კრიპტოტრეიდინგის 10 შეცდომა, რომლებსაც უნდა ერიდოთ
კრიპტოტრეიდერების რაოდენობამ მსოფლიოში დიდი ხანია ას მილიონს მიაღწია. თუმცა, არც თუ ისე ბევრია წარმატებული ტრეიდერი სტაბილურად მომგებიანი ტრანზაქციებით. ასეთი მხოლოდ 10-15%-ია. იმისათვის, რომ ერთ-ერთი მათგანი გახდეთ, მნიშვნელოვანია, არ დაუშვათ შეცდომები. ყველაზე გავრცელებულების შესახებ ამ სტატიიდან შეიტყობთ.
შეუძლებელია გახდე წარმატებული ტრეიდერი საბირჟო ვაჭრობის დეტალების ცოდნის გარეშე. ეს მძიმე შრომაა, ხოლო შეცდომები ტრეიდერს ნერვული უჯრედებისა და აქტივების ფასად უჯდება. ეს ორმაგად უსიამოვნოა, რადგან ორივე ძალიან ღირებულია!
ციფრული აქტივებით ვაჭრობისას წარუმატებლობის ალბათობის შესამცირებლად, ჩვენ მოვამზადეთ კრიპტოტრეიდერების მიერ დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომების ნუსხა. დამწყებთათვის, რომლებიც ციფრული აქტივების ბირჟაზე ვაჭრობაში ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ, ეს ინფორმაცია must read კატეგორიას წარმოადგენს.
1. სავაჭრო სისტემის არარსებობა
სავაჭრო სისტემა ტრეიდინგის ფუნდამენტია. სავაჭრო სისტემის გარეშე, გარიგებების შესრულება რულეტის თამაშს წააგავს, სადაც ყოველთვის კაზინო (ანუ ბირჟა), ან გამოცდილი მოთამაშეები იმარჯვებენ. თითოეული ტრეიდერი უნდა მოქმედებდეს მკაფიო გეგმით და საკუთარ თავზე მორგებული გარკვეული წესებით, ასევე დაიცვას ისინი როგორც აპტრენდის, ფლეტის, ასევე დაუნტრენდის დროსაც. ეს ეხება ტრეიდინგის სტილის, ავტომატიზაციის ხარისხის, რეგლამენტის, გარიგებების ხანგრძლივობის, პოზიციებში შესვლისა და გასვლის წერტილებს, მოგების, ან ზარალის დაფიქსირების ეტაპობრიობასა და სხვა ასპექტებს.
2. სავაჭრო სტრატეგიების არარსებობა
კრიპტოვალუტურ ბაზარზე სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის თითოეული ტრეიდერი სხვადასხვა სტრატეგიისა და ტაქტიკის ნაკრებს ხვეწავს. ბაზარზე ძლიერმა მოძრაობამ და ცვლილებებმა ტრეიდერი არ უნდა დააბნიოს. ის სტრატეგიას ცვლის და წარმატებით მუშაობას ნებისმიერ სიტუაციაში აგრძელებს. თითოეული სტრატეგია შეიძლება შეიცავდეს სპეციფიკური ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების, ინდიკატორების ნაკრებს, ფუნდამენტურ ანალიზს, რისკ- და მანიმენეჯმენტს. ტრეიდინგის სხვადასხვა სტილისთვის (სკალპინგი, ინტრადეი, სვინგ ტრეიგინდი და ა.შ.), როგორც წესი, გამოიყენება ცალკეული სავაჭრო სტრატეგიები, სხვადასხვა ბაზრის ციკლის გათვალისწინებით (დათვური, ხარული, ან ფლეტი).
