#exchange


ნაპოვნია 163 სტატია

ბოლო

Sidebar ad banner
Sidebar ad banner

Paxos -ი არ დაზარალდება. Binance-თვის ყველაფერი უფრო რთულადაა

Matrixport-ის ანალიტიკის ხელმძღვანელი მარკუს ტილენი თვლის, რომ სტეიბლკოინები SEC-ის რეალური სამიზნე არ არის. Paxos -ის წინააღმდეგ ბრალდება ირიბია. დარტყმა დაიგეგმა Binance-ზე, რომელიც კლიენტის სახსრებს, საკუთარი ტოკენების გირაოსთან ერთად იმავე საფულეში ინახავდა. წესების თანახმად, ბირჟის კორპორაციული აქტივები უნდა იყოს განცალკევებულ ანგარიშებზე და მათი, რეზერვების მტკიცებულებად ჩათვლა არ შეიძლება. ანუ, Binance-ს არ შეუძლია დაადასტუროს თავისი BUSD რეზერვები. Paxos Trust Company, რომელიც ბირჟის სტეიბლკოინის ერთადერთი ემიტენტია, ამ შემთხვევაში მოწმეა და არა მოპასუხე. ნუთუ CZ იმავე ხაფანგში გაეხვა, როგორც ხუჭუჭა სემი, რომელსაც კლიენტების საფულე თავის საფულეში აერია? რთული დასაჯერებელია. ასევე არსებობს იმედი, რომ მას ბუღალტერიის მხრივ ყველაფერი ბევრად უკეთესად ჰქონდა.

გაკოტრებული Alameda გაკოტრებულ Voyager-ს უჩივის

FTX-ის ადვოკატებმა $445,8 მილიონიანი სარჩელი მოამზადეს Voyager Digital-ის წინააღმდეგ. ის ეხება კრედიტს, რომელიც Alameda-მ Voyager-ის გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე გასცა. ჩვენ ადრე ვწერდით ამ ამბის დეტალების შესახებ. სიტუაციის კომიზმი იმაში მდგომარეობს, რომ გაკოტრებული Alameda გაკოტრებულ Voyager Digital-ს ადანაშაულებს კრედიტორის კლიენტების, ანუ თავად Alameda-ს ფულის გამოყენებაში თავის საქმიანობაში. მაგრამ თავად Alameda-მ გასცა სესხი FTX-გან მიღებული სახსრებიდან, რომლებიც თავის მხრივ არის Curly Swindler-ის ბირჟის კლიენტების ფული. იხრჩობი? ჩაძირე ის, ვინც შენს მახლობლად იხრჩობა! შესაძლოა,ასე საკმაოდ დიდი გროვა გამოვიდეს საიმისოდ, რომ ფეხების ქვეშ ჩამოყალიბდეს ფსკერის მაგვარი რამ. ხომ ასეა, სემ?

Stellar და ბრაზილია CBDC-ის ტესტირებას ასრულებენ

ბრაზილიის ციფრულმა რეალმა საჯარო ბლოკჩეინში საპილოტე ტესტი გაიარა.პროექტი ადგილობრივი ბირჟის Mercado Bitcoin ბაზაზე, Stellar-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარდა KYC პროცედურა,ვინაობის დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების საფუძველზე თაღლითობისგან დაცვის შემოწმება, და უშუალოდ სახსრების გადარიცხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ქვეყნის კანონების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა (კიდევ კარგი,ტესტების ჩატარება ჯერ არ ყოფილა აკრძალული), თუმცა Mercado-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა,რომ ცენტრალური ბანკის რეალური მოტივაცია იყო სურვილი ენახათ,თუ რა ხდება მაშინ,როდესაც ისინი ფულზე პირდაპირ კონტროლს კარგავენ.

კრაკენს საკუთარი კომისარი ჰყავს SEC-ში?

გუშინ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ კრაკენს ფსონის სერვისის დახურვა მოსთხოვა. დღეს კი SEC-ის კომისარი ჰესტერ პირსი საკუთარი კოლეგა-მარეგულირებლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. პირსის აზრით, SEC-მა უნდა შეიმუშაოს გამჭვირვალე რეგისტრაციის წესები და არა აკრძალოს სერვისი, რომელიც სარგებლის მომტანია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე კომპანიისთვის. "იძულებითი ზომების გამოყენება იმისათვის, რომ ხალხს ვუთხრათ, თუ რა არის კანონი განვითარებად ინდუსტრიაში, არ არის ეფექტური ან სამართლიანი რეგულირების საშუალება", - აღშფოთდა კომისარი. რა არის კომისრის შემდეგ მომდევნო თანამდებობა ? მოამზადეთ პეტიცია!

ჯასტინ სანის შპაგატი

ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.

81 - 100 163 შედეგიდან