a16z დიდ ბრიტანეთში პირველ საერთაშორისო ოფისს გახსნის
ვენჩურულმა ფონდმა a16z გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს ლონდონში ოფისს გახსნის. ფონდის ხელმძღვანელმა, კრის დიქსონმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს მთავარი კრიპტოჰაბი, რადგან ქვეყანა კრიპტოინდუსტრიის რეგულირების მკაფიო ნორმებს იცავს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას მტკიცედ უჭერს მხარს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების რეგულირებისთვის ინდივიდუალურ მიდგომას იყენებს. გაერთიანებული სამეფო ისწრაფვის, საფუძველი ჩაუყაროს სამომავლო აპლიკაციებს, შემოიღოს ე.წ. "სენდბოქსის" ინოვაციური მარეგულირებელი რეჟიმი და შეიმუშაოს მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო კლიენტების დასაცავად.
პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი a16z-ის გადაწყვეტილებით აღტაცებით გამოეხმაურა და აღიარა, რომ ეს ხელსაყრელი ნაბიჯია ეკონომიკური ზრდისა და კრიპტოსექტორში ინოვაციებისთვის.
"ვინაიდან ჩვენი მიზანია, ვაქციოთ დიდი ბრიტანეთი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ზესახელმწიფოდ, ჩვენ უნდა დავნერგოთ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა Web3, რომლებიც სტარტაპებს აქ განვითარებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის საშუალებას მისცემს.
"მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანმა ინვესტორმა, Andreessen Horowitz-მა გადაწყვიტა, გაეხსნა თავისი პირველი საერთაშორისო ოფისი დიდ ბრიტანეთში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს განათლების ხარისხსა და ჩვენი უნივერსიტეტების პრესტიჟს, ნიჭიერების სიმრავლესა და ძლიერ კონკურენტულ ბიზნესგარემოს“, - დასძინა პრემიერმა.
დიდი ბრიტანეთის დადებით მხარედ a16z მიიჩნევს მის უზარმაზარ საკადრო რეზერვს, უამრავ პატივცემულ აკადემიურ ინსტიტუტებს, ძლიერი სამეწარმეო კულტურის არსებობასა და ძლიერ ფინანსურ ბაზრებს.