რატომ გაიზარდა ბიტკოინი $20 000-ზე მაღლა?

ფოტო - რატომ გაიზარდა ბიტკოინი $20 000-ზე მაღლა?
ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვლუტის ბაზარზე სტაბილური ზრდა ფიქსირდება, ხოლო ბიტკოინი 20 000 დოლარზე მაღლა მყარად დაფიქსირდა. რამ ითამაშა საწვავის როლი ამ ზრდისთვის?
ტრეიდერების დიდი რაოდენობა რამდენიმე კვირის წინ დარწმუნებული იყო, რომ ბიტკოინი შეიძლება 14 ათას დოლარამდე დაეცეს. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება, ფასი დინების წინააღმდეგ წავიდა და ჩვენ ვნახეთ მოულდოენელი შემობრუნება.

ახლა ბიტკოინი, პირველად FTX ბირჟის ჩამოშლის შემდეგ, ისევ $20,000-ზე მეტი ღირს. ასეთი ძლიერი ზრდის რამდენიმე მიზეზი მაინც არსებობდა. მოდით თითოეული მათგანი განვიხილოთ.

ინფლაციის შემცირება და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის რიტორიკის შერბილება

აშშ-ში ინფლაციის მონაცემები 12 იანვარს გამოქვეყნდა. წლიური მაჩვენებელი 6,5 პროცენტამდე შემცირდა. ეს დაემთხვა პროგნოზს და ბიტკოინს 19 000 დოლარზე მაღლა აწევის საშუალება მისცა.

ზრდას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) რიტორიკის ცვლილებამ, რომელიც მანამდე ძალზე აგრესიული იყო. ახლა სარეზერვო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკრედიტების განაკვეთების ზრდა შეიძლება 5 პროცენტზე შეჩერდეს. ამ დონემდე მხოლოდ 50 საბაზისო პუნქტი რჩება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ FRS მალე შეწყვეტს ინფლაციის შეკავებას. როგორ მოქმედებს ეს ბიტკოინის ფასზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში.
აშშ-ის სამომხამრებლო ფასების ინდექსი (г/г) წყარო: Investing.com

აშშ-ის სამომხამრებლო ფასების ინდექსი (г/г) წყარო: Investing.com

საფონდო ბაზრის ზრდა

ბოლო წლებმა აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი გლობალურ ეკონომიკასთან და, კერძოდ, აშშ-ის ეკონომიკასთან კორელაციაშია. როდესაც აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2020 წელს ფულის საბეჭდის ჩართვა, ამან უზრუნველყო საჭირო „საწვავი“ საფონდო ბირჟის ზრდისთვის, რასაც  კრიპტაც მიჰყვა.

ამჯერად საფონდო ბირჟამ ასევე მცირე ზრდა აჩვენა ინფლაციასთან დაკავშირებით დადებითი მონაცემების გამო: S&P500 ინდექსი რამდენიმე დღეში 3%-ზე მეტით გაიზარდა და ფსიქოლოგიურ ნიშნულს 4000$-ს მიუახლოვდა. ბიტკოინმა, როგორც უფრო სარისკო და არასტაბილურმა აქტივმა, უფრო ძლიერი აღდგენა აჩვენა.

შორტისტების კასკადური ლიკვიდაცია

მთლიანობაში, კრიპტოვალუტების ბაზარზე განწყობა დათვური იყო. ამაზე მიუთითებდა შიშისა და სიხარბის ინდექსი, ნეგატიური სიახლეები ბაზარზე, ასევე ტექნიკური ანალიზის ზოგიერთი მაჩვენებელი.

ინფლაციის თაობაზე დადებითი მონაცემების მოლოდინში გამოცდილ მოთამაშეებს იმედი ჰქონდათ, რომ ფასმა უკვე გაითვალისწინა პროგნოზი და, შესაბამისად, იმუშავებდა წესი: იყიდეთ მოლოდინებზე და გაყიდეთ სიახლეებზე. დაფიქსირდა დიდი რაოდენობით მოკლე პოზიცია, რომლებიც საბოლოოდ ლიკვიდირებულ იქნა იმის გამო, რომ მარკეტ-მეიკერმა ბიტკოინის ფასი ოდნავ აწია, ვიდრე ტრეიდერები ელოდნენ. Stop Loss-მა დაიწყო მუშაობა, რაც გადაიქცა ჯაჭვურ რეაქციად ბიტკოინის გამოსყიდვის მიზნით. ლიკვიდაციების ჯამურმა  მოცულობამ 725 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის დაუფასებლობა

MVRV Z-Score ინდიკატორი გვეხმარება იმის დადგენაში, არის თუ არა აქტივი გადაჭარბებული თუ დაფასებული მის „სამართლიან ღირებულებასთან“ შედარებით. გასული წლის მეორე ნახევრიდან ეს მაჩვენებელი დაბალ დიაპაზონში იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბიტკოინი თავის „სამართლიან ღირებულებას“ ვერ აღწევს. ამ დიაპაზონში საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით, ამიტომ ველოდით, რომ სიტუაცია მალე შეიცვლებოდა და ზრდა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ MVRV Z-Score გამოითვლება აქტივის საბაზრო და რეალიზებულ კაპიტალიზაციას შორის სხვაობის ოდენობით.
ინდიკატორი MVRV Z-Score წყარო: Lookintobitcoin.com

ინდიკატორი MVRV Z-Score წყარო: Lookintobitcoin.com

კორელაცია ბიტკოინის წინა ციკლთან

კრიპტოვალუტის ბაზრის ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ბიტკოინი ციკლურია და თითოეული ციკლი დაახლოებით 4 წელი გრძელდება. თუ გადახედავთ ძირითადი კრიპტოვალუტის სქემას მისი ისტორიის მანძილზე, დაინახავთ, რომ ეს მართლაც ასეა.

დათვური ბაზრის წინა ფაზა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც 2019 წელს კარგი ზრდა დავინახეთ. იმ დროს ბიტკოინმა არ გაიმეორა წარსული კურსების წარმატება, მაგრამ ზრდა მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. დაახლოებით იგივე დრო გავიდა ამ დათვურ ბაზარზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მართლაც წინა ციკლთან  კავშირი არსებობს.
ბიტკოინის ციკლები წყარო: Tradingview

ბიტკოინის ციკლები წყარო: Tradingview