ქალები კრიპტოვალუტაში. ვინ და როგორ იმოქმედა კრიპტოსამყაროზე?

ფოტო - ქალები კრიპტოვალუტაში. ვინ და როგორ იმოქმედა კრიპტოსამყაროზე?
კრიპტოვალუტის მთავარი თავისებურება მისი ხელმისაწვდომობაა. კრიპტო სამყაროს არ გააჩნია რასობრივი და გენდერული სტერეოტიპები. ამის წყალობით სულ უფრო მეტი ქალი ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას ამ სფეროში. ზოგიერთმა მათგანმა თამაშის წესების შეცვლაც კი შეძლო.

დენიზ შეფერი (Denise Schaefer)

Surge Woman პროექტის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. Web3-ის გაცნობის შემდეგ, მან გადაწყვიტა გააკეთებინა ის, რაც ამ ტექნოლოგიას ხელმისაწვდომს გახდიდა ყველა ქალისთვის.

დენისმა კრიპტოსამყარო ჯერ კიდევ 2017 წელს გაიცნო, როდესაც მან დაიწყო  BTC-სა და ETH-ში ინვესტირება. მანამდე იგი მუშაობდა მარკეტინგის სფერიში და სოციალური მედიის განვითარებით იყო დაკავებული. ვინაიდან დენისი წარმოშობით პერუდანაა, ის სოციალურ უთანასწორობას ბავშვობიდან იცნობს. ის აზრი, რომ ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს ფინანსურ წარმატებას სოციალური სტატუსის მიუხედავად, კრიპტოვალუტების სამყაროში განვითარებისთვის მისი მთავარი იმპულსი გახდა. პანდემიის დაწყებასთან ერთად მან გადაწყვიტა მთლიანად ჩაფლულიყო კრიპტო სამყაროში და შეუერთდა Kernel-ის საგანმანათლებლო საზოგადოებას.

კრიპტოვალუტისა და Web3-ის თავისებურებების შესწავლისას ის ორ ძირითად პრობლემას წააწყდა. პირველი - რთული ენა, რომელიც ახალბედებს აშინებს. მეორე არის რესურსის არარსებობა, რომელიც ამ სფეროში  ქალებს მოიზიდავდა.

2021 წელს პროექტ Surge Woman-ის იდეა გაჩნდა. Surge Woman არის საზოგადოება, რომელიც  ქალებს Web3-ის ათვისებაში ეხმარება. პორტალი სთავაზობს ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც კრიპტოინდუსტრიის საფუძვლებს ეძღვნება, განცხადებებს ვაკანსიების შესახებ, Discord საზოგადოებას და პირად სადისკუსიო ჯგუფებს. პლატფორმაზე ასევე Surge Passport-ი მოქმედებს, რომელიც Surge NFT მფლობელებს პროექტის ყველა პრივილეგიაზე სრულ წვდომას  აძლევს.

ელისაბედ სტარკი (Elizabeth Stark)

Lightning Labs-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა კრიპტო სამყაროს "ჭადრაკის დაფაზე". მისი კომპანიის წყალობით შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებზე ბლოკჩეინის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ელისაბედი ნიუ-იორკში დაიბადა. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო  და თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო. მოგვიანებით ის იელის უნივერსიტეტში მასწავლებლად მიიწვიეს. აქტიურად გამოდიოდა ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციების სერიაში SOPA და PIPA კანონპროექტების წინააღმდეგ. ეს კანონპროექტები მიზნად ისახავდა არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას. საპროტესტო აქციის მონაწილეთა აზრით კი ამ ინიციატივას ინტერნეტის მომხმარებლების თავისუფლება მინიმუმამდე დაჰყავდა.

2016 წელს ელისაბედმა კომპანია Lightning Labs დააარსა. ის  ქმნის პროდუქტებს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ფულის გაგზავნა ბიტკოინის ქსელში თითქმის მომენტალურად შეუძლიათ. კომპანიის ძირითადი მონაპოვარია  Lightning Networks-ის მე-2 დონის პროტოკოლი, რომელიც მიზნად ისახავს ბიტკოინის მასშტაბირების პრობლემების გადაჭრას. ახლა კომპანია ახალ პროდუქტზე - Taro-ზე მუშაობს, რომელიც აქტივების უფრო ფართო სპექტრით იმუშავებს.

ლაურა შინი (Laura Shin)

ბლოკჩეინ-ჟურნალისტი, მწერალი, Forbes-ის უფროსი რედაქტორი (სპეციალიზაცია - ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა). საკუთარი თავი მიუძღვნა კრიპტოვალუტის ბაზრის იმ სახით ჩვენებას, როგორიც ის არის სინამდვილეში.

