CoinMarketCap-ის 10 ალტერნატივა: ნუსხა და აღწერილობა

icon DATA
icon FOR
ფოტო - CoinMarketCap-ის 10 ალტერნატივა: ნუსხა და აღწერილობა
CoinMarketCap კრიპტოვალუტური ინდუსტრიისა და მისი აქტივების თაობაზე ყველაზე პოპულარული და ცნობადი ანალიტიკური რესურსია. მაგრამ, კრიპტობირჟა Binance-ის მიერ რესურსის შეძენის შემდეგ, ბევრმა შეამჩნია გარკვეული მიკერძოება და შეუსაბამობა მისი და სხვა მსგავსი რესურსების მონაცემებს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ალტერნატივები არსებობს.
2020 წლის აპრილში, CoinMarketCap (CMC) შეიძინა კრიპტობირჟამ Binance და მან დე იურე დაკარგა დამოუკიდებელი ანალიტიკური რესურსის სტატუსი. CMC-ის წარმომადგენლები ისევ ირწმუნებიან, რომ საინფორმაციო პორტალი მშობელ კომპანიაზე დამოკიდებული არ არის. თუმცა, მის გვერდებზე ახლა ხშირად გვხვდება Binance-ის პროდუქტებისა და სერვისების რეკლამები. ასევე თვალშისაცემია რეიტინგებში ახალი აქტივების დამატების შერჩევითობა. ხოლო ბირჟებისა და მონეტების მიხედვით ვაჭრობის მოცულობებთან დაკავშირებული მონაცემები სხვა ანალიტიკურ პლატფორმებზე არსებული მონაცემებისგან განსხვავდება. ამიტომ, ობიექტური სურათის მისაღებად, CMC-დან მიღებული ინფორმაცია მინიმუმ ორ, ან სამ კონკურენტულ ანალიტიკურ ვებრესურსთან უნდა შედარდეს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ CoinMarketCap-ის 10 ალტერნატივა, რომელიც გვინდა გაგაცნოთ.

პოპულარობით ეს რესურსი СМС თითქმის არ ჩამოუვარდება. სტანდარტული რეიტინგების გარდა, ეს ანალიტიკური პორტალი გთავაზობთ საკუთარი საინვესტიციო პორტფელის შექმნას, რათა ოპერატიულად ადევნოთ თვალყური ცვლილებებს თითოეული აქტივის ღირებულებაში. Coingecko ასევე გთავაზობთ ბევრ თანმდევ სერვისს: სავაჭრო DEX ტერმინალს, ვიჯეტებს, საგანმანათლებლო სტატიებსა და მაღაზიასაც კი, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტის შესახებ წიგნების შეძენა.

ამ ანალიტიკური რესურსის შესახებ ყველა კრიპტელმა როდი იცის.  საინფორმაციო პორტალი Coinpaprika ბაზარზე ცოტა ხნის წინ - 2018 წელს გამოჩნდა. თუმცა, მან უკვე მოახერხა ყველაზე მიუკერძოებელი ვებრესურსის რეპუტაციის მოპოვება. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ორჯერ მეტი აქტივი, ვიდრე СМС-ზე, ასევე უფრო ობიექტური მონაცემები ვაჭრობის მოცულობების შესახებ, ყველა ბირჟისა და სავაჭრო პლატფორმის გათვალისწინებით.

ეს ვებგვერდი შეიცავს არა მხოლოდ საბაზისო ინფორმაციას კრიპტოვალუტების შესახებ მათი ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალიზაციითა და გრაფიკებით, არამედ დამატებით მონაცემებსაც. Coincheckup-მა ფსონი ღრმა ანალიტიკაზე დადო. აქ ქვეყნდება პროგნოზები ყველაზე პოპულარული აქტივების ღირებულების ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე ყურადღება ეთმობა ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზს. ასევე შეგიძლიათ, იპოვოთ დეტალური ინფორმაცია ყველა ICO-ს მიხედვით: მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული.

ამ ანალიტიკურ პორტალზე არის რეიტინგებისა და სერვისების ჯენტლმენის სტანდარტული ნაკრები. თავისებურებებიდან შეიძლება გამოვყოთ კრიპტობაზრის ვიზუალიზაცია სითბური რუკის მეშვეობით (როგორც Coin360-ს შემთხვევაში) და ვირტუალური “ბატლების” ჩატარება საინვესტიციო პორტფელების მფლობელებს შორის.

