H1: Alameda Research კრიპტომედია The Block-ს ფარულად აფინანსებდა

icon SCRT
ფოტო - H1: Alameda Research კრიპტომედია The Block-ს ფარულად აფინანსებდა
SBF-თან დაკავშირებულ გახმაურებულ ამბებს დასასრული არ უჩანს. ამჯერად ყურადღების ცენტრში მედიაპლატფორმა The Block აღმოჩნდა. გაირკვა, რომ მისი CEO მაიკლ მაკეფრი Alameda Research-ისგან ფარულ კრედიტებს იღებდა.
9 დეკემბრიდან მედიაპლატფორმის გენერალური დირექტორის თანამდებობა კომპანიის შემოსავლების დირექტორმა, ბობი მორანმა გადაიბარა. პირველმა სწორედ მან შეიტყო ფარული დაფინანსების შესახებ, რომელიც 2021 წლიდან გრძელდებოდა. 

თავის ბლოგში Medium მორანმა განაცხადა, რომ მაკეფრისა და სამ ბანკმან-ფრიდის შეთანხმებების შესახებ მან მადლიერების დღის წინ შეიტყო. აწ უკვე ყოფილი CEO-ს თქმით, გადაწყვეტილება სესხის აღების შესახებ პროექტის რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა გზების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული. 

მაკეფრი დანარჩენი ინვესტორების წილების შესიდვის ვარიანტზე შეჩერდა და მისი რეალიზაციის მიზნით SBF-ისგან $12 მილიონის ოდენობის კრეტიდი მიიღო. ამავდროულად ის ოპერაციების შესრულებას გენერალური დირექტორის რაგნში ყოველდღიური შეუდგა. 

2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში მაკეფრი სამისგან ფულს როგორც კომპანიის საჭიროებებისთვის, ასევე პირადი ხარჯებისთვისაც სესხულობდა. $15 მილიონი მან მედიის ყოველდღიური საქმიანობის დაფინანსებაზე დახარჯა, $16 მილიონად კი ბაჰამის კუნძულებზე თავისთვის უძრავი ქონება იყიდა.
ეს ახალი ამბავი The Block-ის ხელმძღვანელობისთვის შოკი და იმედგაცრუება იყო. მაიკის გადაწყვეტილება, SBF-ისგან სესხი აეღო და ეს ინფორმაცია არ გაემჟღავნებინა, სერიოზული წინდაუხედაობის დემონსტრირებას ახდენს. ეს The Block-ის რეპუტაციას, ნდობას (განსაკუთრებით ჩვენი რეპორტიორებისა და მკვლევრების მიმართ), ასევე გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ძალისხმევას ძირს უთხრის
, - წერს მორანი.
მედიაპლატფორმის გუნდმა მაკეფრის მოსთხოვა, თანამდებობა დაეტოვებინა და ყველა ოპერაციული და მმართველობითი პასუხისმგებლობა სხვა თანამშრომლებისთვის  გადაეცა. ის არც დირექტორთა საბჭოს წევრი იქნება. მოსალოდნელია, რომ საბჭო სამი ადამიანით იქნება დაკომპლექტებული, რომელთაგან ერთი მორანი იქნება. 

ახალი CEO-ს მთავარი ამოცანაა, დაარწმუნოს კრიპტომედიის აუდიტორია და ბიზნესპარტნიორები, რომ ფარულ დაკრედიტებას ინფორმაციის ნაკადზე გავლენა არ მოუხდენია. თავის პოსტში მორანი მკითხველთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კომპანიაში მაკეფრისა და ბანკმან-ფრიდის კავშირის შესახებ არავინ იცოდა. 
ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მაიკი ცდილობდა, ახალი ამბების განყოფილებასა ან კვლევით ჯგუფებზე, განსაკუთრებით SBF, FTX და Alameda Research-ის გაშუქებისას, არასათანადო გავლენა მოეხდინა. როდესაც ეს ახალი ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ჩვენი მუშაობა ყველაზე საფუძვლიან შემოწმებას დაექვემდებარება
The Block-ის ახალი ამბების განყოფილების დირექტორმა, ფრენკ ჩაპარომ გამოქვეყნებული ახალი ამბების შესახებ თავისი შეხედულება Twitter-ზე გამოაქვეყნა: 
აბსოლუტურად დამწუხრებული ვარ ამ ახალი ამბით, რომელიც კომპანიას დღეს შუადღისას აცნობეს. ჩემი შოკის საფუძველი არის სრული ზიზღის გრძნობა და თავისი ქმედებებით, სიხარბითა და ინფორმაციი დამალვით, მაიკის მხრიდან ღალატი. ის, ფაქტობრივად, ნაძირალაა. ის თითოეულ ჩვენგანს სიბნელეში ამყოფებდა
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ჩაპაროს მტკიცებით, მას რომ სცოდნოდა, რაც ხდებოდა, ის არა მხოლოდ "განაცხადებდა ამის შესახებ და მის მოქმედებებს შეეწინააღმდეგებოდა, არამედ ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ შეცვლისკენ მოუწოდებდა". თუმცა ამჟამად რეპორტიორი გაბრაზებულია და გადაწყვეტილი აქვს, ინდუსტრიას ინფორმაცია მაქსიმალურად ობიექტურად, "შიშისა და ცრურწმენის გარეშე" მიაწოდოს. 

რაც შეეხება თავად მაკეფრის. მან გადადგომისა და დირექტორთა საბჭოს დატოვების შესახებ გუნდის გადაწყვეტილება გაიზიარა და მას მტკივნეული, მაგრამ სწორი უწოდა. Twitter-ში მან მორანის სიტყვები გამოიყენა, რომ კრედიტები იძულებითი ზომა იყო, რომლის შესახებ კომპანიის არცერთმა თანამშრომელმა არ იცოდა. 
ჩემი ახსნა - რა თქმა უნდა, რეტროსპექტივაში არასწორი შეფასება - იყო ის, რომ კრედიტის შესახებ ცოდნა, შესაძლოა, SBF და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გაშუქების ობიექტურობის კომპრომეტირებად ყოფილიყო აღქმული
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მაკეფრი აცხადებს, რომ FTX-ის, Alameda-ს ან SBF-ის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე გავლენის მოხდენა არასოდეს უცდია. ესმის რა გუნდის რეაქცია, ის კოლეგებს ბოდიშს უხდის და The Block-ს ტოვებს, რათა პლატფორმისა და კოლეგების მიმართ ნდობა არ შეარყიოს.