ზიმბაბვემ გამოსავალი იპოვა: ოქროს ტოკენი ოფიციალურ ვალუტად იქცა?
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზიმბაბვემ აამოქმედა ტოკენი, რომელიც ოქროთია უზრუნველყოფილი. მისი გამოყენება გადახდის ალტერნატიული საშუალების სახითაა ნებადართული.
რისთვის გამოუშვა ზიმბაბვემ ოქროს ტოკენი?
ცენტრალურ ბანკში მიაჩნიათ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იძლევა მოსახლეობის აქტივების ღირებულების შენარჩუნებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის საშუალებას, რომელიც გაუფასურებას აგრძელებს. ცვლილებების ხანგრძლივმა არარსებობამ განაპირობა ის, რომ გასული წლის განმავლობაში საშუალო სამომხმარებლო ინფლაცია დაახლოებით 90%,-ს შეადგენს, ხოლო ზოგიერთმა საწარმომ, ხელფასების გასაცემად და საქონლის გასაყიდად, საკუთარი ფულის დაბეჭდვაც კი დაიწყო.
მანამდე ზიმბაბვეს მთავრობა რამდენჯერმე გადადიოდა აშშ დოლარზე, შემდეგ კი კვლავ საკუთარ ვალუტას უბრუნდებოდა. მაგრამ ოქროს ტოკენის წყალობით, ეს უაზრო ცვლილებები შეიძლება შეჩერდეს, ვინაიდან ადამიანები გაცვლითი კურსის ძლიერი ვოლატილობისგან დამცავ ინსტრუმენტს იღებენ. ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ჯონ მანგუდუის თქმით, მთავრობა მზად არის, თითოეულ მოქალაქეს დანაზოგის შენახვაში დაეხმაროს:
ტოკენები დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ისინი, ვისაც მცირე რაოდენობით ვალუტა აქვს, შეძლებენ ოქროს ერთეულების შეძენას, რათა ჩვენ უყურადღებოდ არავინ დავტოვოთ
როგორ იყიდებოდა ოქროს ტოკენები
ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაადგინა შესყიდვის სხვადასხვა მინიმალური ოდენობა: $10 და $5000. 8 მაისიდან მოყოლებული, ორი დღის განმავლობაში ადამიანებს ტოკენების შეძენა შეეძლოთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვალუტით: აშშ, ან ზიმბაბვური დოლარით (საშუალო საბაზრო ფასზე 20%-ით ძვირი). ტოკენების შესაძენად საკრედიტო სახსრების გამოყენება იკრძალებოდა, მთელი ფული კი დანაშაულთან კავშირებზე მკაცრ AML შემოწმებას ექვემდებარებოდა.
აქტივების შესანახად ბანკებმა შექმნეს სპეციალური ციფრული ანგარიშები, სადაც ადამიანებს, 180-დღიანი ვესტინგის პერიოდის (დაბლოკვის) დასრულების შემდეგ, მისი გადაცვლა რეგულარულ ვალუტაში შეუძლიათ. მაგრამ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე ადამიანებსა და ბიზნესებს შორის, რის გამოც ტოკენები საინვესტიციო ინსტრუმენტის ფარგლებს სცდება.
ეს ისტორია მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ დიდი ეკონომიკური პრობლემები და ტრადიციულ ბაზრებზე დაბალი წვდომა აიძულებს აფრიკის ქვეყნებს, პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები ეძებონ. ამიტომ, აფრიკაში კრიპტოვალუტების პოპულარობა კვლავ იზრდება და დიდი პოტენციალის მქონე მკაფიო ტრენდს აყალიბებს.