#usd
ნაპოვნია 9 სტატია
ბოლო
Stably-მ BRC-20 სტეიბლკოინი წარმოადგინა
კრიპტოსტარტაპმა Stably-მ Stably USD წარმოადგინა, დოლარის მიერ მხარდაჭერილი სტეიბლკოინი. მისი მიზანია ვაჭრობის წარმატებულ ბიტკოინ-ქსელში ტრანსფორმაცია. კომპანია ირწმუნება, რომ მისი სტეიბლკოინი ფიატურ ვალუტაზე ან ბიტკოინზე ვაჭრობის უფრო რენტაბელურ და ეფექტიან გზას გვთავაზობს.დღის მოვლენა: სტეიბლკოინმა USDC USD-ისთან მიბმა დაკარგა
2023 წლის მარტის უზრუნველჰყოფის ანგარიშის თანახმად, 8.7 მილიარდი USDC 6 ბანკში დევს. მათგან Silvergate-ს, Signature-სა და Silicon Valley Bank-ს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვთ. Silicon Valley bank, სადაც 3.3 მილიარდი USDC ინახებოდა, ფინანსური დაცვისა და ინოვაციების კალიფორნიის დეპარტამენტმა დახურა. USDC-ის ფასმა საპასუხოდ 15%-ით იკლო, $0.86-მდე. ასევე 10%-ით გაიაფდა სტეიბლკოინი DAI, რომლის უზრუნველყოფის 50%-მდე USDC-შია. ახლა USDC-ის რეზერვების 77% ეკუთვნის აშშ-ს სახაზინო თამასუქებს. შემდგომი 23%-ის წილი, რომლებიც ნაღდი ფულის სახით ინახება საბანკო დაწესებულებებში,დამოკიდებული იქნება ბანკების გაკოტრების პროცესზე და დაბრუნებული სახსრების რაოდენობაზე.სინგაპურის პოლიციამ დაიწყო Terraform Labs-ის გამოძიება
არა მხოლოდ დო კვონი, რომელიც თითქმის დავივიწყეთ, არსად არ გამქრალა, არამედ ის პრობლემაც, რომელიც მან შექმნა, არსად წასულა. თითქმის ერთი წელია, კრიპტობაზარი უმკვლავდება ამ უპატივცემულო ჯენტლმენის მთავარი ქმნილების - Terra USD სტეიბილკოინის და თითქმის მთლიანად მასზე მიბმული ეკოსისტემა Terra-ს კრახის შედეგებს.შესაძლოა 1 მილიარდი მონეტა TON გაიყინოს
მომავალ თვეში, The Open Network ქსელის ვალიდატორები გეგმავენ კენჭისყრის ჩატარებას 195 არააქტიური მისამართის გაყინვის საკითხზე. ეს მისამართები შეიცავს 1 მილიარდ მონეტას TON, რაც თითქმის 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბლოკირება 4 წელი გაგრძელდება და ამ საფულეების მფლობელები ამ პერიოდში ვერავითარ ტრანზაქციას ვერ განახორციელებენ. იძულებითი ჰოლდი გრძელვადიანი ჰოლდერებისთვის. ეს საინტერესოა, მაგრამ სჯობს მოკლევადიანები გაყინოთ!Coinbase-ის ახალი შეფუთული ტოკენი: რა ვიცით СbETH-ის შესახებ
კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase-მა cbETH ტოკენი აამოქმედა. ახალი მონეტა არის წარმოებული აქტივი, რომელიც გამოშვებულია სტეიკინგში დაბლოკილი ETH-ის გამოსასყიდად. 25 აგვისტოდან Coinbase-ზე ხელმისაწვდომია CbETH-ით ვაჭრობა აშშ დოლართან მიმართებაში.კრიპტობირჟები ფიატურ შლუზებზე უარს ამბობენ
ბოლო დღეებში, კრიპტოვალუტის მრავალი ბირჟა იძულებული გახდა, შეეწყვიტა დეპოზიტების მიღება ფიატურ ვალუტაში, ბანკებთან, ან გადახდის პროვაიდერებთან არსებული პრობლემების გამო. გადახდის შლუზების დახურვის გამო, აშშ დოლარითა და ზოგიერთი სხვა ფიატური ვალუტით შესრულებული ოპერაციები მიუწვდომელი გახდა. ვიკვლევთ ამ ტენდენციას.1 - 9 9 შედეგიდან