polygon-მა 105 ათასი ტონა CO2-ის კომპენსაცია მოახდინა, რომელიც თავისი საქმიანობის დაწყებიდან დააგენერირა.
მონეტა Chia ამცირებს ნახშირბადის ემისიას სივრცისა და დროის დადასტურების (PoST) პროტოკოლის დახმარებით. ის იყენებს არა ვიდეობარათებისა, ან პროცესორების სიმძლავრეს, არამედ თავისუფალ ადგილს მომხმარებლის მყარ დისკზე, აფიქსირებს დროს, რომლის დროსაც იქ მონაცემთა მასივი ინახებოდა. Chia Network-ში ირწმუნებიან, რომ ქსელის მუშაობისთვის BTC ქსელის ენერგომოხმარების დაახლოებით 0.1% გამოიყენება. თუმცა, ეკოაქტივისტების თვალსაზრისით, Chia-ს კონცეფციას სერიოზული ნაკლი აქვს. მონეტის „კულტივაციის“ პროცესის შედეგად კომპიუტერული აღჭურვილობა ლამის თვეში ერთხელ შესაცვლელი ხდება. ამავდროულად, Chia Network მეორე სიცოცხლეს მეორად პერსონალურ კომპიუტერებს სძენს და ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს იმ მონაცემთა საცავების პროვაიდერებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ცარიელია.
Algorand ქსელი პარტნიორობს ClimateTrade-თან, რომელიც ეხმარება საწარმოებს, თავიანთი ემისიები ბლოკჩეინის გამოყენებით აკონტროლონ. ახლა Algorand-მა აამოქმედა "მწვანე" სმარტ კონტრაქტი, რომელიც ავტომატურად აგზავნის საკომისიოს გარკვეულ პროცენტს ნახშირბადის კრედიტების შესაძენად. გარდა ამისა, Algorand Network იყენებს გაუმჯობესებულ PPoS პროტოკოლს და აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი ტრანზაქცია მოიხმარს კვტ/სთ-ის მხოლოდ მემილიონედს იმ დროს, როდესაც ბიტკოინის ქსელში ერთი გადარიცხვა 1,2 ათას კვტ/სთ-ზე მეტს "ჭამს“.
ნახშირბადის ნეიტრალურობას Solana-აც მიაღწია, რომელიც ნახშირბადის ემისიის კომპენსაციის პროგრამას შეუერთდა. თავის ენერგოეფექტურობას Solana PoS-ისა და ისტორიის დადასტურების განსაკუთრებული პროტოკოლის (PoH) კომბინაციით აუმჯობესებს. PoH ბლოკებში დროის ნიშნებს ამატებს, რაც შესაძლებელს ხდის ზუსტ განსაზღვრას, როდის მოხდა ტრანზაქცია. შედეგად, Crypto Carbon Ratings Institute-ის (CCRI) შეფასებით, Solana თითო ტრანზაქციაზე მხოლოდ 0,166 Wh-ს მოიხმარს.
ელექტროენერგიის მოხმარება PoS-ქსელებში
წყარო: CCRI Crypto Sustainability Indices
კრიპტოვალუტის „გამწვანება“ 2023 წელსაც გაგრძელდება
ცხადია, ხელისუფლების მხრიდან კლიმატური ზეწოლისა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის პირობებში, კრიპტოინდუსტრია ფსონს ემისიების შემცირებასა და ენერგოეფექტურობაზე დებს. კრიპტოვალუტის "მწვანე" ძალისხმევა ასევე მიზნად ინვესტორებისა და მომხმარებლების მხარდაჭერის გაზრდასაც ისახავს.
სულ სხვა საკითხია, ნებისმიერი კრიპტოპროექტის სრულად ეკოლოგიურად სუფთად წოდება. ეს გარკვეულწილად მართალი არც იქნება. თავი რომ დავანებოთ ნახშირბადის კრედიტის ბაზარს, რომელიც უფრო ფულს ეხება, ვიდრე გარემოს. მაინც, კომპიუტერული ტექნიკის, ან ელექტროენერგიის წარმოებისთვის ხშირად გამოიყენება რესურსები და ნედლეული, რომლებსაც ძნელად შეიძლება ეწოდოს განახლებადი. აქ შეგიძლიათ პარალელი "მწვანე" ქარის ენერგეტიკასთან გაავლოთ. ქარის ტურბინები დამზადებულია ფოლადისგან, რომელსაც ადნობენ ძალზე ენერგომოცულობით, "ბინძურ" წარმოებაში. სამწუხაროდ, ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე ადამიანი ვერ ფუნქციონირებს ისე, რომ ჩვენი პლანეტის სხეულზე მტკივნეული ნიშნები არ დატოვოს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამისკენ ისწრაფვის, მათ შორის კრიპტოვალუტის დარგშიც.