კრიპტოში ChatGPT-ის გამოყენების 7 საშუალება

ფოტო - კრიპტოში ChatGPT-ის გამოყენების 7 საშუალება
ChatGPT-ს გააჩნია მრავალი სასარგებლო ფუნქცია და უნარი, რომლის მეშვეობით კრიპტოვალუტებთან მუშაობისას შესაძლებელია ბევრი დროის დაზოგვა და პოტენციურად მოგების გაზრდა.
ხელოვნური ინტელექტის ახალი ვერსიის, GPT4-ის გამოშვების შემდეგ, ChatGPT-ის გამოყენების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ჩვეულებრივი კონტენტის შექმნას ბევრად გასცდა. ახლა GPT-ს შეუძლია, გააანალიზოს ბლოკჩეინ პროექტები, შეამოწმოს დაწერილი კოდები და დაწეროს საკუთარი, შექმნას ალგორითმები და ა.შ.

ამ სტატიაში განვიხილავთ კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში ChatGPT-ის გამოყენების 7 საშუალებას. 

ამბასადორული პროგრამები

ამბასადორული პროგრამა არის კრიპტოვალუტურ პროექტთან დაკავშირებული აქტივობის სახეობა, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ პროდუქტის შესახებ კონტენტის შექმნას. სხვადასხვა ინფლუენსერები და ბლოგერი წერენ სტატიებს, ქმნიან ვიდეორგოლებს, გზამკვლევებს, ან მიმებს გარკვეული სტარტაპის შესახებ, ხოლო ბლოკჩეინის პლატფორმის გუნდი, ამბასადორული პროგრამის მეშვეობით, აჯილდოებს მათ ბრენდის პოპულარიზაციისთვის. 

ChatGPT-ს დიდი რაოდენობით ტექსტური კონტენტის გენერირება შეუძლია, ასევე გააჩნია პროგრამირებისა და გამოსახულების ამოცნობის საბაზისო უნარები. გააზრებული კითხვებისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ადამიანს დიდი დრო ეზოგება კონტენტის შექმნაზე.

სმარტ კონტრაქტების დაწერა და შემოწმება

ChatGPT-ის გამოყენება შესაძლებელია სმარტ კონტრაქტების მოწყვლადობის, კერძოდ კი მონაცემთა არასაკმარისი შემოწმების, ბუფერის გადავსების, მავნე კოდის შეღწევის და ა.შ. აღმოსაჩენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების დარღვევა. ხელოვნურ ინტელექტს ასევე სმარტ კონტრაქტების სინტაქსისის შემოწმება შეუძლია, რაც უზრუნველყოფს კოდის სწორად შესრულებასა და შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას.

ChatGPT-ს ასევე შეუძლია, დააგენერიროს სმარტ კონტრაქტის კოდი, მოცემული შემავალი სცენარის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონტრაქტების შემუშავებისა და შესრულების პროცესს.

სკრიპტები და სავაჭრო ბოტები

Open AI-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია კრიპტოვალუტური სკრიპტებისა და სავაჭრო ბოტების შესაქმნელად, მაგრამ დამატებითი პროგრამირებითა და კრიპტოვალუტური გაცვლის პლატფორმების ინტეგრირებით.

ამ ასპექტში, ChatGPT-ს გამოყენება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:

● კრიპტოვალუტურ ბაზრებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი: კრიპტოვალუტების კურსი, ვაჭრობის მოცულობა და სხვა მაჩვენებლები. ეს სავაჭრო სტრატეგიების შექმნისა და ბაზრის ქცევის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა;
● იდეების გენერირება სავაჭრო სტრატეგიებსა და სკრიპტებთან დაკავშირებით, მოცემული პარამეტრებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
● მანქანური სწავლების მოდელების შექმნა, რომლებიც ბაზრის ქცევის პროგნოზირებასა და ვაჭრობის ავტომატიზაციაში დაგეხმარებათ.

კიბერუსაფრთხოება

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გააანალიზოს ტექსტური მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას კრიპტოვალუტურ ქსელებთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეზე: ქსელზე თავდასხმები, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და ა.შ.

ეს დაგეხმარებათ, დროულად მიიღოთ საჭირო ზომები და თავიდან აიცილოთ ჰაკერების თავდასხმებთან დაკავშირებული საფრთხეები.

ChatGPT-ს ასევე შეუძლია, გააანალიზოს კრიპტოვალუტური  სისტემების უსაფრთხოების ზოგადი დონე, შეიმუშაოს შესაბამისი პროტოკოლები კრიპტოვალუტური აქტივების შესანახად, გამოავლინოს მომხმარებლის ანომალიური ქცევა ბლოკჩეინ ქსელებსა და სხვა სისტემებში, რაც შეიძლება იყოს შესაძლო საფრთხეების ან თავდასხმების ინდიკატორი.

სრულფასოვანი dApps-ის შემუშავება

ChatGPT-ის ურთიერთქმედება სმარტ კონტრაქტებთან  კრიპტოვალუტური აპლიკაციების სრულფასოვან შექმნას უხსნის გზას. აქ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები საკმაოდ მრავალმხრივია, კერძოდ:

● მოცემული პარამეტრებისა და მოთხოვნების საფუძველზე, კრიპტოვალუტური აპლიკაციების ფუნქციონალურობასა და დიზაინთან დაკავშირებული იდეების გენერირება;
● მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა პროდუქტის სამომავლო ფუნქციონალთან დაკავშირებით;
● ინტერფეისების, კრიპტოვალუტური აპლიკაციების დიზაინის  შემუშავება, dApp-ში ელემენტების განთავსების კორექტირება;
● კრიპტოვალუტური აპლიკაციების ტესტირება, რაც მუშაობის დროს შესაძლო შეცდომებისა და პრობლემების გამოვლენას შეუწყობს ხელს.

ფუნდამენტური ანალიზი

სამომხმარებლო ინფორმაციისა და მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გააანალიზოს ის სიახლეები და პოსტები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ეხება  კრიპტოვალუტებსა და მათთან დაკავშირებულ პროექტებს, დაამუშაოს კომპანიების ფინანსური ანგარიშგების შედეგები, რაც აქტივის პოტენციურ კურსს განსაზღვრას, გააკეთოს მონეტის ფასზე მოქმედი ფაქტორების ნაკრებთან დაკავშირებული საბაზრო ტენდენციების პროგნოზი. ChatGPT უპრობლემოდ აანალიზებს კრიპტოვალუტურ ბაზრებს, ადარებს ერთმანეთს აქტივებს. ის ასევე, ბლოკჩეინის ინდუსტრიის ტექნოლოგიური მახასიათებლების უკეთ გაგებას აადვილებს.

საინფორმაციო მხარდაჭერა

ინფლუენსერებისა და ბლოგერების მიერ მოწოდებულ კურსებს აზრი დაეკარგა. ChatGPT-ს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ სფეროდან შეუძლია.  ბლოკჩეინ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ფუნქციებისთვის:

● კითხვებზე პასუხები;
● ახალი ამბებისა და ტენდენციების ანალიზი;
● ინდივიდუალური კურსის და მომხმარებლის სწავლებისადმი მიდგომის შექმნა;
● რჩევები და რეკომენდაციები რისკის მართვასთან დაკავშირებით;
● კრიპტოვალუტური აქტივების გრაფიკებისა და კურსების საბაზისო ანალიზი.