რატომ არ აფრინდა LGBT Token
ბევრი LGBTQ+ ორგანიზაცია აწყდება პრობლემებს, რომლებიც დისკრიმინაციასა და დაფინანსებაზე წვდომასთანაა დაკავშირებული. მათ მოსაგვარებლად, LGBT Foundation-მა და PrideLife-მა LGBT Token შექმნეს. მაგრამ ის აღიარების გარეშე დარჩა. რატომ?
მსოფლიოში, სადაც ტრადიციულ ფინანსურ სისტემებს ხშირად არ შეუძლია ან არ სურს ემსახუროს მარგინალიზებულ თემებს, LGBT Token ჩაფიქრებული იყო, როგორც უნივერსალური გადაწყვეტილება გლობალური ვარდისფერი ეკონომიკისთვის. ეს კრიპტოვალუტა განკუთვნილი იყო $4,6 ტრილიონიანი (სწორედ ასე შეფასდა 2017 წელს იმ კომპანიების ბრუნვა, რომლებიც თემის საჭიროებებს ემსახურებიან), არასაკმარისი მხარდაჭერის მქონე ბაზარზე გამოსაყენებლად.
მსოფლიო ლგბტ+ ბაზარი ახლაც უზარმაზარია. შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის კვლევის თანახმად, 2022 წელს, ფულადი თვალსაზრისით, მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ის გახდებოდა მეოთხე ყველაზე ძლიერი გლობალური ეკონომიკა, იაპონიის შემდეგ, მაგრამ გაუსწრებდა გერმანიას.
LGBT Token შეიქმნა LGBT Foundation-ის მიერ. ესაა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება. 2017 წელს ფონდი დაარსდა მგზნებარე ადამიანების გუნდის მიერ, რომლებსაც ყველასთვის ინკლუზიური სამყაროს შექმნა სურდათ.
პროექტის შემქმნელები კრიპტოვალუტის გაყვანას LGBTQ+-ის თემის ყოველდღიური ტრანზაქციების წინა პლანზე გეგმავდნენ. გუნდი თვლიდა, რომ შიდა ტოკენი ცნობიერების ამაღლებასა და სექსუალური უმცირესობების სხვადასხვა ინიციატივის კონფიდენციალურ დაფინანსებას დაეხმარებოდა.
Hornet Networks-ის დახმარების წყალობით, რომელსაც მთელს მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, LGBT Token-ს შეეძლო, გამხდარიყო გადახდის ძირითადი საშუალება თემის როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური პროექტებისთვის.
LGBT Token-ის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა პროგრამა LGBT Impact, რომელიც მიზნად ისახავს ცალკეული პირებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც LGBTQ+ თემს მომსახურებას უწევენ. ფონდი იმედოვნებდა, რომ მსოფლიო კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააფართოებდა არატრადიციული ორიენტაციის პირების შესაძლებლობებს, ასევე გაზრდიდა მათი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას.
პროექტის "ვარდისფერ წიგნში" (BTC-ის Whitepaper-ის ანალოგი) მითითებული იყო, რომ LGBT Token აგებული იყო Ethereum-ის ბლოკჩეინზე, რაც ყველა ტრანზაქციის უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა. ტოკენი ჰპირდებოდა სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საშუალებას მისცემდა ადამიანებს, გაეღოთ ან მიეღოთ შემოწირულებები ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც თემის მიმართ თანაგრძნობა გააჩნიათ.
პროექტის დამფუძნებლებმა ბლოკჩეინზე აივ თვითტესტირების დანერგვის ინიციატივის ამოქმედებაც კი მოახერხეს. ეს პროგრამა მიმართული იყო იმაზე, რომ გაეხადა გამოკვლევები ხელმისაწვდომი და ანონიმური მარგინალიზებული მოსახლეობისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ზონაში იმყოფებიან. დაგეგმილი იყო, რომ ისინი შეუკვეთდნენ თვითტესტირების კომპლექტებს პროექტის შიდა ტოკენის მეშვეობით, რომელიც საზოგადოებაში სხვადასხვა სახის აქტივობებისთვის დაირიცხებოდა. სექსუალური უმცირესობების უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიასთან თანამშრომლობს, ამიტომ ტოკენების მხარდაჭერა გრანტებისა და გარე დაფინანსების ხარჯზე უნდა მომხდარიყო.
მაგრამ, ამ მისასალმებელი მიზნების მიუხედავად, LGBT Token-მა მსოფლიოში აღიარება ვერ პოვა და 2019 წელს პროექტი დამკვირვებელთა რადარებიდან მთლიანად გაქრა.
ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით:
1. მცდარი წარმოდგენა კრიპტოვალუტების შესახებ, რომლებიც ხშირად სარისკოდ ან თაღლითურადაც კი ითვლება. სამწუხაროდ, LGBTQ+ თემში სკეპტიკოსებისა და ენთუზიასტების პროცენტული თანაფარდობა დანარჩენი მსოფლიოსგან არაფრით განსხვავდება.
2. არსებული კულტურული ბარიერები, რომლებიც სპეციალურად გეი ადამიანებისთვის შექმნილი ციფრული ვალუტის ფართო დანერგვას უშლის ხელს. დამფუძნებლები წააწყდნენ სიტუაციას, როდესაც თავად თემის წევრები ამბობდნენ უარს იმ პროექტთან საქმის დაჭერაზე, რომელიც მათმა მეგობრებმა შექმნეს. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მათ უფლებებს არღვევდა არანაკლებ, ვიდრე ღამის კლუბები, სადაც შესვლა მხოლოდ გეებსა და ლესბოსელებს შეეძლოთ.
3. არაკომერციული პროექტის მიმართ ინტერესის არარსებობა. შესაძლებელი იყო LGBT Token-ის ყიდვა, მაგრამ არა მისი გაყიდვა, შესაბამისად, მისი მფლობელები ფულს ვერ გამოიმუშავებდნენ. კეთილი მიზნები და თანამოაზრეების მხარდაჭერა აღმოჩნდა იმ პრიორიტეტების სიის ბოლოში, რომლებიც თემის წევრებმა საკუთარ თავს დაუსახეს.
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა". 2023 წლის იანვარში ესპანეთში ამოქმედდა კიდევ ერთი კრიპტო-LGTBIQ+ პროექტი Algorand-ის ბლოკჩეინზე. ახალ ტოკენს ეწოდა “MariCoin”, რამაც სექსუალური უმცირესობების მხრიდან აღშფოთება მაშინვე გამოიწვია. სიტყვა "maricon" ხომ ესპანურიდან ითარგმნება როგორც "პედიკი".
საინტერესოა რამდენ ხანს გაძლებს ეს სექსკოინი ბაზარზე?