#Yuga Labs
ნაპოვნია 12 სტატია
ბოლო
Gucci წარადგენს KodaPendant-ს OtherSide-ის მეტავერსისთვის
ლუქს კლასის პრესტიჟულმა მსოფლიო ბრენდმა, Gucci-მ, Yuga Labs-თან პატრიოტობით, გამოუშვა KodaPendant - კულონების ლიმიტირებული სერია, რომლებიც წარმოდგენილია როგორ მატერიალურ ვერსიაში, ასევე არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) სახით. რელიზი წარმოადგენს კოლექცია Otherside Relics By Gucci-ს ელემენტს, რომლის მიზანი მოდის, გართობისა და გეიმინგის სფეროში ახალი ჰორიზონტების გახსნაა. 6 აპრილს KodaPendant-ის შეძენას შეძლებენ ისინი, ვინც NFT Koda-ს, ან Vessel-ს ფლობს, რომლებიც Otherside-ის მეტავერსში ავატარების ფუნქციას ასრულებენ. ვერცხლისგან დამზადებული კულონზე, რომელსაც მოჰყვება 50 სმ სიგრძის ჯაჭვი, ამოტვიფრულია "GG". თითო კულონის ღირებულება 450 ApeCoin-ს შეადგენს, რაც ამჟამინდელი კურსით $1930-ია. მარაგში მხოლოდ 3333 ეგზემპლარია. შეძენის შემდეგ, NFT Koda-ს, ან Vessel-ის მონაცემებს ატრიბუტი KodaPendant დაემატება, რის შედეგადაც ანიმაციურ პერსონაჟს - ტოკენის პროტეჟეს შესაბამისი ვიზუალი ექნება. ეს ინოვაციური მიდგომა ციფრულ აქტივებს უნიკალურობის ელემენტს სძენს, რითაც ხსნის NFT-ების, როგორც მოდისა და ტექნოლოგიების შერწყმის საშუალების პოტენციალს.Yuga Labs კვლავ თავის სტიქიაშია $9 მლნ NFT-საშვის გაყიდვის შემდეგ
NFT Sewer Pass-ის კოლექციამ 12 საათში 6000 ETH-ზე მეტი მოიტანა. მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ Dookey Dash-მა თამაშისთვის საშვების მინთი დაიწყო. მომხმარებლების მიერ BAYC / MAYC და Bored Ape Kennel Club ფლობის შესაბამისად , ყველა Sewer Pass ოთხ დონეზეა დაყოფილი. საშვის ღირებულება OpenSea-ს მარკეტპლეისზე მერყეობს 1.49 ETH-დან 420 ETH-მდე. კანალიზაციაში გასაღების ძებნაში ჩართვის მსურველებმა უკვე 14 361 საშვი მოაჭრეს. კოლექციის საბაზრო ღირებულებამ 6,761 ETH-ს მიაღწია და როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია.1 - 12 12 შედეგიდან