#money


ნაპოვნია 91 სტატია

ბოლო

არტურ ჰეისი ალტსეზონს ელოდება

BitMEX-ის ქარიზმატულმა დამფუძნებელმა ბაზრის თავისი ხედვა წარმოადგინა. სპოილერი: მას ლიკვიდური ფიატი სახაზინო ვალდებულებიდან ნაღდ ფულში გააქვს და მაღალი რისკის აქტივებში (ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტა, რა თქმა უნდა). ყველაფრის ჩასადებად ემზადება. ფუნდამენტალი არტურისგან: 📌S&P500 3 თვეში 40%-ით გაიზარდა; 📌ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი (მინუს $100 მილიარდი ყოველთვიურად); 📌ბაზარი დამატებით საერთო სახაზინო რეზერვის (TGA) გადინებიდან 500 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც ინფლაციას დააჩქარებს; 📌როდესაც ეს თანხა ამოიწურება (სადღაც ივლისში), კონგრესი კენჭს უყრის შიდა ვალის ჭერის გაზრდას; 📌ბაზარი გაივსება სავალო ვალდებულებებით, რომელიც არაფრით იქნება უზრუნველყოფილი; 📌მსოფლიო ბანკები იძულებულნი იქნებიან, თავიანთი საბეჭდი დაზგები ჩართონ (ეს პროცესი უკვე დაწყებულია). "წვეულება დაიწყო!" - ასკვნის არტური.

Uniswap-ის დამფუძნებელს ღალატში ადანაშაულებენ

Balance-ის გენერალურმა დირექტორმა რიკ ბარტონმა განაცხადა, რომ ის Uniswap-ის დამფუძნებელმა ჰეიდენ ადამსმა მოატყუა, რომელსაც ის ერთ დროს თავის უახლოეს მეგობრად თვლიდა. ბარტონი, მისივე თქმით, თავის დროზე დაეხმარა Uniswap-ის ამოქმედებას მოხალისის სახით (იხდიდა დეველოპერების მომსახურებას, ადამსის ბინის ქირას, Balance-ის ფულის ნაწილი Uniswap-ის მარკეტინგზე დახარჯა), ასე რომ, ის დარწმუნებული იყო, რომ ჰეიდენი ამ დახმარებისთვის მას პროექტის თანადამფუძნებლებს შორის გააფორმებდა. მაგრამ Uniswap-ის „მარტორქის“ თანადამფუძნებელი ის არასოდეს გამხდარა. ახლა კი, როდესაც მისი 25000 დოლარი უკვე 18 მილიონი დოლარი ეღირებოდა, მან ამ ურთიერთობების ყველა დეტალი გაასაჯაროვა. საქმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლიანობის ძიებაშია და არა ფულში. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის.

გაკოტრებული Alameda გაკოტრებულ Voyager-ს უჩივის

FTX-ის ადვოკატებმა $445,8 მილიონიანი სარჩელი მოამზადეს Voyager Digital-ის წინააღმდეგ. ის ეხება კრედიტს, რომელიც Alameda-მ Voyager-ის გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე გასცა. ჩვენ ადრე ვწერდით ამ ამბის დეტალების შესახებ. სიტუაციის კომიზმი იმაში მდგომარეობს, რომ გაკოტრებული Alameda გაკოტრებულ Voyager Digital-ს ადანაშაულებს კრედიტორის კლიენტების, ანუ თავად Alameda-ს ფულის გამოყენებაში თავის საქმიანობაში. მაგრამ თავად Alameda-მ გასცა სესხი FTX-გან მიღებული სახსრებიდან, რომლებიც თავის მხრივ არის Curly Swindler-ის ბირჟის კლიენტების ფული. იხრჩობი? ჩაძირე ის, ვინც შენს მახლობლად იხრჩობა! შესაძლოა,ასე საკმაოდ დიდი გროვა გამოვიდეს საიმისოდ, რომ ფეხების ქვეშ ჩამოყალიბდეს ფსკერის მაგვარი რამ. ხომ ასეა, სემ?

Sidebar ad banner

სკამერები უკან მოუხედავად ხარჯავენ Ethereum-გაზს!

ბლოკჩეინ-უსაფრთხოების კომპანია PeckShield გვაფრთხილებს: გაზის ორი მსხვილი დანახარჯის უკან დგანან თაღლითები ნულოვი გადარიცხვებით. მათი სქემა ასეთია: 🛑იქმნება ფეიკ-მისამართები, რიმლებიც არსებულების იმიტაციას ახდენენ. 🛑შემდეგ TransferFrom-ის ფუნქციის მეშვეობით ხორციელდება ნულოვანი გადარიცხვა სმარტ-კონტრაქტით ნებისმიერი საფულიდან. 🛑ასე ხდება ტრანზაქციების მოგონილი ისტორიის ფორმირება, რომელიც მომხმარებელთა საფულეებში და Etherscan-ში აისახება. ამის შემდეგ მხოლოდ გამოგზავნილ გადარიცხვას უნდა დაელოდო მსხვერპლისგან, რომელმაც საგულდაგულოდ არ შეამოწმა მისამართი სახსრების გაგზავნის წინ.

მაინინგი ვიდეორეგისტრატორით? მზადაა

პროექტმა Hivemapper დაასრულა რეგისტრატორის ბეტა-ტესტირება, რომლის მეშვეობით შესაძლებელია საავტომიბილო გზების გლობალური დეცენტრალიზებული რუკების შექმნაში წვლილის შეტანისთვისთვის ტოკენ Honey გამომუშავება. ტექნოლოგია მარტივია: 📌თქვენ გიხდიან იმ მარშრუტების ვიდეოებისთვის, რომლებსაც თქვენ რუკებზე მონიშნავთ. ამ ვიდეოებს ისინი ყიდულებენ, ვისაც ტოპოგრაფიული კრეტინიზმი ტანჯავს. 📌პროექტის ფაუნდერები თვითმფრინავის ფრთის ღირებულების ვიდეორეგისტრატორების გაყიდვით შოულობენ ფულს. ერთხელ ვიხუმრეთ, რომ მალე მაინინგს ჩაიდნებიც დაიწყებენ. კარგი, მოწყობილობაში შევცდით, მაგრამ, აშკარად, სწორი მიმართულებით ვაზროვნებთ. სენია, Move-to-earn- არააქტუალურია! -აქტუალური რა არის? - Drive-to-Earn

41 - 60 91 შედეგიდან