#transactions


ნაპოვნია 71 სტატია

ბოლო

რაო, კონფიდენციალურობაო?

კომპანიამ Arkham Intelligence მოამზადა აპლიკაცია, რომელიც Twitter-ის მომხმარებლის სახელის მიხედვით ეძებს მის აქტივობას სხვადასხვა ბლოკჩეინებში, მათ შორის Ethereum-ში, Polygon-სა და BNB Chain-ში. აპლიკაციას შეუძლია: იპოვოს საფულის მისამართები, რომლებსაც საძიებო ობიექტი უკავშირდებოდა; გაფილტროს მომხმარებლის ბოლო ტრანზაქციები; ბლოკჩეინზე მისი ქმედებების ვიზუალიზაცია მოახდინოს. ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს ამ გასაოცარ ინიციატივას, Waitlist-ში დასარეგისტრირებლად ეპატიჟებიან. მომლოდინეთა სიაში პირველებია ალბათ საგადასახადო სამსახურები და ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები ჩაეწერნენ.

ყველაზე სულელური კრიპტოკანონი - Done!

ილინოისის შტატმა გადაწყვიტა, ბლოკჩეინის სამყაროში რაღაც თვალშისაცემი გაეკეთებინა და მას ეს გამოუვიდა. ბიჭებს ადგილობრივი სენატიდან სურდათ, ჰქონოდათ შესაძლებლობა... ბიტკოინის ტრანზაქციები გაეუქმებინათ. „კანონი ციფრული საკუთრების დაცვის შესახებ" ამბობს, რომ ვალიდატორებმა უნდა გააუქმონ ტრანზაქციები და დაუბრუნონ თანხა გამგზავნს, ან გადარიცხონ სახელმწიფო ხაზინაში, თუ ამას სახელმწიფო პროკურორი მოითხოვს. იგივე ეხება სმარტ კონტრაქტებსაც, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს. შემდეგი მოსალოდნელი კანონპროექტის სახით მზის ხელოვნური ჩასვლის შესახებ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ?

Shanghai Fork-ი სტეიკინგის ახალ ერას იწყებს Coinbase-ისთვის

Ethereum-ის მხარდამჭერები მოუთმენლად ელიან მომავალ კრიპტო-გაზაფხულს. ქსელის კიდევ ერთი განახლება, სახელწოდებით Shanghai Fork, მარტშია დაგეგმილი. Shanghai Fork-ი მომხმარებლებს მისცემს საშუალებას წვდომა მიიღონ Ethereum Beacon-ის ქსელში ბლოკირებულ სახსრებზე. კონტრიბუტორები შეძლებენ ტრანზაქციის გადამოწმებაში მონაწილეობას და განახლებული Ethereum-ის გამომუშავებას. JP Morgan თვლის, რომ Shanghai Fork-ი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება Coinbase-სთვისაც. სავარაუდოა, რომ ამ კრიპტობირჟის საცალო ინვესტორების 95%-მდე შეძლებს მონაწილეობა მიიღოს Ethereum-ის სტეიკინგში განახლების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ Coinbase-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით. $225-$545 მლნ დამატებითი შემოსავლის იმედი იქონიოს.

ჯასტინ სანის შპაგატი

ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.

Binance-ს კვლავ ადანაშაულებენ ინსაიდერულ ვაჭრობაში?

Coinbase-ის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა კონორ გროგანმა ყურადღება გაამახვილა ანონიმური საფულეების მიერ განხორციელებულ საეჭვო ტრანზაქციებზე, რომლებიც ყიდულობდნენ მონეტებს Binance-ზე ლისთინგის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე და ყიდდნენ მათ პამპის მომენტში. ეს ტრანზაქციები მოიცავდნენ Rar, ERN, TORN და RAMP ტოკენების შეძენას. გარიგებების თანხები მერყეობდა $100,000-დან $900,000-მდე. „ტრეიდერებმა“ რამდენიმე გარიგებაში მილიონობით დოლარის შოვნა მოახერხეს. გროგანი ვარაუდობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს "არასაიმედო თანამშრომელი, რომელსაც აქვს წვდომა ინფორმაციაზე ლისთინგის შესახებ და API პლატფორმაზე".

41 - 60 71 შედეგიდან