2008 წელს ლაურამ კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლა დაამთავრა, სადაც  მაგისტრის ხარისხი მიიღო. დიდი ხნის განმავლობაში ის კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქებით იყო დაკავებული. მუშაობდა რეპორტიორად The New York Times-ში, სადაც მიჰყავდა რუბრიკა უძრავი ქონების შესახებ. 2013 წელს ის გახდა Forbes-ის რედაქტორი, ხოლო მოგვიანებით, 2017 წელს, უფროსი რედაქტორი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში.

მან მსოფლიო აღიარება 2014 წელს მოიპოვა, როდესაც თავისი პირველი წიგნი, The Millennial Game Plan დაწერა. ამ წიგნში მწერალი  ცნობილი პიროვნებების რეალურ წარმატებულ ისტორიებს მოგვითხრობს და მკითხველს ძვირფას რჩევებს აძლევს ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად. 2022 წელს მან გამოუშვა ცნობილი წიგნი “The Cryptopians: Idealism, Greed, Lies, and the Making of the First Big Cryptocurrency Craze”,   რომელშიც ის საუბრობს 2016 წელს მომხდარ DAO-ს ცნობილ გატეხვაზე.

ლაურა შინს ამჟამად მიჰყავს საკუთრი პოდკასტი სახელწოდებით "Unchained". თავის სტუმრებთან, კრიპტოსამყაროს ყველაზე ცნობილ და გამოჩენილ პიროვნებებთან ერთად, ის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში აქტუალურ პრობლემებს ეხება.

დინა ბერკი და ნატაშა ჰოსკინსი (Deana Burke and Natasha Hoskins)

Boys Club-ის დამფუძნებლები. მათ შექმნეს გასართობ-საგანმანათლებლო პლატფორმა ქალებისთვის, რომელმაც დროის განმავლობაში უფრო დიდი ფუნქცია შეიძინა.

Boys Club არის სოციალური კლუბი მათთვის, ვინც დაინტერესებულია კრიპტოვალუტით სხვადასხვა დონეზე. თავდაპირველად პროექტი ქალებისა და არაბინარული პიროვნებებისთვის შეიქმნა, თუმცა ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ეპატიჟბიან ყველას,  განურჩევლად სქესისა.

საზოგადოების შექმნამდე დინა და ნატაშა მარკეტინგის სფეროში მუშაობდნენ. მათ Indiegogo-ს პროექტზე გაიცნეს ერთმანეთი. მოგვიანებით მათ შექმნეს ტურისტული AllCall, რომელიც წარმატებით გაყიდეს. 2018 წელს დინამ გამოუშვა კრიპტო საფულის აპლიკაცია ქალებისთვის. ახლა, Boys Club-თან პარალელურად, ის ეხმარება Celo Foundation-ს შექმნას პროდუქტები, რომლებიც აადვილებს ბლოკჩეინის აპლიკაციების შექმნას და პორტირებას.

Boys Club-ის პროექტის თავისებურებაა ვახშმების სერია, სადაც მონაწილეები არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ. კლუბი ასევე ეხმარება სამუშაოს პოვნაში Web3 სამყაროში, ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად.

მელტემ დემირორსი (Meltem Demirors)

ინვესტორი, ადვოკატი კრიპტოვალუტის სფეროში, CoinShares-ის სტრატეგიული დირექტორი.  ინვესტიციის სახით კრიპტოსამყაროში მისი პირადი წვლილის გარდა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კრიპტოვალუტის საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

თავისი პირველი  ეკონომიკური განათლება მელტემმა 2009 წელს რაისის უნივერსიტეტში მიიღო.  2015 წელს კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხი. კრიპტო ინდუსტრიის გაცნობამდე ის ნავთობისა და გაზის დარგში ტრეიდერად მუშაობდა.

მელტემ დემირორსი Digital Currency Group-ის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა,  მოგვიანებით კი ის ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან მრავალი მსხვილი გლობალური კომპანიის კაპიტალი მიიზიდა. 2017 წელს მან დააარსა ფონდი Shiny Pony Ventures, რომელიც ფულს  კრიპტოვალუტურ სტარტაპებში აბანდებს. იმავე წელს მელტემი გახდა CoinShares-ის განვითარების დირექტორი.

ოქსფორდსა და MIT-ში პედაგოგოიური მოღვაწეობის გარდა, მელტემ დემირორსი არის ქალთა სამოქალაქო უფლებების აქტიური დამცველი.