რატომ შეუყვარდა სამხრეთ კორეას XRP?

icon BTC
icon XRP
icon JST
ფოტო - რატომ შეუყვარდა სამხრეთ კორეას XRP?
ზოგჯერ კრიპტოვალუტები განსაკუთრებით პოპულარული ხდება პლანეტის კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში. მაგალითად, ამერიკელი კრიპტელების უმეტესობას ტრადიციულად ურჩევნია ინვესტირება ბიტკოინებში განახორციელოს. თავის მხრივ, სამხრეთ კორეაში XRP 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი ტოკენი გახდა.
ასე მაგალითად, XRP ვაჭრობის მოცულობა სამხრეთ კორეის ოთხ უმსხვილეს ბირჟაზე (UpBit, Bithumb, Coinone და GOPAX) 4 თვის განმავლობაში მკვეთრად, $16 მილიარდამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ XRP არის Ripple კრიპტოვალუტური საგადახდო სისტემის ნაწილი. ტოკენის გამოყენებით ბანკებს, კორპორატიული სექტორს, სამთავრობო უწყებებს და ა.შ. შეუძლიათ განახორციელონ ოპერაციები ფიატთან რეალური დროის რეჟიმში. ფაქტობრივად, Ripple ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის SWIFT-ის სისტემას ანაცვლებს.

XRP-ის გარდა, სამხრეთ კორეაში ყველაზე პოპულარული ალტკოინების სიაში სხვა კრიპტოვალუტებიც შედის. მეორე ადგილს  Nano (XNO) იკავებს, რომელიც სამხრეთ კორეელებს უსაფრთხო, პრაქტიკულად მომენტალური გადახდების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს საკომისიოს გარეშე. მათ მოსდევს Dogecoin (DOGE) და Ethereum (ETC). ამასთანავე, XRP-ის სავაჭრო მოცულობა 3-ჯერ აღემატება XNO-სა და DOGE-ს მოცულობას.
წყარო: Kaiko Research

წყარო: Kaiko Research

XRP bullrun-ის მთავარი მიზეზი არის ინვესტორების ფსონი იმაზე, რომ Ripple მოიგებს სასამართლო დავას აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC).

პროცესი ორწელიწადნახევარია მიმდინარეობს. SEC-ი აშშ-ის კანონების დარღვევაში ადანაშაულებს Ripple-ს, მის გენერალურ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს და თანადამფუძნებელს კრის ლარსენს. მარეგულირებელი ამტკიცებს, რომ XRP ტოკენი კომპანიას უნდა დაერეგისტრირებინა როგორც ფასიანი ქაღალდი. Ripple SEC-ის ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებს და მიაჩნია, რომ XRP ციფრულ ვალუტად უნდა ჩაითვალოს.

თუმცა, მარტში, ტრეიდერებმა Ripple-სგან საინტერესო საინფორმაციო შეტყობინება მიიღეს. მასში საუბარი იყო Binance.US-ის გეგმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაკოტრებული კრიპტოკრედიტორის, Voyager Digital გადარჩენის გეგმის ირგვლივ. Binance-ის ამერიკულ განყოფილებას სურდა Voyager-ის აქტივების (მათ შორის VGX ტოკენის) შეძენა. Ripple-ის ინფორმაციით, SEC ამ გარიგების  წინააღმდეგ გამოდიოდა. კომისია ამტკიცებდა, რომ VGX არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო Binance არის ფასიანი ქაღალდების დაურეგისტრირებელი  ბირჟა. მაგრამ, მოსამართლე არ დაეთანხმა SEС-ის მოსაზრებებს და მარეგულირებლის არგუმენტებსა და მოთხოვნებს ბუნდოვანი უწოდა. Ripple-ში ეს ამბავი აღიქვეს, როგორც ძალზე პოზიტიური.
სახეზეა იძულება მკაფიო წესებისა და რეგულირების ნაცვლად, რაც მთელი ინდუსტრიის სურვილია
, - შეაჯამა Ripple-ის პრეზიდენტმა მონიკა ლონგმა.
XRP-ის ფასის ცვლილება 2023 წლის თებერვალ-აპრილში წყარო: CoinMarketCap

XRP-ის ფასის ცვლილება 2023 წლის თებერვალ-აპრილში წყარო: CoinMarketCap

შედეგად, 21 აპრილს, აშშ-ის მთავრობასა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების კომიტეტს  Voyager-ს შორის დადებული მორიგებიდან 2 დღეში, ნიუ-იორკის საოლქო სასამართლომ კომპანიის აქტივების გაყიდვა საბოლოოდ დაადასტურა. ბოლო დაბრკოლება, რომელიც Binance.US-ს და Voyager Digital-ს გარიგების დასრულებაში ხელს უშლიდა, მოხსნა.

შესაბამისად, Ripple-ის იურიდიული პერსპექტივები სულ უფრო და უფრო წარმტაცად გამოიყურება. მაგრამ საღი აზრი გვკარნახობს, რომ კომპანიის წაგების ალბათობა  ნულოვანი ჯერ კიდევ არ არის. თუ სასამართლო მარეგულირებლის მხარეს დაიჭერს, XRP-ის სამხრეთ კორეული თავმბრუდამხვევი რბოლა, სავარაუდოდ, დასრულდება. რა შეიძლება იყოს ასეთი დასასრულის საწინდარი?

საქმეში SEC vs. Ripple, კრიპტოს სფეროს ადვოკატი ჯონ დიტონი წარმოადგენს XRP მფლობელებს, როგორც amicus curiae. Amicus curiae (სიტყვასიტყვით „სასამართლოს მეგობარი“) არიან ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც არ წარმოადგენენ დავის მხარეს. თუმცა, მათ უფლება აქვთ დაეხმარონ სასამართლოს, მიაწოდონ  ინფორმაცია ან ექსპერტიზა, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. დიტონი ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესის საბოლოო შედეგის შესახებ ინსაიდერული ინფორმაციის დალოდებას აზრი არ აქვს.

მხოლოდ მოსამართლე და სასამართლო პერსონალის ვიწრო წრე იგებს გადაწყვეტილების შესახებ მის ოფიციალურ გასაჯაროებამდე.
წყარო: ჯონ დიტონის Twitter

წყარო: ჯონ დიტონის Twitter