Gemini Foundation-მა დერივატივების სავაჭრო პლატფორმა წარმოადგინა

ფოტო - Gemini Foundation-მა დერივატივების სავაჭრო პლატფორმა წარმოადგინა
როგორც ჩანს, დღეს დიდი ანონსების დღეა! ვიდრე Coinbase-დან საერთაშორისო პლატფორმის გაშვების შესახებ ამბებს გავითავისებდით, Gemini Foundation-მა განაცხადა თავისი დერივატივების პლატფორმის გაშვების შესახებ, რომელიც ორიენტირებულია ტრეიდერებზე (ყურადღება!) შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
ახალი პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის სხვადასხვა იურისდიქციებიდან, მათ შორისაა სინგაპური, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, ისრაელი, ჯერსი, ახალი ზელანდია და ა.შ. 

დღეიდან დაწყებული ამ ქვეყნების მომხმარებლებს შეუძლიათ BTC-ის უვადო კონტრაქტით ვაჭრობა GUSD-თან წყვილში 100-x ლევერიჯით.  ეს ახალი პლატფორმა საერთაშორისო ტრეიდერებს  სთავაზობს წვდომას სავაჭრო პროდუქტებზე, რომლებიც ადრე არ იყო ხელმისაწვდომი მათ იურისდიქციებში. ბირჟის მთავარი მიზანი დერივატივების  ბაზრების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ლიკვიდურობის გაზრდაა.  

აღსანიშნავია, რომ Gemini Foundation მიუწვდომელია მომხმარებლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში. თუ თქვენ იმყოფებით ერთ-ერთ ამ რეგიონში, სამწუხაროდ სხვა ვარიანტების მოძებნა მოგიწევთ.

GC
GN Crypto
ავტორი