ეს ანალიტიკური პორტალი 2014 წლის დასაწყისში გამოჩნდა. ის რეალურ დროში აქტივების ფასის ულტრა სწრაფი განახლებით გახდა ცნობილი. ეს შესაძლებლობა Cryptocompare-ს მისცა კომპანიამ CCData, რომლის სპეციალიზაციაა კრიპტოვალუტური  ბაზრიდან მონაცემების მიწოდება ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის. ანალიტიკური პორტალი სთავაზობს სასარგებლო ინსტრუმენტებს მომხმარებლებს და API ინტეგრაციას სავაჭრო პლატფორმებს.

სერვისების ნაკრების თვალსაზრისით, ეს ანალიტიკური პორტალი კონკურენტებისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ გააჩნია ინტერფეისი, რომელიც არ არის გადატვირთული რეკლამით და სასიამოვნო მონაცემთა ვიზუალიზაცია აქვს. პორტალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტოკენსეილებს (ICO, IEO, IDO, STO და ა.შ.), ასევე ვიწროსპეციალიზებულ რეიტინგებს (აპარატულ და NFT საფულეები, კრიპტობარათებს, IEO პლატფორმებსა და ა.შ.).


საინტერესო და მრავალი თვალსაზრისით სხვებისგან განსხვავებული ანალიტიკური რესურსი. მას საკმაოდ მოკრძალებული ინტერფეისი გააჩნია, სამაგიეროდ ვებგვერდი უნიკალური მონაცემებით ოპერირებს. ის გვაცნობებს თითოეული მონეტის მიხედვით ბლოკის შექმნის დროის შესახებ, აჩვენებს შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობას საათსა და დღეში, ასევე მათ საშუალო მნიშვნელობას. Bitinfocharts გვაწვდის მონაცემებს თითოეული კრიპტოვალუტის მიხედვით, კერძოდ: ბლოკისთვის მიღებული ჯილდოს სიდიდე, მიმდინარე ჰეშრეიტი, საფულეებზე არსებული აქტივების მოცულობა და მათი რაოდენობა, ტოპ 100 "ვეშაპის" სტატისტიკის ჩათვლით. გარდა ამისა, პორტალი აანალიზებს აქტივობას Github-ის საცავში თითოეული მონეტის მიხედვით. ის გვაწვდის ინფორმაციას ბოლო განახლების ვერსიისა და თარიღის შესახებ. 

ამ ანალიტიკური პორტალის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ალბათ, ინტერფეისის სიმარტივე და სიცხადეა, ასევე თითქმის 30 ენის მხარდაჭერა. საიტს გააჩნია მკაფიო სტრუქტურა და მრავალდონიანი მენიუ, ამიტომ ნავიგაციისას ყველა ძირითადი ფუნქცია თვალსაჩინოა. პორტალის გუნდი ირწმუნება, რომ კოტირებების განახლება პრაქტიკულად რეალურ დროში ხდება. ეს რესურსი ასევე შეიცავს უამრავ ინფორმაციას სავაჭრო ბოტებისა და მათი კონფიგურაციის შესახებ.


ანალიტიკური პორტალი მინიმალისტური და ლაკონიური ინტერფეისით, ასევე რეკლამის გარეშე. უნიკალურ თავისებურებებს შორის შეიძლება გამოვყოთ ფარმინგის ბაზრის (მომგებიანი ფერმერობა) და NFT-ების მონიტორინგი. რაც შეეხება არაჩანაცვლებად ტოკენებს, ეს პორტალი გეგმავს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს NFT-ების მინთინგს: უკვე შეიქმნა ცალკე განყოფილება, სადაც მალე გამოჩნდება მიმდინარე შეთავაზებების მიმოხილვები.

CoinMarketCap-ისა და კლონების კიდევ ერთი ალტერნატივა. საინფორმაციო და ანალიტიკურმა კრიპტოვალუტურმა პორტალმა GNcrypto შექმნა ცალკე განყოფილება ციფრული აქტივების რეიტინგით. ახლა უკვე შესაძლებელია გაკონტროლდეს აქტივების მიმდინარე ღირებულება და ვაჭრობის მოცულობა (საათში, დღეში ან კვირაში). კრიპტოვალუტების მოსაძებნად, დაინერგა მოსახერხებელი ფილტრაცია ციფრული აქტივების კლასის, კონსენსუსის და ჰეშირების ალგორითმების, ასევე ბლოკჩეინის ეკოსისტემების მიხედვით. მალე ამ განყოფილების ფუნქციონალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება, თითოეული მონეტისთვის გამოქვეყნდება მიმოხილვები და შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით  ელეგანტური ინტერფეისის მეშვეობით (მუქი თემა განსაკუთრებით კარგია).