3. მანიმენეჯმენტის წესების უგულებელყოფა
კაპიტალის შენარჩუნების (მანიმენეჯმენტის) წესების დაცვა საგრძნობლად გაზრდის ტრეიდერის შანსს, რომ მოკლე დროში მან დეპოზიტი არ დაკარგოს. მანიმენეჯმენტში შედის:
- სხვადასხვა კლასის აქტივებისგან (მაღალი რისკის, სპეკულაციურის და ა.შ.) პორტფელის გარკვეული პროპორციით ფორმირების მიდგომები;
- საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია (სხვადასხვა ბაზარსა და პლატფორმაზე ვაჭრობის მიზნით მისი დაყოფა გარკვეულ ნაწილებად, ასევე ცივ საფულეებზე სარეზერვო ფონდის ფორმირება გარკვეულ ნაწილებად);
- თითოეული გარიგების თანხის გამოთვლის ალგორითმი (დეპოზიტის თანხის პროცენტი, ან დიფერენციალური მიდგომა რისკის ხარისხიდან გამომდინარე);
- საინვესტიციო პორტფელის მომსახურების ოპერაციები (რებალანსირება).
ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ბირჟების, სავაჭრო, P2P და OTC პლატფორმების არჩევის კრიტერიუმები, ბაზრების სპეციფიკისა (სპოტური, მარჟინალური, ფიუჩერსული და ა.შ.) და ხელმისაწვდომი აქტივების გათვალისწინებით, საკომისიოს ხარჯების მინიმიზაცია, ფიატში გასვლის/შესვლის მეთოდები და ა.შ.
4. რისკმენეჯმენტის წესების უგულებელყოფა
რისკმენეჯმენტის წესების უგულებელყოფა იგივე მძიმე ცოდვაა, რაც წინა. ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები კაპიტალისა და დეპოზიტებისთვის. რისკების მართვის სისტემა, როგორც წესი, გამოიყენება მანიმენეჯმენტთან ერთად. ის მოიცავს თითო გარიგებაზე რისკისა და მოგების სწორი თანაფარდობის გამოთვლასა და დაცვას (ჩვეულებრივ 1-დან 3-მდე), ტრეიდინგში უინრეითის დაცვას (წამგებიანი და მომგებიანი გარიგებების რაოდენობის თანაფარდობა) და სხვა. ცნობილი stop-loss (SL) და take-profit (TP) ორდერები სწორედ რისკმენეჯმენტის ინსტრუმენტებია, რომლებიც წამგებიანი გარიგებების შედეგად მიყენებული ზარალის მინიმიზირებისა და სიხარბის შეტევების (FOMO) მოთოკვის საშუალებას იძლევა.
5. პოზიციების გახსნა ტექნიკური ანალიზის გარეშე
ტექნიკური ანალიზი არის ტრეიდერის საბაზისო ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა. მისი მეშვეობით განისაზღვრება ტრენდები, ბაზრის ფაზები, მხარდაჭერის თუ წინააღმდეგობის დონეები და ა.შ. ტექნიკური ანალიზი შესაძლებელს ხდის სხვადასხვა აქტივის ფასის მოძრაობის პროგნოზირებას ტექნიკური ანალიზის სხვადასხვა ინსტრუმენტისა და ინდიკატორის მეშვეობით, ასევე გრაფიკებზე ფიგურებისა და პატერნების წაკითხვის უნარის წყალობით. ეს პროგნოზი წარსულში აქტივების ფასების ისტორიასა და ბაზრებზე არსებულ მიმდინარე მდგომარეობას ითვალისწინებს. ტექნიკური ანალიზის ჩატარებისა და გრაფიკების კითხვისას გამოიყენება სხვადასხვა თაიმფრეიმი (დროის ინტერვალი). გარდა ამისა, ტექნიკური ანალიზი ასევე მოიცავს სხვადასხვა სახის ანალიზს, რომლებიც არც უნდა იყოს უგულებელყოფილი: საბირჟო ჭიქების ანალიზი, სანთლური ანალიზი, ბაზრის მოცულობების, სიღრმის ანალიზი და ა.შ.
