სან–ფრანცისკოს პოლიციის რობოტებს მოკვლის უფლებას მისცემენ?

icon FOR
ფოტო - სან–ფრანცისკოს პოლიციის რობოტებს მოკვლის უფლებას მისცემენ?
სან–ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტი წინადადებით გამოდის რობოტებს განსაკუთრებულ შემთხვევებში სასიკვდილო ძალის გამოყენების უფლება მიეცეს. პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში ხმის მიცემის პროცესი 29 ნოემბერს შედგება.
ამჟამად სან–ფრანცისკოში საპოლიციო რობოტების უფლებების და შესაძლებლობების აქტიური განხილვა მიმდინარეობს. ქალაქის სადამკვირვებლო საბჭომ პოლიციის სამმართველოსგან რობოტებისთვის მოკვლის უფლების მინიჭებაზე შუამდგომლობა მიიღო. რა თქმა უნდა, საუბარია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც პოლიციის ოფიცრის ან საზოგადოების წარმომადგენელთა სიკვდილი პრაქტიკულად გარდაუვალია. 

ახალი აღჭურვილობის შესახებ პოლიტიკის  პოლიციის სამმართველოს (SFPD)  მიერ შეთავაზებულმა  პროექტმა  რეზონანსი რამდენიმე მიზეზის გამო გამოიწვია.  ის არა მხოლოდ ანიჭებს ოფიციალურად რობოტებს ეჭვმიტანილთა მოკვლის ლიზენზიას, დოკუმენტში ასევე არ არსებობს ინფორმაცია შტურმის დროს გამოსაყენებელ შაშხანებზე,რომლებიც  სამხედრო შეიარაღების არსენალშია, და მათ მომსახურებაზე  გასაწევ ხარჯებზე.

მკვლელობის ფაქტობრივ ლეგალიზებას გამოეხმაურა ქალაქის სადამკვირვებლო საბჭოს წესების განმსაზღვრელი  კომისიის წევრი არონ პესკინი. დოკუმენტის გაცნობის მერე, მან საკვანძო შესწორება შეიტანა:
რობოტების მოხმარება არ უნდა ხდებოდეს ვინმეს წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის
თუმცა პოლიციის სამმართველომ უარი თქვა პროექტის ამ სახით დამტკიცებაზე, და შესწორება თავისი ინტერესების შესაბამისი მტკიცებით შეცვალა:
რობოტების გამოყენება ძალის მომაკვდინებელი ვარიანტის სახით მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც საზოგადოების წარმომადგენელთა ან პოლიციის ოფიცერთა დაღუპვის რისკი გარდაუვალია და ძალის გამოყენების სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტს გადაწონის SFPD–ში
პოლიტიკის პროექტის ამ მტკიცებით მიღება– სერიოზული გაფრთხილებაა სან–ფრანცისკოსთვის. მანამდე ეჭვმიტანილთა ლიკვიდაციისთვის რობოტების გამოყენება ოფიციალურად არ იყო აკრძალული, მაგრამ არც კაკონმდებლობით ყოფილა მოწონებული.  

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პესკინი რობოტების უფლებამოსილების გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდა,წესების განმსაზღვრელი კომიტეტის  სხვა წევრებთან ერთად მანდ დაამტკიცა დოკუმენტის ბოლო რედაქტირებული ვარიანტი. თავისი პოზიციის ახსნისას, ის SFPD–ის დამატებებს და გაფრთხილებებს იშველიებს სცენარებზე, «როდესაც სასიკვდილო ძალის გამოყენება ერთადერთი ვარიანტი იქნებოდა».

პოლიტიკის ახალ პროექტს სადამკვირვებლო საბჭოში ხმის მიცემის პროცედურა ჯერ არ გაუვლია, მაგრამ ის უკვე შეხვდა წინააღმდეგობას იურისტების, ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეთა მხრიდან. ადვოკატი ტიფანეი მოიერი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ინოვაციები ნორმად ვერ აღიქმევა:
ჩვენ ანტიუტოპიურ მომავალში ვცხოვრობთ, სადაცვმსჯელობთ, შეუძლია თუ არა პოლიციას სასამართლოს,ნაფიცი მსაჯულების ან მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე მოქალაქეთა სიკვდილით დასჯისთვის რობოტების გამოყენება
დღეისთვის პოლიციის სამმართველოს განკარგულებაში 17 რობოტია, რომელთა უმეტესი ნაწილიც ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. მათი დისტანციურად მართვით, პოლიციელები აუვნებელყოფენ ბომბებს და ათვალიერებენ  ადგილზე ფიზიკურად ყოფნისთვის პოტენციურად საშიშ ტერიტორიებს.  

პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი რობერტ რუეკი ამტკიცებს, რომ ეს რობოტები არასდროს არავის თავს არ დასხმიან. პროექტის მიღების შემთხვევაში,  წინასწარი შესწავლისა და სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობის შემდეგ მათ საეჭვო ხელსაწყოების დათვალიერებისთვის, გადაუდებელ და კრიტიკულ ვითარებაში სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად და ბოროტმოქმედთა დასაკავებლად გამოიყენებენ. ეჭვმიტანილის მოკვლა უკიდურესი ზომა იქნება.

Sidebar ad banner
Recommended