#satoshi nakamoto
ნაპოვნია 12 სტატია
ბოლო
ჰელ ფინის ღმერთის არ სწამდა, მას ბიტკოინის მომავლის სწამდა
კრიპტელებში ჰელ ფინი ცნობილია, როგორც პროგრამისტი და შიფროპანკი, რომელიც სატოში ნაკამოტოსგან ბიტკოინების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული მიმღები გახდა. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჰელის გარეშე, სავარაუდოდ, არანაირი ბიტკოინი საერთოდ არ იქნებოდა.უძრავი ქონების ყიდვა კრიპტოვალუტით: იურისტებს ეჭვები აქვთ
კრიპტოვალუტა და უძრავი ქონება აქტივების ორი ძალიან განსხვავებული კლასია, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული საინვესტიციო მახასიათებლები აქვს. მაგრამ ჩნდება სიტუაციები, როდესაც არსებობს კრიპტოს გამოყენების სურვილი ისე, როგორც ამას სატოში ნაკამოტო გეგმავდა - ფულის და არა ფინანსური ინსტრუმენტის სახით.სატოში ნაკამოტოს ბოლო გზავნილი
2011 წლის 23 აპრილს სატოში ნაკამოტო კრიპტოვალუტების სამყაროს დაემშვიდობა და ტექნოლოგია რამდენიმე კრიპტოენთუზიასტის ხელში დატოვა. ბიტკოინის დეველოპერ მაიკ ჰერნისადმი მიწერილ წერილში მან დაწერა: ”მე სხვა საქმით დავკავდი. ის [ბიტკოინი] ახლა კარგ ხელშია გევინთან და სხვებთან“. ეს ციფრული ვალუტის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. სატოშიმ Bitcoin Core-ის კურატორს, გევინ ანდრესენს მოუწოდა, იდუმალი შემქმნელი დაევიწყებინა და ფოკუსირება პროექტზე, მის განვითარებასა და დეველოპერების ერთგულ გუნდზე მოეხდინა. მან ასევე გამოხატა თავისი იმედგაცრუება პრესის მიმართ, რომელიც მას ჩრდილოვან ფიგურად წარმოაჩენდა, ბიტკოინს კი - მეკობრულ ვალუტად. სატოშიმ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დეველოპერების საზოგადოების კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრონული წერილები ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის ბოლო ცნობილი გზავნილებია, ინტერესი სატოში ნაკამოტოს ნამდვილი ვინაობის მიმართ წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდება. სანამ კრიპტოსაზოგადოება აგრძელებს ვარაუდებს, ბიტკოინის შემქმნელის ნამდვილი ვინაობა იდუმალებით არის მოცული. გავიგებთ კი ოდესმე სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან? ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.ფეიკოტოში, არ დანებდე, ბოლომდე შეირცხვინე თავი!
კრეიგ რაიტს, რომელიც საკუთარ თავს სატოში ნაკამოტოს ნაპოლეონს უწოდებს, კვლავ შავი ხაზი მიჰყვება. ყველა მის სასამართლო სარჩელს ბიტკოინის შემქმნელად აღიარების მოთხოვნით მუდმივად უარყოფენ სხვადასხვა ქვეყნის და ინსტანციის სასამართლოები. ამჯერად მას გასასვლელისკენ მიმავალი გზა ლონდონის სააპელაციო სასამართლოში აჩვენეს, სადაც ის ცდილობდა დაეცვა თავისი პატივი და ღირსება და სასამართლო დავა ჰქონდა ბიტკოინის 16 დეველოპერთან, რომლებმაც მას მატყუარა უწოდეს. მოსამართლემ საქმის მასალები რამდენჯერმე გადაფურცლა და კრეიგის სარჩელის დაკმაყოფილების ვერანაირი საფუძველი ვერ დაინახა. უნდა აღინიშნოს, რომ დეველოპერებს სასამართლოში თავისი ადვოკატები არც კი გაუგზავნიათ.ხელოვნური ინტელექტი სატოში ნაკამოტოს იმიტაციას ახდენს
Bitcoin FilmFest-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პიერ კორბინმა და ბიტკოინ-დეველოპერმა ჰიუგო ფერერმა 31 მაისს წარადგინეს AI ბაზაზე შექმნილი ჩატ-ბოტი სახელწოდებით Talk2Satoshi. ეს უჩვეულო პროექტი ბიტკოინის საიდუმლო დამფუძნებელთან, სატოში ნაკამოტოსთან კომუნიკაციის იმიტაციისთვის არის შექმნილი.კრეატიული მიდგომა მასობრივი ცნობიერებისადმი
კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის ასამაღლებლად და ბიტკოინის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს ხსოვნის პატივსაცემად, ტორნადოს თვითმხილველმა გამოიყენა ამინდის ექსტრემალური მოვლენის უნიკალური კადრები, რომელიც თავად გადაიღო. ეს ადამიანი NBC News-თან საკუთარი ვიდეოს გაზიარებას იმ პირობით დათანხმდა, რომ საინფორმაციო გამოშვება შესაბამის სიუჟეტში სატოში ნაკამოტოს მოიხსენიებდა. ტორნადოს თვითმხილველმა, კრიპტელმა დეცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტაზე და მის იდუმალ შემქმნელზე ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობა იპოვა. მთავარ საინფორმაციო სიუჟეტში სატოშის სახელის ხსენებით, თვითმხილველი იმ მაყურებელთა ინტერესის გაღვივებას, ვინც კრიპტოვალუტების სამყაროს არ იცნობს და, შესაძლოა, მათი მასობრივი ათვისების ხელშეწყობას ცდილობდა. ტელეარხი NBC News, რომელსაც ტორნადოს დრამატული კადრების ხელში ჩაგდება სურდა, უჩვეულო მოთხოვნას დათანხმდა, რამაც გამოიწვია ცნობისმოყვარეობის ზრდა სატოში ნაკამოტოსა და ბიტკოინის მიმართ. არატრადიციულმა მიდგომებმა ზოგჯერ შეიძლება უფრო ფართო აღქმა და კრიპტოვალუტების სამყაროში საზოგადოების ჩართულობა გამოიწვიოს.ნუთუ სტივ ჯობსი სატოში ნაკამოტოა?
კრიპტოიუთუბერმა და ტრეიდერმა, ლარკ დეივისმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტვიტი, რომელმაც ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს შესახებ ახალი ჭორები გამოიწვია. დეივისმა, რომელიც Twitter-ში @TheCryptoLark-ის ნიკნეიმით არის ცნობილი, ივარაუდა, რომ Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი შეიძლება იყოს ის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელიც რევოლუციური ციფრული ვალუტის შექმნაზეა პასუხისმგებელი.ცრუ-სატოში ბიტკოინისთვის სასამართლო დავას აგრძელებს
დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ Tulip Trading-ის სარჩელს BTC-ის 16 დეველოპერების წინააღმდეგ ლონდონის სასამართლო განიხილავს. თუ თქვენ ეს არაფერს გეუბნებათ, მაშინ დავამატებთ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არის კრეიგ რაიტი, მეცნიერი და კომპიუტერის სპეციალისტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ნამდვილი სატოში ნაკამოტო, რისთვისაც მას სისტემატურად ხვდება ბიტკოინ- საზოგადოებისგან. გასული წლის ოქტომბერში ნორვეგიის სასამართლომ დაადგინა, რომ რაიტმა თავისი BTC ავტორობის დამტკიცების მცდელობისას ცრუ ჩვენება მისცა.1 - 12 12 შედეგიდან