6. პოზიციების გახსნა ფუნდამენტური ანალიზის გარეშე
რეალობა ისაა, რომ მხოლოდ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით და ფუნდამენტური ანალიზის უგულებელყოფით, ბევრის დაკარგვის რისკი არსებობს. ფუნდამენტური ანალიზი აჩვენებს სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმის, კრიპტოპროექტების გუნდებისა და აქტივების მიმდინარე მდგომარეობას. ნუ უგულებელყოფთ ბირჟების შესაძლო გაკოტრების პირველ ნიშნებს (FTX), პროექტებისა და მონეტების დამფუძნებლების (ჯასტინ სანი, Tron) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას, SEC-სა და ბლოკჩეინ გუნდებს შორის სასამართლო დავების მიმდინარეობის მდგომარეობას (Ripple), პროტოკოლების, DEX ბირჟებისა და სმარტ კონტრაქტების გატეხის მცდელობებს… ეს არის ერთადერთი გზა თქვენი კაპიტალის დროულად დაზოგვისა და გარკვეული პრობლემური აქტივებისგან თავის დაღწევისთვის, როდესაც მათ ჯერ კიდევ გააჩნია რაღაც ღირებულება.
7. სავაჭრო დისციპლინის არარსებობა
სავაჭრო დისციპლინა სავაჭრო სისტემის წესებს ეფუძნება. თუ არ მოდუნდებით და სავაჭრო გეგმას მკაცრად დაიცავთ, ეს პორტფელის ზრდაზე, ადრე თუ გვიან, დადებითად აისახება. თუმცა, თუ ერთი სავაჭრო სტილიდან მეორეზე გადახტებით, გრაფიკზე კარგი სურათის გამო სპონტანური გარიგების გახსნის ცდუნებას აჰყვებით, წახვალთ ტრენდის წინააღმდეგ და ა.შ., მაშინ ეს მხოლოდ ზარალს და იმედგაცრუებას მოიტანს.
8. სიხარბესა და შიშზე აყოლა (FOMO და FUD)
სიხარბე და შიში კრიპტოტრეიდერის ყველაზე დიდი მტერია. გახსოვდეთ: თქვენ უნდა იყიდოთ შემცირებაზე, გაყიდოთ - take-profit ორდერის მიღწევისას, რომელიც ტექნიკური ანალიზის მიხედვით არის დაწესებული. გარიგებები, რომლებიც ბრბოს მოძრაობის გავლენით ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი რყევების, ან მანიპულაციების დროს გაიხსნა, სასიკეთოს არაფერს მოიტანს.
9. მარჟინალური ვაჭრობის ბოროტად გამოყენება
ლევერიჯი უნდა შეირჩეს რისკ- და მანიმენეჯმენტის წესების შესაბამისად. ადეკვატური მაჩვენებელია 3-5x, მაქსიმუმ 10x გამოცდილი ტრეიდერებისთვის. თამაშები 100X-იანი ლევერიჯით ყველაზე ვოლატილურ კრიპტოვალუტურ ბაზარზე კრიტიკულად ზრდის დეპოზიტის ლიკვიდაციის რისკს (მარჟინ ქოლი). სასურველია, რომ დამწყებები მარჟინალურ ვაჭრობას საერთოდ მოერიდონ და და გამოცდილება სპოტურ ბაზარზე შეიძინონ.
10. წაგებული პოზიციების ზედმეტად დიდხანს შენარჩუნება
ეს შეცდომა უკლებლივ ყველა ტრეიდერს მოსდის. თუ გარიგება დიდი ხნის განმავლობაშია წამგებიანი და "გასაშუალოების" გამო მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა, ამ კრიპტოვალუტის შენახვა არ ღირს. ჩვენ მას ვიცილებთ და ვყიდულობთ უფრო პერსპექტიულ მონეტას, რომლის გაყიდვას მიღებული მოგება დახურული გარიგებით მიყენებული ზარალის დაფარვის პოტენციალი გააჩნია.
სხვათა შორის, გარიგებების რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა: ტრეიდერისთვის საკმაოდ რთულია 7-10-ზე მეტი ღია პოზიციის გაკონტროლება, თუ ის არ არის დაკავებული ალგორითმული ტრეიდინგით, რისთვისაც სავაჭრო ბოტებს იყენებს. ამიტომ, თქვენ ამ მაჩვენებელს არ უნდა გადააჭარბოთ და ახალი გარიგებები ძველებზე მოგების დაფიქსირების შემდეგ უნდა გახსნათ.