#gemini
ნაპოვნია 8 სტატია
ბოლო
ვინ დაზარალდა Genesis-ის გაკოტრებით
ხუთშაბათს Genesis-მა შეიტანა განაცხადი გაკოტრების შესახებ მე-11 თავთან შესაბამისობაში და უკვე ცნობილი ხდებიან მთავარი კრედიტორები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ კომენტარი. ბირჟა Gemini ბანკროტის მთავარი კრედიტორია. მისი ზარალი 750 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. საინვესტიციო ფონდი Mirana. მის მიმართ დავალიანება დაახლოებით 127 მილიონი დოლარია და მათ თავად დააკრედიტეს ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Bybit და BitDAO. Decentraland. წარმომადგენლების ოფიციალური განცხადების თანახმად, Genesis-ის ვალი მათ მიმართ $7,8 მილიონ დოლარს შეადგენს. Stellar Blockchain-ი ამტკიცებს, რომ $13 მილიონი დოლარის კრედიტი გასცა. Coincident Cap-მა დაადასტურა 110 მილიონი დოლარის ვალი მის მიმართ. ყველა კრედიტორი ამტკიცებს, რომ Genesis-ის პრობლემური ვალდებულებები არ შეუშლის ხელს მათ მუშაობას და შესაძლო ზარალი გადაიფარება. მართალია, ვის ხარჯზე - არ აკონკრეტებენ. Genesis-ის მთლიანი ვალი 3,4 მილიარდი დოლარია. ამიტომ დაზარალებული კრედიტორების შესახებ სიახლეებს მაინც უნდა ველოდოთ.Gemini Earn: ტყუპი უინკლვოსები ყველაფერს გამოასწორებენ
Financial Times-ის ცოტა ხნის წინანდელი მოხსენება ბირჟის $900 მილიონიანი დანაკლისის შესახებ, რომელიც კრიპტოლენდერ Genesis-ისთან პრობლემების გამო წარმოიშვა, რომელთანაც ისინი თანამშრომლობდნენ Gemini Earn-ის ჩარჩოებში, კრიპტოსაზოგადოებაში ცხარე განხილვის თემა გახდა.Gemini Foundation-მა დერივატივების სავაჭრო პლატფორმა წარმოადგინა
როგორც ჩანს, დღეს დიდი ანონსების დღეა! ვიდრე Coinbase-დან საერთაშორისო პლატფორმის გაშვების შესახებ ამბებს გავითავისებდით, Gemini Foundation-მა განაცხადა თავისი დერივატივების პლატფორმის გაშვების შესახებ, რომელიც ორიენტირებულია ტრეიდერებზე (ყურადღება!) შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.SEC კრიპტელებს მოსვენებას ისევ არ აძლევს
ფასიანი ქაღალდების კანონის შესაძლო დარღვევის გამო, კომისიამ მიზანში ბირჟა Kraken ამოიღო. ახალმა დირექტორმა, დეივ რიპლიმ უარი თქვა იმ ტოკენების დელისტინგზე, რომლებიც ჰაუის ტესტს ვერ გადიან და ახლა SEC-თან დავობს. გადაწყვეტილება ამ საქმეზე უახლოეს დღეებში იქნება მიღებული და ის მთელი კრიპტოსაზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე დადის ხმები კერძო ინვესტორებისთვის სტეიკინგის სავარაუდო აკრძალვის შესახებ. Genesis და Gemini Kraken-ს გულშემატკივრობენ, რადგან მათ ანალოგიური ბრალი წაუყენეს.SEC Genesis-სა და Gemini-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
12 იანვარს მარეგულირებელმა კრიპტოკრედიტორ Genesis Global Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini Trust-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოაქვეყნა. SEC-ის ცნობით, კომპანიები პროგრამა Gemini Earn-ის მეშვეობით ფასიან ქაღალდებს არალეგალურად სთავაზობდნენ და ყიდდნენ.კრიპტობირჟა Gemini 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს
ბირჟა FTX-ის კრახის შედეგები კრიპტოსაზოგადოებაში პრაქტიკულად ყველას შეეხო. გამონაკლისები არც Gemini და კრიპტო-ლენდერი Genesis გახდნენ. კრიპტობირჟა 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს. ამ რაოდენობის ვალი, თითქოსდა, Genesis-ს Gemini-ს კლიენტების წინაშე აქვს.1 - 8 8 შედეგიდან